საქრთველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს

ღია წერილი

ბატონებო და ქალბატონებო!
დღეს, როდესაც ქვეყანა ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმის საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული, მით უმეტეს, ტერიტორიებოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკის სავალდებულო რეგულატორი- სა. ძირითადად საუბრობენ სოციალური, კომუნალური და მიმდინარე ერთჯერადი პრობლემების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, მაგრამ, რეალუ- რად, თვითმმართველობისა და აღმასრულებელი სტრუქტურების მოსაგვარებელია.

რა თქმა უნდა, გზა, გაზი, წყალი და სხვა პრობლემა თითოეულ ჩვენგანს გვაღელვებს, მაგრამ, პრეზიდენტის დღევანდელი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ამ თემებზე აპელირება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ხალხის შეცდომაში შეყვანის, მისი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დაქვეითების მცდელობაა. ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება პოლიტიკურ ძალთა მოვალეობაა.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ჩამოყალიბებუ- ლი იდეოლოგიური და პროგრამული ფასეულობების მატარებელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, როცა მოქალაქეები ხმას აძლევდნენ არა სახელმწიფოს პოლიტიკური განვითარების გზას, არამედ, შექმნილი კონიუნქტურის მიხედვით, კონკრეტული პიროვნების მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ.
”სახალხო პარტია” აუცილებლად მიიჩნევს, მოხდეს იმ პოლიტიკური ძალების გაერთია- ნება საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის გარშემო, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი ხედვა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მუდმივი ღირებულებებისა და მისი განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ.
იმედი გვაქვს, რომ აქტივობას ამ მიმართულებით გამოეხმაურება ყველა ის პოლიტიკუ- რი ორგანიზაცია თუ პიროვნება, რომლებიც აღჭურვილნი არიან ერისა და სახელმწი- ფოს წინაშე პასუხისმგებლობის ჯეროვანი შეგნებით.
”სახალხო” პარტია წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო პრინციპებისა და ამოცანების ძირითად ნაწილს (საყოველთაოდ აღიარებული სამართ- ლებრიობისა და სამართლიანობის ფასეულობების გარდა), რომლებსაც ჩვენ საერთო ეროვნული თანხმობის საფუძვლად ვრაცხთ და რომელთა გარშემოც გაერთიანებას გთავაზობთ:
1. საქართველო არის ერთიანი, უნიტარული და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართველოს მართლ- მადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია და, იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.
2. საქართველოს მთელი ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა, ტერი- ტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი.
3. საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დემოკრატიული დასავლეთის სისტემაში ინტეგრირებაზე (საქართველოს სპეციფიკური ინტერესების სრული დაცვით) და, შესაბამისად, გამორიცხავს რომელიმე მეზობლის უფლებას, მოითხოვოს საქართველოს შინაგანი პროცესების რეგულირებაში მონაწილეობის რაიმე ბერკეტები.
4. აფხაზეთი არის ავტონომიური ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეული საქართველოს შემადგენლობაში; ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნა დაუშვებე- ლია. აუცილებელია ტერმინ ”სამხრეთ ოსეთის” ამოღება ოფიციალური ლექსიკიდან. ე.წ. ”ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის დროებითი ადმინისტრაციის” გაუქმება.
5. ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფედერაციის, ანუ, ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი (როგორც კი მისი ერთ-ერთი მონაწილე განაცხადებს, რომ კონფედერაციაში ყოფნა აღარ სურს) გაერთიანების შექმნა დაუშვებელია.
6. დაუშვებელია, ასევე, საქართველოში ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღე- ბა, თუნდაც ამ ტერმინის უხსენებლად, როგორც ეს წარმოდგენილია მთავრობის მიერ დღესდღეობით შემოთავაზებულ სტრატეგიაში. ფედერაცია საქართველოში მიუღებელია იმიტომ, რომ ის ნიშნავს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიულ პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, არამედ, ერთი-ორი თაობის განმავლობაში თვით ქართული ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.
7. აუცილებელია, შეიზღუდოს მოქალაქეობის მინიჭების კვოტა და პროცედურა. დაუშვებელია, პოლიტიკურ თანამდებობებსა და საჯარო სამსახურში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა ყოფნა.
8. საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი (‘აფსუა”) ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი კი არის დიასპორა. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს _ ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.
9. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება-არგასხვისება უცხოელ მოქალაქებზე უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულილირებადი პროცესი. აღდგენილ უნდა იქნეს გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის პრაქტიკა.
10. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და შეიმუშაოს დოქტრინა ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის; უნდა მოახდინოს საბანკო სისტემის გონივრული რეგულაცია, ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების სამართლიანი განაწილება და მოსახლეობის გამდიდრების სტიმულირება.
11. აუცილებელია განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებით გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება.
ეს გახლავთ ის ძირითი პრინციპები და ამოცანები, რომელთა გაზიარების შემთხვევაში, ”სახალხო პარტია” მზად არის, მხარი დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტსა თუ პიროვნებას, მიუხედავად ჩვენი წარსული ურთიერთობებისა და სხვა საკითხებში პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა.
”სახალხო პარტია” მზად არის, მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში, მოახდინოს მისი რესურსების, პოლიტიკური გამოცდილებისა და მხარდამჭერების სრული მობილიზაცია და ბოლომდე დაიხარჯოს საარჩევნო ბატალიებში.
პატივისცემით,
”სახალხო პარტიის” თავჯდომარე მამუკა გიორგაძე
20.08.2013

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress