Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category

ბათუ

სახალხო პარტიის პოზიცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით

სახალხო პარტიის პოზიცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ✅ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია, ერთიანი საერო ამოცანის – ,,დარჩი სახლში” მოწოდების მიღმა, რატომაა უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. ✅უფრო მეტიც, ზოგ პროექტზე მუშაობა, საერთოდ ამოვარდნილია საგანგებო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შესაბამისი მორალიდან. ✅დღეს, საერთო ამოცანა უნდა აერთიანებდეს ყველას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თითოეული მოქალაქის ბედსა და ყოფაზე ზრუნვა და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ზაზა

გამოწვევა – სასურსათო უსაფრთხოება

სახელმწიფოს მდგრადობის და მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის უსაფრთხოება, რომლის არსიც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი – განმარტავდეს ინტერესებს, აყალიბებდეს ხედვას, განსაზღვრავდეს საფრთხეებს და ამ საფრთხეების რანგირებას, ადგენდეს უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. სამწუხაროდ, კორონაისტერიამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩინა პრობლემები სახელმწიფო უსაფრთხოებაში, მათ შორის მისი ერთ-ერთი მთავარი მდგენელის – სასურსათო უსაფრთხოების კუთხით,

mamuka777

ნაკლები ხარჯით მეტი პიარი

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე რთული საბჭოური აზროვნების შეცვლა აღმოჩნდა. ეს განსაუთრებით  კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ ისინი „ხალხზე ზრუნვის“ ლამაზი რიტორიკის მიღმა, ნახევარ ნაბიჯების გადადგმასა და პოპულისტურ მიდგომებს ვერ გასცდა. ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადის დაფინანსებასთან დაკავშირებით -  ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე [...]

მარო ბაღდავაძე

მარიკა ბაღდავაძე – მარო მაყაშვილის ღირსეული “მემკვიდრე”

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა  ცნობილი დისიდენტი, “სახალხო პარტიის” მთავარი კომიტეტის წევრი მარიამ (მარიკა ) ბაღდავაძე.   80 იანი წლების  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი მარიკა ბაღდავაძე  დისდენტურ მოძრაობაში ახალგაზრდა,17 წლის ასაკში  ჩაერთო.  რთულ გზას -  დაპატიმრებებს, რეპრესიებს ისე გაუძლო არ დაუწუწუნია, პირიქით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების, რეჟიმთან ბრძოლის, შეუპოვრობის და გაუტეხლობის მაგალითს [...]

მარო ბაღდავაძე

დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის ლეგენდა

გარდაიცვალა საბჭოთა სისტემისგან ერისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მრავალგზის დევნილი, გამორჩეული ქართველი დისიდენტი, პოლიტპატიმარი, სახალხო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი ქ-ნი მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე. მარიკა ბაღდავაძემ განვლო ძლიერი, უკომპრომისო და სამართლიანი ქალის უჩვეულო ცხოვრება. იგი 1978 წლის 14 აპრილიდან იყო ჩართული ქართულ დისიდენტურ მოძრაობაში და მის თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის [...]

giorgaze_26_maisii_

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ კვლავ აქტუალური გახადა პრობლემა, რომელიც ჩვენგან კომპლექსურ რეაგირებას საჭიროებს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ყოველი მკვლელობის, ადამიანთა გატაცების თუ სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამო საზოგადოება სხვადასხვა ფორმით გულწრფელ აღშოთებას გამოხატავს, ხელისუფლებები ვალმოხდილად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენეს საქმის კურსში და ვიშ-ვიშითა და ფატალური გარდუვალობის განცდით – მეტი რა შეგვიძლია -  მომდევნო ინციდენტამდე  ვიძირებით  ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

mamuk

გაგვაგებინეთ რაზეა ატეხილი ასეთი აჟიოტაში?!

ე.წ. ერთიანმა ოპოზიციამ  საარჩევნო სისტემის რეორგანიზების თავისი პროექტი  „წარმოადგინა“.  იგი  მისგანვე დაგმობილი ხელისუფლების მსგავსად მოიქცა. არც შეეცადა საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევას, მას ხელისუფლებასთან კულუარული შეთანხმება ურჩევნია და სურს თავი წარმოაჩინოს როგორც – ქართული ოპოზიციური აზრის ერთადერთ გამოხატულებად. წარდგენილი ვარიანტი არ გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი,  სრული სახით არც გამოქვეყნებულა (რაც ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს) და მხოლოდ, [...]

პაატა

არ დავუშვათ კოოპერატივების მარცხი

პაატა კოღუაშვილი,  სტუ   პროფესორი აგროეკონომიკია – მეცნიერებათა   დოქტორი          შენიშნები და წინადადებები კანონპროექტზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   კანონი სასოფლო-ამეურნეო კოოპერატივის შესახებ მიღებული იქნა 2013 წელს. მასში განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი ნორმები და სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, როგორც ამ პროცესის მაკოორდინირებელი და მაორგანიზებელი მთავარი უწყების დაარსება. აღნიშნული [...]

მამუკა აააა

რატომ ებრძოდა საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ნოე ჟორდანიას მთავრობით დაწყებული

უკვე მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ეკლესიაზე შეტევა პერმანენტული და ციკლურია. ამჯერად მორიგი ციკლია დაწყებული და მასში სასულიერო პირებიც იღებენ მონაწილეობას, ჟურნალისტებმა, ჩვეულებისამებრ, ტრადიციას არ უღალატეს და ცეცხლს, ცხადია, ნავთი დაასხეს. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებაც იმას განიხილავს, რა უთხრა არქიმანდრიტმა მომღერალს და რომელია უფრო უგვანი, რატომ ლაპარაკობს მეუფე ძველი ბიჭივით და რატომ მოითხოვენ, ძირითადად, ათეისტები პატრიარქის გადაყენებასა და [...]

SONY DSC

უმორჩილესი თხოვნა წმინდა სინოდის წევრებს

მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, მოკრძალებით მოგმართავთ საქართველოს ეკლესიის მრევლის წევრთა ჯგუფის სახელით. 10 ნოემბერს სატელევიზიო ინტერვიუს დროს მღვდელმსახურება შეჩერებულმა, მაგრამ ჯერ კიდევ მეუფე პეტრედ წოდებულმა  სასულიერო პირმა, მთლიანად ამხილა საკუთარი თავი -  ტელეეთერიდან ულევი სიცრუე, ბოღმა და ცილისწამება გადმოანთხია, რაც  ბოლო წვეთად იქცა ეკლესიის მრევლის მოთმინების ფიალაში. იგი  ყოფილ სემინარიელ მალხაზ სხილაძესთან (რომელიც თავის თავს [...]

Powered by WordPress