Archive for June, 2016

ჯემალი

წინასაარჩევნო სატყუარები საზოგადოებისთვის

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელმა  პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს თავის მართლება ამომრჩეველთა წინაშე და სხვისკენ თითის გაშვერა ქვეყანაში დაკანონებული უსამართლობის  გამო. წინასაარჩევნოდ ხომ თავი უნდა წარუდგინონ ამომრჩევლებს, როგორც „პოზიტიურმა წარმონაქმნებმა“. ორიოდე დღის წინ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა, ქართულ საზოგადოებას განუცხადა: რესპუბლიკელები არასოდეს ვყოფილვართ კოჰაბიტაციის მომხრე და „ოცნება“ რატომღაც ჩვენ გვაბრალებსო.

germanuli_modeli_

“ქართულ ოცნებაში” ნახევარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია”

“გარკვეულ ძალებს უნდათ, მთელი საზოგადოება დრამატულ სპექტაკლებში ჩართონ” ახალი თაობა #127 31.05.2016 მარიამ მჭედლიშვილი ბოლო დროს საქართველოს პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება. ზოგიერთი ინციდენტი და ფაქტი სკანდალური და ხმაურიანია. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე. _ დღეს ძალიან თვალსაჩინო გახდა ის ფაქტი რაც 5 ან 15 წლის წინ ხალხისთვის დაფარული იყო და რაზეც სულ რამდენმე კაცი ვსაუბრობდით. [...]

jibuti

ივანიშვილის წერილმაც დაამტკიცა, რომ საქართველოს არც „ნაცები“და არც „ქოცები“ არ უნდა მართავდნენ!

2016 წლის 30 მაისს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირებული წერილი დაპირებულ დროზე გვიან გამოაქვეყნა, მე და ჩემი ორი მეგობარი, მეგობრის მამის პანაშვიდზე შევხვდით ერთმანეთს. ტექსტი ყველას გვქონდა წაკითხული. პანაშვიდის შემდეგ ცოტა ხნით ჩამოვჯექით და ამბები მივიკითხ-მოვიკითხეთ. ბუნებრივია, ჯერი ივანიშვილის წერილზეც მიდგა. საინტერესო ეს ყველაფერი იმდენადაა, რამდენადაც ჩვენს შორის ერთი სააკაშვილის და მისი გუნდის მომხრეა, მეორე - ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“მხარდამჭერი, ხოლო, მე ვთვლი, რომ ნაცებიც და [...]

Powered by WordPress