ადრეც მოგვწერეს ამერიკელმა კანონმდებლებმა, თუ ჭკუით არ მოიქცევით, კოვიდის მართვის დამსახურებულ ფულს არ მოგცემთო, ახლა კი, თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებთ, ეჭვქვეშ დადგება ჩვენი თქვენდამი მხარდაჭერაო. საბედნიეროდ, პროცესი მშვიდობიანად დასრულდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო საქართველოს პარლამენტმა და საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსი კმაყოფილია. პერიოდულად მახსენდება ხოლმე ლაზიკაში მომხდარი ამბავი, როდესაც ლაზიკის მეფე გუბაზი ბიზანტიელებმა მოაკვლევინეს, მაგრამ ჩვენმა იმჟამინდელმა, [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
რატომ ამარაგებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი საწინააღმდეგო არგუმენტებით
მამუკა გიროგაძე პოლიტიკაში ბრუნდება. „სახალხო პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და პოლიტიკური რეალობის შეცვლა სურს.
„სახალხო პარტია“, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოქმედებდა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. მიმაჩნია რომ ამ გარემოში, რაც ქვეყანაშია უნდა ჩაევერიოთ და შევცვალოთ, რამდენადაც ძალები გვეყოფა. არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავთ. მაჟორიტარობას რაც შეეხება, შევხედავ საბოლოოდ როგორი გუნდი შეიკვრება. გააჩნია ასევე საპარლამენტო არჩევნების წესს, როგორ განისაზღვრება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. რა რესურსი გვექნება ადამიანური, ფინანსური ამის მიხედვით [...]
მამუკა გიორგაძე – აღმაშფოთებელია სახალხო დამცველის განცხადება ნიკა ბასილაშვილის საქმეზე
ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკა ბასილაშვილის ირგვლივ შექმნილ არაორდინალურ სიტუაციას, ეხმაურება სახალხო პარტიის თავჯდომარე მამუკა გიორგაძე. “თბილისი პოსტი” უცვლელად გთავაზობთ მის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში. “ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ნიკა ბასილაშვილის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა. არ დადასტურებულ ქმედებაში „ეჭვმიტანა“, უკვე გახდა წარმატებული ქართველი ახალგაზრდის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის საფუძველი.
რატომ დგას მუდმივად პოლიტიკურ დღის წესრიგში ეკლესიაზე თავდასხმა და როგორ მოახერხა საპატრიარქომ გლობალურ წესრიგთან დაპირისპირება
კორონაპანდემიის ფონზე აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეკლესია მსოფლიო ახალ რეალობასთან დაპირისპირებული ერთადერთი ინსტიტუციაა. კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში არც ეკლესიის კლასტერი არსებობს და აღდგომის ლიტურგიაც მრევლთან ერთად ჩატარდა, ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უარი არ უთქვამს ზიარების საიდუმლოს წესის შეცვლაზე (აქვე შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიამ, იმას გარდა, რომ ეკლესიები დაკეტა, აღდგომა 26 მაისსაც გადაიტანა, თუმცა ვისი და [...]
ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელების მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ?“
წინასააღდგომო დღეებში ბევრი მორწმუნე დადგა არჩევანის წინაშე, რა არის ქრისტიანის მოვალეობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე – იზრუნოს სხვა ადამიანზე, ანუ ბიბლიურად რომ ვთქვათ, იზრუნოს მოყვასზე, თუ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის გარისკოს ეკლესიაში წასვლა და ზიარება?! უნდა დაირღვეს თუ არა კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს? ამის შესახებ For.ge „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.
“საქართველოს ეკლესიამ იმთავითვე დასვა მკაფიო აქცენტები. ყველაფერში ვემორჩილები ხელისუფლებას, კეისარს – კეისრისა, მაგრამ ღვთის დიდებას ვერ შევწყვეტ, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის დაცვა, მათი ჯანმრთელობა ამ ლოცვებზეც არის დამოკიდებული.”-მამუკა გიორგაძე
გამოიყენეს თუ არა მსოფლიოს დაინტერესებულმა ძალებმა კორონავირუსის პანდემია ღმერთის წინააღმდეგ საბრძოლველად და რატომ დაემთხვა ყველა კონფესიის მთავარ რელიგიურ დღესასწაულებს მოსახლეობის იზოლაცია. თითქოს კორონავირუსის პანდემია არ ეყოფოდა მსოფლიოს, მორიგ სამიზნედ რწმენაც იქცა. ისე მოხდა, რომ დედამიწის ლამის ყველა სალოცავი დაიკეტა: მექა დაცარიელდა, რომის პაპმა მარტომ ილოცა ვატიკანში, ცარიელ მოედანზე (რაც, ჩემი აზრით, უფრო დამთრგუნველი სანახაობა [...]
მარიკა ბაღდავაძე – მარო მაყაშვილის ღირსეული “მემკვიდრე”
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი დისიდენტი, “სახალხო პარტიის” მთავარი კომიტეტის წევრი მარიამ (მარიკა ) ბაღდავაძე. 80 იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი მარიკა ბაღდავაძე დისდენტურ მოძრაობაში ახალგაზრდა,17 წლის ასაკში ჩაერთო. რთულ გზას - დაპატიმრებებს, რეპრესიებს ისე გაუძლო არ დაუწუწუნია, პირიქით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების, რეჟიმთან ბრძოლის, შეუპოვრობის და გაუტეხლობის მაგალითს [...]
რატომ არის საქართველოს საზღვრის მიმდებარე მიწები გაყიდული კერძო პირებზე და რატომ შემცირდა 25 კილომეტრიდან 500 მეტრამდე საზღვრის პერიმეტრზე მიწაზე არსებული საგანგებო რეჟიმი
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაბამის კანონში შედის ცვლილება, რის თანახმადაც ეკლესია-მონასტრებს ზოგ ადგილას გადაეცემა მიმდებარე ტყის მასივები, არასამთავრობო სექტორიც ამოძრავდა და საქართველოში არსებულმა ზოგიერთმა კონფესიამაც გამოთქვა პროტესტი – არათანაბარ პირობებში ვართო. უნდა შევნიშნოთ ერთი უცნაური ტენდენცია – პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოელთა ნაწილი, რომლებიც კონკორდატს აპროტესტებენ, მიიჩნევენ, რომ
მარო მაყაშვილი – დიდება გმირებს
99 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, მე-11 წითელ არმიას ემსხვერპლა პირველი ქართველი ქალი, უნივერსიტეტის სტუდენტი, მოწყალების და – 19 წლის მარო მაყაშვილი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, მარო მაყაშვილის საპატივსაცემოდ ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის “დაისის” მთავარ გმირს მისი სახელი — მარო დაარქვა. ასეთ მოქალაქეების გმირობებზე დგას ნებისმიერი ქვეყანა. მარო [...]
მამუკა გიორგაძე – „ეკლესიასთან დაკავშირებული სკანდალები კიდევ გაგრძელდება“
„ქრონიკა +“ 18 -24.02.2020. 30 წელი ბელადის ლოდინი არანორმალურია საკმარისია, ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მოიმატოს, რომ იქვე, ეკლესიაში გორდება სკანდალი. ამჯერადაც ასე მოხდა _ მამა ანდრია სარიამ, რომელიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაახლოებული პირია, სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა. მამა ანდრია სარია ამბობს, რომ ერთ-ერთ ეპისკოპოსს სქესობრივი კავშირი ჰქონდა მონაზონთან და მას ბერმა შეუსწრო. ამის შესახებ [...]