ხელისუფლების ახალი ინიციატივა სამშობლოს ღალატის ტოლფასია!

38-1

 ღია მიმართვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს,ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი, თავმჯდომარევ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ კვლავ გადაუჭრელია ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსის – მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ რეგულირების ისეთ ძირითად პრობლემურ საკითხი, როგორიცაა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება.

ამდროს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში მსვლელობა მიეცა ერთი წლის წინ შეჩერებული კანონპროექტის – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – განხილვას. იმისათვის რომ ადგილი აღარ ჰქონდეს კიდევ ერთ მორიგ (მეთერთმეტე!) ცვლილებას მოცემულ კანონში, რომელიც ისედაც რამოდენიმე მუხლიღაა დარჩენილი, ჩვენი წინადადებაა –

1. შეჩერდეს ცვლილებების შეტანის საკითხი და პირველ რიგში გამყარდეს სახელმწიფოს უზენაესი კანონის-კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს მიწის საკუთრებით ურთიერთობებს უცხოელებთან მიმართებაში ისე, რომ საშუალება აღარ მიეცეს ისეთ დამოკიდებულებებს კანონების მიმართ, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიჩინა მიწის გასხვისებასთან მიმართებაში.

2. კანონისმიერი პირობები და შეზღუდვები განისაზღვროს საყოველთაო – სახალხო განხილვის (სულაც რეფერენდუმის) საფუძველზე – ვინაიდან, არ არსებობს სტანდარტული კრიტერიუმები იმის დასადგენად, თუ მიწაზე საკუთრების რეგულირების რომელი ფორმა შეესაბამება ქვეყნის საზოგადოების კეთილდღეობას, მის ინტერესებს – ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა რომელიმე ჯგუფის ან გუნდის, იქნება ეს სამთავრობო, მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა.

გასხვისების უფლებას საკუთრების გარანტირებულობის ბირთვად მიიჩნევენ, ამიტომ გასხვისების აკრძალვების ან/და მისი შეზღუდვების დასაბუთების საფუძველს მხოლოდ საზოგადოების ინტერესი უნდა შეადგენდეს; ხოლო,კანონმდებლისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანაა მოძებნოს ოპტიმალური თანაფარდობა საკუთრების პოლიტიზებასა და პიროვნების გარანტირებულობას შორის. კონსტიტუციაში რედაქციული ხასიათის ცვლილებაა საჭირო საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმის ერთმნიშველოვნად გაგებისათვის .საკუთრების უფლება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით: „ დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ მაგრამ, იგივე მუხლი ითვალისწინებს ამ საერთო წესიდან გამონაკლისებსაც:

1. „ საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელისაზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მაგრამ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით

2. საკუთრების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მაგრამ ასევე მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში ……..

“საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების უფლებას, მაგრამ არ იძლევა მის ცნებას. იგი მხოლოდ იმ პრინციპებს განსაზღვრავს, რომლებსაც ემყარება საკუთრება – გარანტირებულობა, შეზღუდვის შესაძლებლობა,მესაკუთრის ინტერესების დაცვა სასამართლოს მეშვეობით. ფაქტობრივდ, ეს არის იმ სივრცის განსაზღვრა, რომლის შიგნითაც კანონმდებელმა უნდა მოაწესრიგოს საკუთრების ურთიერთობები. საკუთრების ფარგლებს და მის კონკრეტულ შინაარსს ძირითადი კანონი – კონსტიტუცია არ განაზღვრავს, ეს მიმდინარე კანონმდებლის ამოცანაა, საკუთრების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების ფარგლების ხელყოფის გარეშე. აქედან გამომდინარე, მიმდინარე კანონმდებლისათვის მყარად უნდა იქნასჩამოყალიბებული ის ფარგლები, რომლიდანაც მას არ შეეძლოს გასვლა. 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები კი, მიწის მიმართ ბუნდოვნად ასახავენ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონმდებლის მიერგამოყენების ფარგლებს. ამიტომ, ნაცვლად ორჯერ გამეორებული სიტყვებისა„ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“, პირველი პუნქტი უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „ ქვეყნისათვის აუცილებელი საჭიროებიდანგამომდინარე“, რომელსაც უშუალოდ შეესაბამებაშეზღუდვა“; ხოლო „ჩამორთმევა“ ყველა შემთხვევისათვის შესაბამისობაში იქნება „ აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“. ამრიგად, ჯერ უნდა იქნას კონსტიტუციურად გარკვევით ჩამოყალიბდე სსაკუთრებასთან (მათ შორის მიწასთან) დაკავშირებული ნორმა, შემდეგ მის საფუძველზე მიღებულ იქნას სრულფასოვანი დარგობრივი კანონი – მიწის კოდექსი და ჩამოყალიბდეს ცივილიზებული სამოქალაქო ურთიერთობები მიწასთან დაკავშირებით. მიწის კოდექსით განსაზღვრულ მიწის რეგულაციებში გათვალისწინებულიუნდა იქნას რთული შემადგენლობის და სტრუქტურის მქონე მრავალი ფაქტორით – ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციულის, სოციალურ-ეკონომიკურის, ლანდშაფტურ-ეკოლოგიურის, პოლიტიკურის, ფსიქოლოგიურის და ა.შ. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული ადგილმდებარეობის განსაკუთრებულობით განსაზღვრული მიწის რეგულაციები. აქედან გამომდინარე, მიწის საკუთრების დაცვა კანონმდებლის მხრიდან, ჩვენ შემთხვევაში აუცილებელია ითვალისწინებდეს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვნად არ აზიანებდეს საკუთრების უფლებას. დღემდე მიწასთან დაკავშირებული კანონები ფრაგმენტულია და ხდება მათში გაუთავებელი ცვლილებები. განსაკუთრებით ბევრია ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. არსებული ცვლილებები(საკონსტიტუციო სასამართლოს ორჯერ განხორციელებული ცვლილებების ჩათვლით) გამოირჩევა ურთიერთგამომრიცხავი, ნონსესური დასაბუთებულობებით,შექმნილია სახელმწიფო პიარინნტერესების დასაცავად და არა საზოგადოების განვითარების სასარგებლოდ.იმავე გზის გაგრძელებას წარმოადგენს ზემოთხსენებული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიზეზი მოცემულია განმარტებით ბარათში, სადაც ნათქვამია, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლებისშეზღუდვის მიზანია მიწის, როგორც ამოწურვადი რესურსის, რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობის უზრუნველყოფა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება.“ ? ! აქ კომენტარის გაკეთებაც კი არ შეილება პოზიციის ნონსენსურობიდან გამომდინარე). (ა.ა) მიზნის შესახებნათქვამია:„ ა.ბ) კანონპროექტის მიზანი 2014 წლის 24 ივნისის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ “საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმა, რომლითაც უცხოელებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება.მორატორიუმის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების ამსახველი ისეთი დაბალანსებული მექანიზმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესის დაცვას და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მისაღებ პირობებს შეუქმნიდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის მსურველ უცხოელებს, რომლებიც, საამისოდ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვებდნენ ამ კატეგორიის მიწაზე საკუთრების უფლებას და მისი დამუშავებისა თუ ინვესტიციების განხორციელების გზით მონაწილეობას მიიღებდნენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“

და, რისი აღიარებაა ყოველივე ეს? – შეუსრულებლობის თუ შეუძლებლობის? პასუხი თვითონვე მოჰყავთ ცოტა ქვემოთ: „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემუშავებული კანონპროექტით უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობების განსაზღვრა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელმა 2014 წლის 30 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს:- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით;- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება და სხვ. “აღნიშნული არც ვალდებულების შესრულებაა და არც ეს ჩამონათვალი არ არის სრული მიწის კოდექსისათვის. რაც შეეხება თვით ცვლილებებს: „1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ:
ა) სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს,
ბ) უცხოელს, თუ ის აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:“……….კომენტირების ნაცვლად, კითხვა გვებადება კანონშემოქმედთან -საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საერთოდ საქართველოში არიან და რეგისტრირებულები, თუ….. რატომ მოხვდნენა) ქვეპუნქტში და არა ბ) -ში ? კანონმდებელი არ განმარტავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ქვეშ ვის გულისხმობს. სპეციალურ ლიტერატურაში ასეთად მიჩნეულია აზიის განვითარების ბანკი, არაბეთის სავალუტო ფონდი, ევრაზიის განვითარების ბანკი,საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ. ამ ინსტიტუტებზე გეგმავს კანოპროექტის ავტორები შეუზღუდავად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას? თუ საქართველოსი რეგისტრირებულ რომელიმე იურიდიულ პირზე, რომელსაც სათაურში ფორმალურად ექნება დასახელება „საერთაშორისო ფინანსური“ და სინამდვილეში იქნება რომელიღაც პირის თუ პირთა ჯგუფის ინტერესების გამტარებელი. როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი, „ ფინანსურ ორგანიზაციებზე“ სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვის დაშვება არ შეიძლება და საერთოდ, ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენაც კი, არათუ მისი მიღება, იქნება ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენთ ხელთ არსებული ყველა შესაძლებელი ძალისა და რესურსის გამოყენებით, წინ აღუდგეთ დასახელებული კანონპროექტის მიღებას, დააჩქაროთ მიწის კოდექსის მიღება დასაქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში ასახოთ შემოთავაზებულიცვლილება.

26-01-2017

          პატივისცემით,
პაატა კოღუაშვილი – პროფესორი,

ჯუმბერ ფანჩულიძე – პროფესორი,

ანზორ მესხიშვილი – პროფესორი,

მიხეილ ჯიბუტი – პროფესორი,

მამუკა გიორგაძე – პოლიტიკოსი,

ზაურ ნაჭყებია – პუბლიცისტი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress