Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category

giorgadze-1

საზოგადოება მარგველაშვილის წინააღმდეგაა განწყობილი…

პოლიტიკოსმა მამუკა გიორგაძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე ისაუბრა და პრეზიდენტის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადრება. გიორგაძემ რამდენიმე მიზეზი ჩამოაყალიბა, თუ რატომ არ აქვს მარგველაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა.

SONY DSC

ღირსეული მთავარსარდალი მშვიდობიანობის დროსაც ღირსეულად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს

საქართველოს ახსოვს „მთავარსარდლები“: ედუარდ შევარდნაძე, რომლის სახელსაც აფხაზეთის დაკარგვა დაუკავშირდა, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც შიდა ქართლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგეთ. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი მთავარსარდლები არ ჰგავდნენ ისტორიულ ქართველ მთავარსარდლებს და მათი ფუნქცია მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვაში გამოიხატებოდა. მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია საკმაოდ მწვავეა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ნომინალურად მთავარსარდალი ერქმევა, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. კერძოდ, ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით [...]

giorgadze-1

რუსები ყოველთვის შეურაცხყოფას გვაყენებენ – ჩვენ რა გვრჩება, მივიდეთ და გავლახოთ „ღამის მგლები“?!

რუს ბაიკერებს საქართველო „უყვართ“, მაგრამ არ აპროტესტებენ, რომ მათი საყვარელი ქვეყანა ოკუპირებულია მათივე ფავორიტი პუტინის მიერ. ამ უცნაური სიყვარულის გამოსახატად ტურისტების ტყავში გადაცმული და საქართველოში ამ გზით შემოპარული „ღამის მგლები“ ვაკის პარკშიც მივიდნენ, უცნობი ჯარისკაცის საფლავიც ყვავილებით შეამკეს, ატირებულ ვეტერანებსაც უთანაგრძეს და ქართული საზოგადოების აგრესიაც იწვნიეს.

germanuli_modeli_

რატომ გააქტიურდნენ მოსკოვის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის საპატრიარქოები აფხაზეთის ეპარქიის მიმართულებით და ვინ უწყობს ხელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენმა ოკუპანტებმა ჩვენივე სეპარატისტების ხელდასხმით ბედიაში თვით ბაგრატ მესამის ფრესკაც დააზიანეს და ეკლესიის გუმბათიც იავარქმნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კი, საწრთვნელი პოლიგონისთვის მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიაც დაანგრიეს, წლევანდელი აღდგომა ფრიად ღვთისმოსავურად აღნიშნეს: აფხაზურმა მედია-საშუალებებმა გვაცნობეს, რომ აფხაზეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში (იმას აღარ დასძენენ, ვისი აშენებულია ეს ტაძრები) სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდაო. [...]

patrirqi

საქართველოს პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტის გამო

მამუკა გიორგაძე fact2.ge მთელი საქართველო შეძრწუნდა უწმინდესი პატრიარქის მოწამვლის ფაქტის აღკვეთის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადების შემდეგ –  ნუთუ არსებობს საქართველოში ადამიანი, სასულიერო პირი, რომელმაც შეიძლება ხელყოს ქვეყნის ყველაზე საყვარელი და ღვაწლმოსილი ადამიანის, ერის სულიერი მამის სიცოცხლე!  ნუთუ ასეთი ზნედაცემული და უმადური ხალხი ვართ!!!  ნუთუ  მეორდება საუკუნის წინანდელი ტრაგედია?! ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ზარზეიმით  გვაუწყეს  უდიდესი საფრთხის

giorgaze_26_maisii_

მამუკა გიორგაძე: ,,გაუგებარია, რატომ არის ხსენებული ნაბიჯი ერთადერთი სწორი, ვინ მისცა „ქართულ ოცნებას“ ერთადერთ სიმართლეზე და აბსოლუტური ჭეშმარიტების გამოხატვაზე მონოპოლია? ვითარებაში, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო სრულად ფლობს ინფორმაციას, ცხადია, რომ საუბარია მის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისაგან გასაიდუმლოებაზე”

საქართველოს ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის დადებულმა ხელშეკრულებამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მრავალი დასაფიქრებელი და შემაშფოთებელი ხარვეზი გამოააშკარავა. ნებსით თუ უნებლიედ ხელისუფლებამ თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ დაანახა ქართველ ხალხს თუ მსოფლიო საზოგადოებას.

gerbi

რატომ აცოცხლებდა და რისთვის სჭირდებოდა “ოცნებას” “ნაცმოძრაობა”

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა.

gerbi axali 1

ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილთა უნიათობა?

საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია – ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული. პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე – არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე მუშტების ბრაგუნით ცდილობს [...]

gerbi axali 1

საქართველო იმსახურებს სრულფასოვან ხელისუფლებას

ჩვენ ვართ ქართველ პატრიოტთა ჯერჯერობით არაფორმალური კავშირი, რომელთაც მიზნად გვაქვს ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის. ჩვენი კავშირი მოიცავს მხოლოდ ისეთ ადამიანებს, სრულწლოვნების ასაკიდან და ზევით, რომელნიც ნაბრძოლნი ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დაცვისათვის ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, ან, ასაკის შესაბამისად, თავს ამ ადამიანთა მორალურ მემკვიდრეებად ვრაცხთ. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში გამოგვყავს ჩვენი კავშირის წევრები ახალგაზრდობიდან [...]

gerbi axali 1

დანაშაულებრივი უმოქმედობა და ნორჩი ლენინელის იდეები

მოსაზრება “რეზონანსი” (06.08.2016) მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე ბ-ნ ვალერი კვარცხელიას პრორუსული გადაცემები “ობიექტივის” ეთერში და მათი შინაარსის თანდათანობითი ცვლის მიმართულება მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მზადდება ანტისახელმწიფოებრივი მასობრივი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. კვარაცხელია, რომელსაც ლენინიზმი ჯერ კიდევ ცოცხალ ბრძნულ “მოძღვრებად” მიაჩნია და ხალხთა საპყრობილის – საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული შემთხვევითობა ჰგონია, აშკარად [...]

Powered by WordPress