“სახალხო პარტია” სამძიმარს უცხადებს უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახს და კიდევ ერთხელ უდასტურებს თავის თანადგომას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ყველა ერს და ადამიანს. პარტია განცხადებას ავრცელებს: -”ქართველმა ხალხმა იცის ამ ღირებულებების ფასი და მათი დაცვისთვის დაღუპულ ადამიანთა პატივისცემა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სახეზე გვაქვს მოცემულობა _ ზავით შენიღბული კაპიტულაცია, [...]
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
სახალხო პარტია:-”ხელისუფლებას გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება!”
“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს: 22-12-2014 “ივერიონი” -”როგორც ცნობილი გახდა ქარელის რაიონში გზის მშენებლობისას ხელისუფლებამ ჩაიდინა მორიგი ვანდალური აქტი – ძირფესვიანად მოთხარა 6 ათასი წლის წინანდელი შუმერულ კულტურაზე ადრინდელი ყორღანები და გაანადგურა იქ ჩამარხული არქეოლოგიური ნაშთები. ხელისუფლებამ, რომელიც საყდრისის შემთხვევაში აპელირებდა იქ დასაქმებულთა ბედზე, საავტომობილი გზის მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების კარიერის ტერიტორიის სამშენებლო კომპანიისთვის კანონიერად, [...]
“სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი, ივანიშვილმა გასცა ბრძანება და აფეთქებულ იქნა, მაგრამ მთავარია, რომ უცვლელია რუსი მეპატრონე”
“სახალხო პარტიის” თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიბუტმა საყდრისის თემასთან დაკავშირებით “ივერიონის” პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს. მათ მომხდარი მთავრობის მხრიდან ვანდალურ აქტად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. -”ჩვენ გავერთიანდით საყდრისის დასაცავად. ამ საქმეში ჩართულები ვართ იმ დღიდან, როცა გამოცხადდა საყდრისისათვის სტატუსის უძრავი ძეგლის [...]
“სახალხო პარტია”-”კიდევ როგორ ვენდოთ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ ხელისუფლებას! როგორ შევძლოთ მასთან თანამშრომლობა და თანაცხოვრებაც კი!”
საყდრისის ოქროს საბადოს აფეთქების გამო “სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს -”უძველესი ქართული მატერიალური კულტურის ფასდაუდებელი ძეგლის _ საყდრისის ოქროს საბადოს _ ბარბაროსული ნგრევა, ქართული და საკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. წინა და დღევანდელი ხელისუფლებების გააზრებული, თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, რუსი მფლობელებისა და ქართველი ჩინოვნიკების პირად ინტერესებს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში [...]
სახალხო პარტია – ხაჯინბას განცხადებასთან დაკავშირებით
ყოვლად მიუღებელია ექსპლუატაციის ხარჯებს და რუსეთში გატანილი დენის ფულს 20 წლის განმავლობაში იხდიდეს ჩვენი მოქალაქეები! ისტორია ცალსახად მეტყველებს, რომ ოკუპანტებთან და მათგან მხარდაჭერილ სეპარატისტებთან გაუაზრებელ დათმობებზე წასვლა და წინასწარვე კაპიტულანტურ პოზიციაზე ყოფნა, თუ მის სამსახურში არ დგახარ, თავიდანვე წამგებიანია. ,,სახალხო პარტია“ ამ მარტივ ჭეშმარიტებას შეახსენებდა მაშინდელ ხელისუფლებას და ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოუწოდებდა არ წასულიყო რუსეთთან და სეპარატისტებთან უარგუმენტო დათმობაზე და ,, ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტრო ენერგია არ ექცია [...]
“სახალხო პარტია”-”დროა, თაროზე შემოდებულ საქმეებს მიეცეს მსვლელობა”
“სახალხო პარტია” აღნიშნავს, რომ ცნობილი გახდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვანა შშ მთავრობის მიმართ იმ პირთა დასჯაზე, რომელთა ბრძანებითაც ხდებოდა ადამიანების წამება. -”აღნიშნული განცხადება გამოწვეული იყო აშშ-ს სენატის ანგარიშით, რომელშიც განხილული იყო მსგავსი ფაქტები. ამ მოხსენებას შეშფოთებით შეხვდნენ დიდ ბრიტანეთშიც.
“სახალხო პარტია” ფინანსთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს
“სახალხო პარტიის” თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს და მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. აღნიშნულ განცხადებას “ივერიონი” უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს სახალხო პარტიის თავჯომარის მამუკა გიორგაძის [...]
გზატკეცილის “დაღისტანი-კახეთი” აშენება პირდაპირი სახელმწიფო ღალატია
რეზონანსი (03.11.2014) 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში გაბატონებული ორივე გუნდის პოლიტიკა – შევარდნაძისაც და სააკაშვილისაც – ორი მთავარი ელემენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო საქართველოს ყოველმხრივი მიზანმიმართული ნგრევა რუსეთის დავალებით, მაგრამ “დასავლეთის” სახელით, რასაც “თანმხლებ პროდუქტად” დასავლეთისადმი სიძულვილის პროვოცირება ჰქონდა. მეორე იყო გზადაგზა, როგორც საქმე მოიტანდა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს სიმდიდრიდან და მისი სტრატეგიული პოზიციებიდან მსხვილ-მსხვილი ნაჭრების [...]
ერთ მაგალითს ხომ არ გვეტყოდით, როცა სახელმწიფოებრივმა ინტერესებმა თქვენი ჯიბის ინტერესები გადასძალა?
,,სახალხო პარტია” ხუდონჰესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. როგორც ცნობილია, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია. საკითხს ამწვავებს ისიც, რომ ამ ჰესის მშენებლობის უფლება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას - “ტრანსელექტრიკს” ჰქონდა, რომელმაც ვერა და ვერ განუმარტა ქართულ საზოგადოებასა და ადგილობრივ მოსახლეობა, თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული ქვეყნისა და მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნები.
ჯაფარიძის პოზიცია კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს წინა ხელისუფლების რუსეთთან ვალდებულებებზე
“სახალხო პარტიის” ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით ,,სახალხო პარტიას” ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ,,ხუდონჰესის” მშენებლობა იყო წინა ხელისუფლების რუსეთთან გარიგება. “აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს და წარვუდგინეთ ამ ეჭვის დამადასტურებელი არგუმენტები. მალევე ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადებები, ჯერ ინდოელი ინვესტორებისადმი მათი ფირმის და დაინტერესებული პირების სრული მონაცემების მოთხოვნაზე და შემდეგ ,,ხუდონჰესის”საკუთარი ძალებით შენების შესახებ. ამ უკანასკნელს [...]