mamuk

როგორ თაღლითობენ უცხოელი მიგრანტები საქართველოში ბინადრობის უფლების მარტივად მოსაპოვებლად და როგორ ითბობენ ხელს ქართული სამშენებლო კომპანიები სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე

საქართველოს ტერიტორიაზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების კერძო ქონების შესყიდვა ან თითქმის იმდენივე თანხის დაბანდება კარგა ხანია, ნებისმიერ უცხოელს აძლევს საშუალებას, რომ ინვესტორად მოინათლოს და ბინადრობის უფლება მიიღოს. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ჩათვლით, ბინადრობის უფლება 100 000-მა ადამიანმა მიიღო და ისიც გაირკვა, რომ ერთი უძრავი ქონების ყიდვით, ანუ ერთჯერადად 35 000 აშშ დოლარის დახარჯვით, უცხო ქვეყნის, მინიმუმ, 15 მოქალაქე იღებდა ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას, მეტად მარტივი მაქინაციის მეშვეობით: თითქოს ერთმანეთს მიჰყიდიდნენ იმ ერთ უძრავ ქონებას 15-ჯერ და ბინადრობის 15 მოწმობაც გარანტირებული ჰქონდათ. დაახლოებით, იგივე სქემა მუშაობდა ვითომ ფულის დაბანდების შემთხვევაშიც, თანხის ერთჯერადი გაცემით ინვესტორად რამდენიმე ადამიანი ირიცხებოდა. ქართველი კანონმდებელი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ღია კარის პოლიტიკა ქაოსურ შემოდინებად იქცა და რეგულაციების გამკაცრებას დაგვპირდა: კერძოდ, ზემონახსენები 35 000 დოლარის (შეძენილი უძრავი ქონების ღირებულების) 100 000 დოლარამდე გაზრდას, ხოლო ინვესტიციის მინიმალურ ზღვრად 300 000 დოლარის დაწესებას. თუმცა ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას: ღირდა თუ არა ის 35 000 დოლარი იმ შედეგად, რაც მივიღეთ, რაზეც „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარესთან, მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ. ვრცლად »

SONY DSC

ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს !

საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი.
სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება გასცა (რომლის სამართლებრივი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა), რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს, ერთი მხრივ, ,,ნაცმოძრაობას” აძლევს საშუალებას, ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩინოს თავი და, მეორე მხრივ, რუსეთს აძლევს ხელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო და დიპლომატიურ ომში. ვრცლად »

SONY DSC

რის საფუძველზე ითხოვენ საქართველოს ეკლესიასთან გათანაბრებას საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, „საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ“, „ქრისტეს ეკლესიამ“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“, „მეშვიდე დღის ქრისტიანთა და ვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიურმა იუნიონმა“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციამ“, „ქართველ მუსლიმანთა კავშირმა“, „წმინდა სამების ეკლესიამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ მათი უფლებები ირღვევა, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დაწესებული შეღავათი – სახელმწიფო ეკლესია-მონასტრების მშენებლობას დღგ-სგან ათავისუფლებს და ანალოგიური შეღავათი მოითხოვეს. ვრცლად »

gerbi

სახალხო პარტია – ეს სისტემა ქართულ ოცნებასაც შეჭამს

ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, ისე არ დაცემულა, რომ უსამართლოდ დაჩაგრული შვილმკვდარი მამის თანაგრძნობის სურვილი არ შერჩენოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ მისი ავტორიტეტი არც ისე მაღალია, რომ მისი შიშით სახელმწიფო ინსტიტუტები თავს ვალდებულად თვლიდნენ უზრუნველყონ სამართლიანობა და არ განახორციელონ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები.

ეს ფაქტიური გარემოება კი ნოყიერი ნიადაგია იმისათვის, რომ ა) პროკურატურამ ისე წარმართოს საქვეყნოდ გახმაურებული საქმეების გამოძიება, როგორც მის ხელმძღვანელთა (მთლიანად ხელისუფლების) ახლობლებს სურთ, და, ბ) ხელისუფლებამ, პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზების პირობებში, სამართლიანობის დაცვის ინიციატივა ხელში ჩაუგდოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებულ და დამნაშავედ მიჩნეულ პოლიტიკურ ჯგუფს.
მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ
  • სახეზეა სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების სრული კრახი და ოპერატიული ინფორმაციის გამოყენება პირადი და კლანური ინტერესებისთვის; ვრცლად »
SONY DSC

რატომ ნიშნავენ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთის საპატრიარქოებში თავიანთ ოფიციალურ წარმომადგენლებს და როგორ გამოაცხადა საქართველოს წმიდა სინოდმა რუსეთის იმპერიისა და რუსეთის ეკლესიის ქმედებები დანაშაულად

14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენელი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაინიშნა. ინფორმაციამ უსიამოვნო ნალექი დატოვა საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გულში (სავსებით ბუნებრივად) და მართლაც გააჩინა სსრკ-ს დროინდელი ცეკას მეორე მდივნის ასოციაცია, რომელსაც მოსკოვი ნიშნავდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა არც ჩვენმა თანამემამულე თეოლოგებმა და არათეოლოგებმა დაინანეს და ისეთი ამბავი შეიქნა, თითქოს რუსეთის ეკლესიამ აწ უკვე ქართული ეკლესიის ოკუპაცია მოახდინა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სტალინის მმართველობის პერიოდში, როდესაც რუსეთის პატრიარქის არჩევა გახდა საჭირო და ის აირჩიეს, რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოში მცხოვრებ რუს მრევლს მოუწოდა, რომ საქართველოს პატრირაქსა და ეკლესიას დამორჩილებოდნენ. იმის შესახებ, რას ნიშნავს წარმომადგენლების დანიშვნა, რა ფუნქცია აქვთ მათ და როდიდან მოქმედებს ეს პრაქტიკა, მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
მამუკა გიორგაძე: ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, რუსეთის ეკლესიამ საქართველოში გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომელიც იმსახურებს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში და პარალელურად, ექნება წარმომადგენლის სტატუსი. ვრცლად »

SONY DSC

„ჟორდანიას მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას ვერც შეძლებდა, რადგან ეროვნული სახელმწიფოს შექმნისთვის არ უბრძოლიათ“

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგნი დადებითად აფასებენ „სოციალ-დემოკრატების“ ნამოქმედარს, ზოგნი კი უწუნებენ არაეროვნულობას და იმას, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემქმნელნი კონსტანტინეპოლის გავლით პარიზში ემიგრაციაში გაიქცნენ, ხოლო ხალხი ბოლშევიკებს შეატოვეს. როგორია ამასთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების პოზიცია?! ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

მამუკა გიორგაძე: არც მე ვარ მაინცდამაინც აღფრთოვანებული „სოციალ-დემოკრატების“ ხელისუფლებით. მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს. პირდაპირ ვიტყვი, დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ეკლესიასთან, საქართველოს ეროვნულ იდეასთან მიმართებით. მარტო ილია ჭავჭავაძესთან მათი კამათი კმარა ამ პოზიციაში განსამტკიცებლად. ვრცლად »

mamuk

„ვარდების მოედანს“ სახელს უცვლიან და ავიწყდებათ, რომ თბილისის რამდენიმე ქუჩას ტირანი ბოლშევიკების სახელი ჰქვია“

„რესპუბლიკის მოედანს“ სახელის ხშირი ცვლილება დაებედა. 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2005 წლიდან მოყოლებული, ამ მოედანს „ვარდების რევოლუციის მოედანი“ ეწოდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ამ მოედნისთვის „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ სახელი დაებრუნებინათ, როგორც ეს იმთავითვე იყო, ოღონდ მაშინ ცოტა შეკვეცილი ფორმით მოიხსენიებოდა-„რესპუბლიკის მოედანი“. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ამ სურვილის განხორციელება კარგა ხნით გადაიდო. ვრცლად »

giorgadze-1

„რუსეთი სწორედ ის ქვეყანა იყო, რომელმაც ფაშისტურ გერმანიასთან ხელშეკრულება გააფორმა“

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ხშირად სპეკულაციისთვის იყენებენ და მცირე რაოდენობით დარჩენილი ვეტერანების ალალ გრძნობებზე თამაშობენ. როგორც წესი, სწორედ 9 მაისისთვის იწყება რუსეთიდან გააქტიურება – რუსი ბაიკერების „ღამის მგლების“ მიერ სხვადასხვა ქვეყნის დალაშქვრა და პრორუსულ განწყობებზე ნადირობა, გეორგიევსკის ლენტების ბუმი, რომლის მიბმასაც 9 მაისთან ცდილობენ… როგორც გეორგიევსკის ლენტების გამოყენების მოსურნეები გვარწმუნებენ, „ზა პაბედუ“-სწორედ ასეთი მედალი გამოუშვა სტალინმა და მას გეორგიევსკის ლენტი მიაბნია. თურმე ასეთივე ლენტი ჰქონდა ბოროდინოს ბრძოლის გმირს პეტრე ბაგრატიონს. ვრცლად »

პაატა

კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა გადაუდებელი აუცილებლობაა

პაატა კოღუაშვილი ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

 დღეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია. ფინანსური პრობლემების გამო, ხალხს არ შეუძლია ამ ტექნოლოგიების შეძენა. ქართველი ფერმერებისთვის არ არსებობს, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და პირუტყვის დაზღვევის სრულყოფილი სისტემა, ამიტომ ბუნებრივ კატასტროფებს თუ სხვა არახელსაყრელ გარემო პირობებსაც კი შეუძლია კოოპერატივების დანგრევა. ვრცლად »

gerbi

“სახალხო პარტიის” განცხადება

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოსაყალიბებელი და შესათანხმებელი გვაქვს სახელმწიფოებრივი   მდგრადობის  ძირითადი  პარამეტრები  და  ორიენტირები, რას უნდა  ეფუძნებოდეს ის და რა ღირებულებები უნდა განსაზღვრავდეს ჩვენი ცხოვრების წესს: გვინდა თუ არა შევქმნათ სახელმწიფო, როგორ საზოგადოებად  ვხედავთ საკუთარ თავს, ან როგორი გვინდა, რომ ვიყოთ? ვიქნებით კაცობრიობის  პარტნიორი ერი, თუ საბოლოოდ  დავკარგავთ  ჩვენს თვითმყოფადობას? გავხდებით  მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი, თუ კვლავ  დავრჩებით სხვისი ზრუნვის და, შესაბამისად, მის ინტერესების გამტარებლის როლში? ვრცლად »

Powered by WordPress