დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან

38-1

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 15.05.2017

ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი,

ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით “რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?”. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ:

1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს მთელი მიწის გადასვლას უცხოელთა ხელში.

2. დღევანდელი საქართველო უკიდურესად ღატაკია. ოჯახთა ერთი მეექვსედი ვალით იკვებება. საქართველოში ჯერ კიდევ შიმშლით იღუპება ბავშვები. ამიტომ თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის წინაშე,გარდა საკვებით უზრუნველყოფისა,  დგას მრავალი  ცდუნება თავისი უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ტოტალურად გაყიდვისა (თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე მედიცინა საქართველოს მოსახლეობისათვის ფინანსურად მიუწვდომელია, აგრეთვე, მიუწვდომელია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული სრულფასოვანი განათლება და მრავალი სხვა რამ). მაქსიმუმ ორ თაობაში ყველა ქართველი ოჯახი იძულებული იქნება თავისი წევ¬რის გადასარჩენად გაყიდოს თავისი მიწა.

3. არის ზოგადი ინტერესი საქართველოს მეზობლებისა საქართველოს დემოგ¬რა-ფიული ათვისების მიმართულებით (საქართველოს სახელმწიფო არც ერთ მათგანთან კონკურენტუნარიანი არ არის).

4. არის რუსეთის სპეციალური (სტრატეგიული) ინტერესი საქართველოში მიწის მოპოვებისა და თავის მომხრე ეთნიკური ანკლავების შექმნის მიმართუ¬ლებით. მასთან მიმართებაშიც საქართველო არაკონკურენტუნარიანია.

მაშინვე დაგისახელეთ რამდენიმე ძირითადი მოტივი საქართველოს მმართველი ჯგუფების, მათ შორის _ ხელისუფლების დაინტერესებისა მიწის უცხოელებზე გაყიდვაში.

ყველა ჩამოთვლილი მოტივი კრიმინალურია. მათს განმეორებას წინამდებარე მიმართვაში ზედმეტად ვრაცხთ.

თქვენგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ თქვენ საჯაროდ გამოთქვით აზრი, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვას ჩვენს სახელმწიფოს აიძულებს ის (ალბათ იგულისხმება, სამწუხარო) გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს არსებულ კონსტიტუციას.

უცხოელებზე მთლიან გაყიდვისაგან თქვენი განცხადების შესახებ, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებას, მოგახსენებთ შემდეგს:

დღეს თქვენ შეგიძლიათ ცალსახად ამხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი და ამ სასამართლოს პლენუმის წევრები, როგორც მოქალაქენი, იმაში, რომ მათ მიერ ერთხმად მიღებული 2012 წლის 26 ივნისის  გადაწყვეტილება #3/1/512, რომელმაც დააკანონა შეზღუდვების მოხსნა უცხოელები-სათვის საქართველოს მიწის გაყიდვაზე არის შეგნებული და მიზანმიმართული გაყალბება კონსტიტუციის ფორმულირებათა აზრისა ერთის მხრივ კორუფციულ მიზანთა მქონე შინაგანი და გარეგანი ძალების სასარგებლოდ და მეორეს მხრივ საქართველოს მიმართ მტრულ გარეშე ძალთა სასარგებლოდ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ სრული სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალურად გ. პაპუაშვილის მხილებისა მის მიერ სახელმწიფოს ინტერესთა პირდაპირ ღალატში რუსეთის სასარგებლოდ სხვა, მიწასთან არდაკავშირებულ ეპიზოდში.

პლენუმის მიერ მიღებულ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მიზანმიმართული გაყალბების პუნქტები შემდეგია:

1. გადაწყვეტილება არის კრიმინალური, სახელდობრ, შეგნებულად ყალბი დებუ-ლებების მომცველი და ანტისახელმწიფოებრივი მიზნისკენ მიმართული. დოკუმენტის შემქმნელნი და მიმღებნი შეგნებულად ატყუებენ სახელმწიფოსა და მო¬სახლეობას, თითქოს კონსტიტუციის სიტყვები, `დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების, ან მემკვიდრეობით მიღების უფლების გაუქმება~ (მუხლი 21, #1) გულისხმობს კონკრეტული პირისათვის კონკრეტული მიწის წართმევას. ამ თემას ეს მუხლი არ ეხება. სინამდვილეში იგი კრძალავს მხოლოდ საკუთრების, როგორც კონსტიტუციური უფლების, მოხსნის საკანონმდებლო აქტს. აზრია: კონსტიტუციაში ამ მუხლის გაუქმება დაუშვებელია. ეს სიტყვები, `საკუთრების გაუქმება~ სწორედ ამ შინაარსით იხმარება დემოკრატიული განვითარების ზოგადი თემისადმი მიძღვნილ ურიცხვ თანამედროვე დოკუმენტებში.

ეს ყოვლად უსირცხვილო სიცრუე მხოლოდ იმიტომ შეიძლება გადიოდეს (და სადღეისოდ გადის) ჩვენს სახელმწიფოში, რომ საქართველის მიწის მთელი მასშტაბით მიტაცების დივერსიული გეგმა 2012 წელს, როცა ხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს, დივერსიული სახელმწიფო მანქანის პრიორიტეტულთა შორის პრიორიტეტული მიზანი (დავალება) იყო. სინამდვილეში ციტირებული ფორმულირება ნიშნავს მხოლოდ შემდეგს: საქართველოს კანონმდებლობაში საკუთრების უფლების ამოღება დაუშვებელია.

2. იგივე სუბიექტები შეგნებულად ატყუებენ იმავე აუდიტორიას (სახელმწიფოსა და საზოგადოებას), როცა უმალავენ, რომ საგნის იძულებითი გადაყვანა ინდივიდის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში (მუხლი 21, #3) არ არის საკუთრების წართმევა. წართმევა იგი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ახლავს ყოფილი მესაკუთრეებისათვის ადექვატური ფულადი კომპენსაციის გადახდა.

3. დაბოლოს, ყველაზე უსირცხვილო, ცინიკური ელემენტი პლენუმის გადაწ-ყვეტილებისა არის განცხადება, რომ იგი `ვერ ხედავს~ იმის `აუცილებელ საზოგა-დოებრივ საჭიროებას~ (მუხლი 21, #1), რომ დაიცვას საქართველოს მოსახლეობა, ერის მომავალი მისი მთავარი საარსებო ბაზის _ მიწის _ ტოტალურად გადასვლისაგან უცხოელთა საკუთრებაში. ამ ცინიკურ, ასე ვთქვათ, `თეორიულ~ დებულებას თან სდევს პრაქტიკული კრიმინალი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არ ცნო საჭიროდ ექსპერტიზის დანიშვნა იმ კითხვების საპასუხოდ, თუ რა არის, პერსპექტივაში, ამ მასობრივი პროცესის

_ ეკონომიკური

_ სტრატეგიული

_ სოციალური და

_ ფსიქოლოგიური

შედეგები. ეს ფაქტი ნათლად მოწმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სახით საქართველოში მოქმედებს კრიმინალური ჯგუფი, რომელიც, ფაქტობრივად, შეთქმულებაში იმყოფება საქართველოსა და მისი ყველაზე უფრო სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ. წინამდებარე მომართვა არის ჩვენი ცდა, რომ ამ ჯგუფისაგან საქართველოს დახსნის რაციონალური, ფაქტობრივი მასალების სიუხვით შემაგრებული გზა შემოგთავაზოთ და გირჩიოთ. თუ თქვენ ამ რჩევას უარყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე მიზნისათვის უფრო რაციონალური გზა გეგულებათ. ის, რომ თქვენ ასეთ გზას არ ასახელებთ, _ იმაზე შორს არ მიდიხართ, რომ სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას ახსენებთ, როგორც გადაულახავ დაბრკოლებას  მიწის სწორი კანონმდებლობითი განკარგვის საქმეში _ ლოგიკურად ნიშნავს, რომ თქვენ კაპიტულაციის, მტერთა შეთქმულებისათვის სრული დათმობის განწყობით ბრძანდებით.

სასამართლოს შემადგენლობაში მყოფ პიროვნებათა ეს დანაშაული მით უფრო მძიმეა, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო სა-შიშროების ფაქტი მოსამართლეებს უწყებული ჰქონდათ პროცესში მონაწილე სტუდენტური `მეგობართა ჯგუფის~ მიერ. იმავე შინაარსის დანაშაული აქვს იმ დროის პარლამენტს (თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი), რომელიც პროცესში მონაწილე იყო, როგორც მოპასუხე, და აღნიშნულ თემაზე ექსპერტიზა არ მოითხოვა.

რაც შეეხება თქვენს 11 მაისის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწის გაყიდვის გზა საქართველოში ყველა შემთხვევაში დარჩება, რადგან ბანკები, სადაც უცხოეთის კაპიტალს წამყვანი მდგომარეობა აქვს, თვითონ გაყიდიან მასში ჰიპო¬თეკის სახით ჩადებულ მიწებს, იგიც კაპიტულაციაა: თქვენ შეგიძლიათ და ვალდებული ბრძანდებით, რომ ბანკებსაც მიწის გაყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაუვრცელოთ.

თქვენი ეს განცხადება მრავალმხრივი, მათ შორის ფილოსოფიური (აქსიოლო-გიური) არაინფორმირებულობის შედეგია: ადამიანიც და ერთმანეთზე გენუინური (ნაღდი) ემოციური კავშირებით მიბმული ჯგუფი, ფსიქოლოგიურად, თავისი ღი-რებულებათა სისტემით ცხოვრობს. ყოველ ინდივიდს, სოციალურ ჯგუფსა და ფენას, პოლიტორგანიზაციასა და ინსტიტუტს, თავისი ღირებულებათა შკალა აქვს. სახელმწიფოს პირველი ღირებულებაა (და, შესაბამისად, ვალდებულებაა) ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის მარადიულყოფა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა, მოცემულ საზღვრებში მყოფი ქვეყნისა და პერსპექტიული (სიცოცხლის¬უნარიანი) ქვეყნისა. თავისი ბანკების ბედი ან ინტერესი და თუნდ მსოფლიოსთან კეთილი ურთიერთობის ინტერესი, მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებთან სიამტკბილობის ინტერესი თავისი ღირებულებით ამ პირველი ღირებულების უკან დგას, ვერც¬ერთი მას ვერ შეეტოქება. ამ მარტივი ჭეშმარიტების არცოდნა ზოგად¬მოქალაქეობრივი და პოლიტიკური არაკომპეტენციის (უმწიფარობის) სინონიმია. ამიტომაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერეს¬თა მიზანმიმართული ღალატის ბრალდების რიდით, დააკანონოს, რომ ბანკებსაც, ისევე როგორც ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს საერთოდ, მათ ხელთ აღმოჩენილი მიწის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მიჰყიდვის უფლება აქვს.

საქართველოს მიწა მისი სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მისი წიაღი და სხვა ბუნებრივი რესურსი და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები არის საქართველოს საარსებო ბაზა აწ და მარადის. ქართველი ერის ყოველი შვილის და საქართველოს ყველა მოქალაქის წმინდათა-წმინდა ვალია მომავალ თაობებს, დღეიდან უსასრულობამდე, საქართველოს ეს სიმდიდრე მისი არსებობის საფუძველი შეუნახოს შემცირების, ხარისხობრივი დაქვეითების, მასზე საქართველოს ხელისუფ¬ლების, ქართველი ერის და საქართველოს ყველა მოქალაქის კონტროლის საშუა¬ლებათა შესუსტების გარეშე.

ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები მთლიანად, საქართველოს მიწის მიმართ და თავისი შთამომავლობის მიმართ ვერცერთ ნაბიჯს, მიმართულს ზემოაღნიშნულ უფლებათა და მოვალეობათა შესუსტებისაკენ ვერ დაუშვებენ, თუ იგი არ იქნება მოტივირებული სტრატეგიული საჭიროებით და მოწონებული იქნება საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უმრავლესობით. უცხო მოქალაქეზე და უცხო ძალაზე _ რომელიმე სუბიექტისთვის ზოგადად _ საქართველოს მიწის გამოსაყენებლად მიშვება ჩვენის აზრით აუცილებლად უნდა გულისხმობდეს თავის ფორმად არა საკუთრებაში გადაცემას, არამედ გრძელვადიან (15-25 წლიან) იჯარას, რომელიც დატვირთული იქნება სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებებით.

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი, მამუკა გიორგაძე, მიხეილ ჯიბუტი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress