germanuli_modeli_

კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით საგანგაშოა ორმაგი მოქალაქეობის დაშვება

საქართველოს   საკონსტიტუციო კომისიის მიერ  გამოქვეყნებული კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით  საგანგაშოა  უხლი 32. პუნქტი 2 - ორმაგი მოქალაქეობის დაშვება.   ამ მუხლის მიღება გამოიწვევს    დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ტერიტორიებოკუპირებულ  ქვეყანაში საშიშია იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებით არიან დატვირთული. ორმაგი მოქალაქეების, მით უმეტეს, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა პოლიტიკური ინტერესი და მათი  მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისუსტის  ფონზე სავალალო შედეგის მომტანი გახდება. საქართველოს პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოქალაქეობის მსურველთა თუ ჩვენი ჩინოვნიკების მხრიდან  მრავალი ცდუნების საფუძველი გახდება.   ვრცლად »

germanuli_modeli_

კონსტიტუციის პროექტი ფუნდამენტურ გადამუშავებას საჭიროებს

საქართველოს   საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო  დაკომპლექტებული,  მხოლოდ 4 თვე  იმუშავა და  ოფიციალურად  გამოცხადებულ  საქართველოს  კონსტიტუციაში  ცვლილებებისა  და დამატებების  ნაცვლად     კონსტიტუციის  ახალი  რედაქცია  შემოგვთავაზა.

საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც  გვყავდა ზუსტად იმდენი.  ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ვრცლად »

SONY DSC

რატომ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი „სახელმწიფო უზრუნველყოფს,“ ჩანაწერით „სახელმწიფო იზრუნებს“ და რატომ იცილებს საკონსტიტუციო ცვლილებებით სახელმწიფო პასუხისმგებლობებს საკუთარი მოქალაქეების წინაშე

საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მიწის ყიდვა-გაყიდვის საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს, მთავრობას კი საპირისპირო აზრი ჰქონდა, ის ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეიძინოსო (შემდეგ დასძინეს, განსაკუთრებულ შემთხვევებშიო). ვრცლად »

saqarTvelo

დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან – რა წერია მიართვაში პარლამენტის თავჯდომარის მიმართ?!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი,

ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით `რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?~. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ:
1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს მთელი მიწის გადასვლას უცხოელთა ხელში. ვრცლად »

giorgadze-1

საზოგადოება მარგველაშვილის წინააღმდეგაა განწყობილი…

პოლიტიკოსმა მამუკა გიორგაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა და პრეზიდენტის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადრება.

გიორგაძემ რამდენიმე მიზეზი ჩამოაყალიბა, თუ რატომ არ აქვს მარგველაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა. ვრცლად »

SONY DSC

ღირსეული მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროსაც ღირსეულად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს

საქართველოს ახსოვს „მთავარსარდლები“: ედუარდ შევარდნაძე, რომლის სახელსაც აფხაზეთის დაკარგვა დაუკავშირდა, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც შიდა ქართლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგეთ. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი მთავარსარდლები არ ჰგავდნენ ისტორიულ ქართველ მთავარსარდლებს და მათი ფუნქცია მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვაში გამოიხატებოდა.

მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ მწვავეა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ნომინალურად მთავარსარდალი ერქმევა, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. კერძოდ, ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიუვა პრემიერის წარდგინება და პრეზიდენტს იმის დისკრეციაც არ ექნება, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი. ამდენად, ტერიტორიებდაკარგული საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, პრეზიდენტისთვის ამ სტატუსის ჩამორთმევა პრობლემური გახდება. ვრცლად »

giorgadze-1

რუსები ყოველთვის შეურაცხყოფას გვაყენებენ – ჩვენ რა გვრჩება, მივიდეთ და გავლახოთ „ღამის მგლები“?!

რუს ბაიკერებს საქართველო „უყვართ“, მაგრამ არ აპროტესტებენ, რომ მათი საყვარელი ქვეყანა ოკუპირებულია მათივე ფავორიტი პუტინის მიერ. ამ უცნაური სიყვარულის გამოსახატად ტურისტების ტყავში გადაცმული და საქართველოში ამ გზით შემოპარული „ღამის მგლები“ ვაკის პარკშიც მივიდნენ, უცნობი ჯარისკაცის საფლავიც ყვავილებით შეამკეს, ატირებულ ვეტერანებსაც უთანაგრძეს და ქართული საზოგადოების აგრესიაც იწვნიეს. ვრცლად »

germanuli_modeli_

რატომ გააქტიურდნენ მოსკოვის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოები აფხაზეთის ეპარქიის მიმართულებით და ვინ უწყობს ხელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენმა ოკუპანტებმა ჩვენივე სეპარატისტების ხელდასხმით ბედიაში თვით ბაგრატ მესამის ფრესკაც დააზიანეს და ეკლესიის გუმბათიც იავარქმნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი, საწრთვნელი პოლიგონისთვის მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიაც დაანგრიეს, წლევანდელი აღდგომა ფრიად ღვთისმოსავურად აღნიშნეს: აფხაზურმა მედია-საშუალებებმა გვაცნობეს, რომ აფხაზეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში (იმას აღარ დასძენენ, ვისი აშენებულია ეს ტაძრები) სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდაო. მეტიც, ამჯერად წმიდა ცეცხლიც ჩამოიტანეს იერუსალიმიდან და სოხუმის საკათედრო ტაძარშიც დააბრძანეს (რომ მრევლმა სახლში წაღება შეძლოსო). ვრცლად »

kedia

მიხეილ ქავთარაძე – სპირიდონ კედია ივერია #22 11 1979 პარიზი

ბიოგრაფიული ცნობები და ნაკვეთები მოღვაწისა და კაცის პორტრეტისათვის.
ამ წერილიში მოტანილი ცნობები საგრძნობ ნაწილად ემყარება ქალბატონ სოფიო კედია ჩიჯავაძის ასულის გამოუქვეყნებელ მემუარებს, რომელთა სარგებლობის უფლების დართვისათვის , რედაქცია უღრმეს მადლობას გამოთქვამს.
სპირიდონ კედია დაიბადა ქალაქ ზუგდიდში, 1884 წელს ოც სექტემბერს. მისი მშობლები იყვნენ: მალხაზ კედია თეო ქუთათელაძის ასული დედით დგებუაძე. ოჯახი მდიდარი არ იყო, მაგრამ ჰქონდათ კარგად მოზრდილი საკარმიდამო. იქვე წისქვილით და ეზოს გარეთ სახნავ- სათესი მიწები. ყოველივე ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ გაუჭირვებლად ეცხოვრათ. ადგილობრივ ეს ოჯახი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობდა. ვრცლად »

რობაქიძე

გურია და სოციალიზმი – გრიგოლ რობაქიძე

„საქართველო“, 1917, №269
ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია, მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსკენ ძლევამოსილებით გაფენილი, მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ვერცერთს „მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს: იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით. ვრცლად »

Powered by WordPress