ასათიანი

ალ. ასათიანი – ჩემი ცხოვრება ივერია #7 07 1954

,,მებრძოლ ძალთა მაქსიმალური ერთობა. ასეთია ჩვენი ერის გარდაუვალი ნებისყოფა. ასეთი წმინდა ერთობის შექმნისათვის, საჭიროა ბევრი რამ პიროვნული განცდებისა და გრძნობების დათმობა. თორემ იდეათა და მიზნების სფეროში, არავის ექნება რაიმე დასათმობი, რადგან საქართველოს ბრძოლის მიზანი საერთოა და უდავო ყველა ქართული ძალისათვის. ქართულ ასპარეზზე ეს ადვილად იქნა მიღწეული, ხოლო ეროვნულ სხეულს მოწყვეტილ ემიგრაციაში ეს გრძელდება . . . მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის რწმენა, რომ მას მივაღწიოთ, რადგან ემიგრაციაში თუ ხშირად ავადმყოფური ატმოსფერო მყარდება, ხშირად ჯანსაღი სიოც შეჭრილა მასში და იმედია კვლავაც ასე მოხდება.” …  ვრცლად »

gerbi axali 1

მსოფლიო-ბედის უკუღმა ტრიალი. პარიზი – ივერია #8 1956 ელ. პატარიძე

       მეცხრამეტე საუკუნის მეტად შინაარსიანმა ეპოქამ, პიროვნების თავისუფლებასთან ერთად მთელი მისი სიმძიმით, მსოფლიოს წინაშე დასვა ეროვნებათა თავისუფლების საკითხი.

-„მრავალ სხვა კეთილშობილ საკაცობრიო იდეათა შორის აცოცხლდა და და ხორცი შეისხა ეროვნულმა იდეამ. რასიულად მონათესავე ტომები ეროვნულ ერთეულებში დალაგდნენ, ეროვნულს შეგნებას მიაღწიეს და მათ მიერ დასახლებულ მიწა-წყალზე ნაციონალურ სახლმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. „ძირიანად და არსებითად ნაციონალურმა ევროპამ შესცვალა მეთვრამეტე საუკუნის კოსმოპოლიტური ევროპა“ ამბობს სორელი. სახელმწიფოს ფუძედ ეროვნული ერთიგივეობა და ერთობა დაედო“. – ვსწერდით ჩვენ 1933 წ. „სამშობლო“-ს 15 ნომრის ფურცლებზედ. ვრცლად »

gerbi axali 1

იძულებითი ერთა სოლიდარობა – ივერია #8 1956 პარიზი ს. ჭირაქაძე

კომუნისტურმა პრესამ კვლავ დასვა დღის წესრიგში ერთა სოლიდარობის საკითხი. აქედან ნათლად სჩანს, რომ მათ მიერ მრავალჯერ დადასტურებული და დაკვეხნილი ერთა თანასწორობა და ინტერნაციონალური თანხმობა, ისეთივე მითია, როგორც ბევრი სხვა რამ. იმ წლის 20 სექტემბრის გაზ. „კომუნისტ“-ში დაბეჭდილია გ. ჟვანიას ვრცლი წერილი „ბრძოლა პროლეტარული ინტერნაციონალიზმის ლენინური პრინციპებისათვის“. ვრცლად »

gerbi axali 1

ჩვენი ეკლესიისათვის რ. ინგილო ივერია#8 1956 პარიზი

ერთობ მძიმე დავალება თავს მომახვია „ივერია“-ს რედაქტორმა: ვაუწყო ჩვენს მკითხველებს ზოგი რამ ცნობები საქართველოს ეკლესიაზე და დამატებით მის ამჟამინდელ ყოფაცხოვრებაზე. ძველი თაობა ჩემზე ნაკლებათ არ არის ჩახედული ამ საკითხში, ამიტომ ჩემი ნაწერი მას არაფერს შესძენს და არც თუ ისე გამოადგება. ვფიქრობ, რომ რედაქციას მხედველობაში ჰყავს მოზარდი თაობა – მოწყვეტილი და აშორებული სამშობლო კერას, ზერელეთ მცნობი ჩვენი ქვეყნის წარსულისა და თავგადასავლისა, ხოლო უმეტესათ მისი ეკლესიის მნიშვნელობისა და ღვაწლმოსილობისა სახელმწიფოსა და ხალხისათვის. ამის გამო დავალების უკუგდება უკადრისობათ ჩამეთვლებოდა… და უკეთუ ჩემი ეს მოკლე ზეპირნაწერი ფიქრებს აღუძრავს ჩვენს ახალგაზრდებს, შეაწევს ზოგიერთ მისთვის უცნობ ამბავს, მეც კმაყოფილება მომენიჭება.

ვრცლად »

gerbi axali 1

ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოუძიებლობა ხელისუფლების, არა მხოლოდ უნიათობაზე, არამედ მავნებლობაში თანამონაწილერობაზე მიგვანიშნებს, რაც ბევრად უფრო უარესია.

ქართული “პოლიტელიტა” ჭირს კი მალავს, მაგრამ ჭირი არ მალავს თავს.  თურქეთში მომხდარმა ტერაქტმა, რომელმაც მსოფლიო შეძრა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა 2012 წლის ლაფანყურის მოვლენები. დაგვაფიქრა ვინ მართავდა და მართავს საქართველოს და მათ ხელში რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ვრცლად »

ლოგო

ქართული ოცნების ახდენილი ოცნება – ნაცები ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩებიან.

1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია იმართება. დამთავრდა კამათი სესიაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაზე, მაგრამ არ ცხრება ვნებათაღელვა გიგი წერეთლის ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რუსული დელეგაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგი წერეთლის კანდიდატურას. „ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა ნიკოლაი კოვალიოვმა. ვრცლად »

ლოგო

შ. კალანდაძე ბოლშევიზმის ფსიქოანალიზი – ივერია #8 1956 პარიზი

თანამედროვე ფსიქოლოგიურ აღმოჩენებს, ქვე-ცნობიერებასთან დაკავშირებით, აუწონავი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეთიკისათვის, ესთეტიკისათვის, რელიგიის ფილოსოფიისათვის და საზოგადოთ კულტურის ფილოსოფიისათვის. კაცობრიობის სულიერ სალარომ ერთხელ კიდევ შეიძინა ახალი მეთოდოლოგიური ხერხი ვებერთელა მნიშვნელობის. ხერხი მეტად მჭრელი და დიდი ეფექტური ღირებულების. მეტად სამწუხაროა, რომ ის არ იქმნა გამოყენებული იმ ბრძოლისათვის, რომელსაც თავისუფალი მსოფლიო აწარმოებს კომუნისტურ მონობის წინააღმდეგ.

ვრცლად »

ლოგო

რუსული კომუნიზმისაგან მსოფლიოს დაცვისათვის. “ივერია” #8 02. 1956 პარიზი

წარსული წლის უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მრავალი და მნიშვნელოვანი ფაქტები წამოიჭრა საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე.

რუსებმა უჩვეულო ცხოველმყოფელობა და უტაქტო აქტივობა გამოიჩინეს, როგორც ახლად განთავისუფლებულ აზიის ერთა (ინდუსები, ბირმანელები, პაკისტანელები, კაშმირელები, ავღანები) ისე იმ ქვეყანათა მიმართ, ვინც აღნიშნულ ქვეყნებს დამოუკიდებლობა მიანიჭეს. ამგვარივე უტაქტობის პერსპექტივების წინაშე დგანან აფრიკისა და აზიის ტერიტორიაზე მობინადრე ქვეყნებიც: ეგვიპტე, ისრაელი, სირია, ლიბანი, ეთიოპია და  სამხრეთ აფრიკის ჯერ კიდევ მანდატების ქვეშ მყოფი ერებიც და მათი მანდატორებიც. ვრცლად »

ლოგო

,,სახალხო პარტიის” განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანტისახელმწოფოებრივ ქმედებებზე.

როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ, დემონსტრაციულად და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას - სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ.

ჩვენი აზრით, ეს თავდაცვის მინისტრის მორიგი დემარშია ,,ვიღაცის” ყურადღების მისაპყრობად, რადგან ნატო არცერთ დოკუმენტში არ ითხოვს სავალდებულო გაწვევის გაუქმებას და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, მაგ. პოლონეთი, უკვე ნანობს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას და სერიოზულად ფიქრობს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას!

აქვე ვიტყვით, რომ სავალდებულო გაწვევა კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ, უნდა შეიცვალოს 4 ათასამდე წვევამდელის სახელმწიფო დაცვის სამსახურში გაწვევის მანკიერი პრაქტიკა.
ვრცლად »

gia

რა საიდულოს ახადა ფარდა “შეწყალებულმა ბრალდებულმა” თემურ ხაჩიშვილმა

2016 წლის 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერით გიორგი ჭანტურიას მკვლელობაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა:“2002 წელს საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი”. 
ეს ინფორმაცია უცნობი იყო გიორგი ჭანტურიას თანამებრძლობისთვის, რადგან მათ საქართველოს პროკურატურას რამოდენჯერმე მიმართეს, სადაც ითხოვდნენ გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას. პასუხად კი მიიღეს, რომ სასამართლოს კანონიერი განაჩენი ძალაშია შესული და საქმის ხელახალი გამოძიება შეუძლებელია.

იორგი ჭანტურიას თანამებრძოლმა, სახალხო პარტიის თავჯდომარემ მამუკა გიორგაძემ, განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს. ვრცლად »

Powered by WordPress