პაატა კოღუაშვილი, სტუ პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე, ქსუ პროფესორი საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცო¬ბრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი არსებობა-განვითარებისათვის, საზოგადოებრივი აღმშენებლო- ბისათვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.
Archive for October 9th, 2015
საარჩევნო სისტემა სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს!
„ქართული პალტფორმის“ განცხადება მიუხედავად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, დღემდე გაურკვეველია, როგორი საარჩევნო სისტემით აპირებს მის ჩატარებას კოალიცია „ქართული ოცნება“. ნიშანდობლივია ისიც, რომ ისევ აქილევსის ქუსლად რჩება საარჩევნო სიების დაზუსტება-მოწესრიგების პრობლემაც, რაც მმართველ ძალას არჩევნების ტოტალურად გაყალბების საშუალებას აძლევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: სახელმწიფო სტატისტიკა დღემდე „ამუშავებს“ 2014 წლის ნოემბრის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, რაც [...]
აჭარის დედა-სამშობლოში დაბრუნებისთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის გახსნის გამო
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ჯიბუტი სამშობლოს დაცვა ადამიანის წმინდა მოვალეობათა რიცხვს ეკუთვნის. სამშობლო, ანუ თავისი ერის სახელის მატარებელი ქვეყანა, რომელშიც ხორციელდება და უნდა ხორციელდებოდეს ამ ერის მარადიული თავდამკვიდრება, როგორც წარსული და მომავალი ისტორიის პრინციპულად თანასწორუფლებიანი სუბიექტისა და როგორც კაცობრიობის ერთობლივი სადღეისო სისტემის მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტისა, ადამიანისათვის ერთ-ერთი ე.წ. აბსოლუტური, ანუ [...]