მამუკა გიორგაძე – აღმაშფოთებელია სახალხო დამცველის განცხადება ნიკა ბასილაშვილის საქმეზე

mamuka777

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკა ბასილაშვილის ირგვლივ შექმნილ არაორდინალურ სიტუაციას, ეხმაურება სახალხო პარტიის თავჯდომარე მამუკა გიორგაძე. “თბილისი პოსტი” უცვლელად გთავაზობთ მის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში.

“ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ნიკა ბასილაშვილის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა. არ დადასტურებულ ქმედებაში „ეჭვმიტანა“, უკვე გახდა წარმატებული ქართველი ახალგაზრდის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის საფუძველი.

აღმაშფოთებელია, როცა სახალხო დამცველმა თავისი არაობიექტურობა გამოამჟღავნა და შეუსწავლელ საქმეზე წინსწრებით გააკეთა განცხადება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ეძებენ „ძალადობის მსხვერპლს“, რომ საკუთარი დივიდენდები გამოიმუშაონ.

პირადად მე, ნიკა ბასილაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი-ორჯერ საჯარო ღონისძიებებში მომიწია მასთან ერთად მონაწილეობა და იქ მყოფებზე ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, თავმდაბალი და მორიდებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ვიმედოვნებ, ამ წინააღმდეგობასაც ასეთივე მდგომარეობით დაძლევს.

 

05.25.2020  https://tbilisipost.ge/

მამუკა გიორგაძე”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

სახალხო დამცველმა კი სასამართლოს მიერ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, წინსწრებით გაავრცელა განცხადება სადაც, აღნიშნა, რომ ის მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულ ქალს.

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედია საშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომიდნარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress