სახალხო პარტიის 2013 წლის 25 ივლისის კონფერენციის რეზოლუცია 1.-საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის გასვლის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის სულიერი და მატერიალური მდგომარეობა გაუსაძლისია; ქართველების ერთი ნაწილი დღეს, ახლა, ამ წუთებში, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებთ, იტანჯება დამპყრობლებისა და სეპარატისტული რეჟიმების უღელქვეშ;