Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category

რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე – ქართული – რენესანსი

მეოცე  საუკუნე საქართველოს ისტორიაში სამნიშვნელო უღელტეხილით დაიწყო: – ისახება ქართული რენესანსი. ამ მოვლენის ”მტკიცება” ჯერჯერობით მეტად საძნელოა: ეხლახან მისი „შეგრძნობა” თუ შეიძლება მხოლოდ. გარნა, ისიც უნდა გვახსოვდეს ამავე დროს, რომ ასეთი მოვლენის ღრმა გრძნობა ხანდახან უფრო გულისხმიერია, ვიდრე მისი მშრალი მტკიცება. მისტიური სიმბოლო ქართული რენესანსის ჩასახვის წიწამურის ველია: ქართველმა მოჰკლა საქართველოს მძლავრი მხედარი, – ხოლო, [...]

ilia meore

პატრიარქობის 40 წელი

 ვულოცავთ საქართველოს მისი უწმინდესობის აღსაყდრების 40 წლისთავს ერის ლიდერი უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს იმ ერს თავი, რომელსაც უფალმა, ძნელბედობის ჟამს, ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის სიბრძნემ და წინდახედულობამ, ურთულეს პერიოდში, ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა მისი ავტორიტეტი, არათუ მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში, არამედ [...]

gerbi

კიდევ ერთხელ მიწის საკითხზე

კიდევ ერთხელ მიწის საკითხზე ღია წერილი საქართველოს  პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბატონებო,  2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური მონაცემებით თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიპოვა საქართველოს (კონტროლირებად ტერიტორიაზე)  ადგილობრივი თვითმმართველობის სრული ძალაუფლება. გილოცავთ ამ გამარჯვებას! გამარჯვების ბუნებრივ დადებით ემოციური ფონზე, იმ იმედით, რომ ეს მდგომარეობა კეთილად აისახება შემდგომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, კიდევ [...]

mamuka 22

ვინ შეუკვეთა სერიალი სახელწოდებით „ციანიდის საქმე“ და რა ანტიქართული გეგმის განხორციელებას უშლის ხელს საქართველოს ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესია

ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმისადმი“ მედიის ინტერესი არ ნელდება და თუმცა სასამართლო პროცესი თითქოს დახურულია, ინფორმაცია მაინც გამოდის და უფრო გააფთრდა კიდეც დაპირისპირება საქართველოს ეკლესიისადმი, იმდენადაც კი, რომ ერთ-ერთი პარტია, თვით ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიისასაც კი, მთავარ მიზნად ეკლესიის სახელმწიფოსგან ჩამოშორებას ასახელებს (რადგან, მათი მტკიცებით, თურმე, სწორედ ეს აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას). ამის პარალელურად, კვლავ აქტუალურია [...]

SONY DSC

საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით

ჩვენს რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილ რთულ, შეიძლება ითქვას, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ ვითარებაში საქართველოსთან მიმართებაში მრავალი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესი პროეცირდება. ბევრ მათგანს არ აწყობს მოედანზე არსებობდეს ძლიერი სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს გამოხატავს და წყვეტს მის წინაშე მდგარ ისტორიულმასშტაბიან ამოცანებსა თუ პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს. გამოცდილებით ვიცით, რომ ძნელბედობის ჟამს, როდესაც პოლიტიკური  და საზოგადოებრივი ძალები ვერ [...]

germanuli_modeli_

კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციის  ახალი  რედაქციის მიღება საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო წლების  რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც  გვყავდა ზუსტად იმდენი.  ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ  კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც  უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ [...]

38-1

ეროვნული თანხმობა საქართველოს მიწის გადარჩენის აუცილებელი პირობაა

საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს (ხალხი), როგორც კაცობრიობის ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის, თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის საერთო მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის. მიწის საკითხში ქართველი ერი ისტორიულად თვითგამორკვეულია, ვინაიდან ქართველმა ოდითგანვე იცოდა, რომ: 1. მიწა, ე.ი. [...]

38-1

დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 15.05.2017 ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით “რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?”. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ:

38-1

ხელისუფლების ახალი ინიციატივა სამშობლოს ღალატის ტოლფასია!

 ღია მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს,ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, თავმჯდომარევ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ კვლავ გადაუჭრელია ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსის – მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ რეგულირების ისეთ ძირითად პრობლემურ საკითხი, როგორიცაა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ამდროს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში მსვლელობა მიეცა ერთი [...]

gerbi

S O S ! სოციალური სახელმწიფო – ქართული ოცნების შენიღბული უპასუხისმგებლობა!

ქვეყნის კონსტიტუცია წარმოადგენს ფუძემდებლურ სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც უნდა ასახავდეს იმ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებსა და ნორმებს, რომელზეც დგას საზოგადოებრივი ცხოვრება. იგი განსაზღვრავს ქეეყნის სოციალური წესრიგის საფუძვლებს, ქმნის მოქალაქეების მიერ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.  მასში იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური და სოციალური ფუნქციის განხორციელება.   ამის უმთავრესი მიზეზი არის ის [...]

Powered by WordPress