XX-ე საუკუნეში პროტესტანტული აღმსარებლობის ევროპულ ქვეყნებში, კარლ მარქსის ნაშრომების გავლენით მსოფლიოში გავრცელდა სოციალიზმის იდეები. ძმობა-მეგობრობის იდეოლოგია ითვალისწინებდა სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას, სრულ სახალხო მმართველობას, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია, გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება. ევროპელმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა უარის თქვეს რევოლუციურ სოციალიზმსა და კლასთა ბრძოლის იდეებზე და დაიკავეს უფრო ზომიერი პოზიცია, რაც ითვალისწინებდა სოციალიზმის დამყარებას პოლიტიკური რეფორმების მეშვეობით.
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
XX ს. ქრიატიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების განმსაზღვრელი პირობები
პაპზე მეტი კათოლიკობა დამღუპველია
დიდი ვნებათაღელვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობისას არ წყდება. საკითხი უკვე გასცდა წმინდა რელიგიურ ჩარჩოებს და პოლიტიკურ პრიზმაში აღიქმება. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალისტურ მოძრაობას სოლიდარობას ვუცხადებდით საბჭოთა ათეისტური სისტემის ზეობის დროს (ზოგიერთმა დღეს გააქტიურებულმა მაშინ ეკლესიისკენ გზაც არ იცოდა, ზოგი სად იყო ღმერთმა უწყის (და ჩვენც!). პირადად მიგვიღია მონაწილეობა აქციებში კიევსა თუ ლვოვში ამ მოძრაობის ლიდერის მიტროპოლიტ [...]
სახელმწიფო, ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება – პრობლემები და პერსპექტივები
თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართველი ერის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე. დასახული მიზნის პირველი ეტაპი განხორციელდა – საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი გაეროს წევრი ქვეყანა. ამჟამად ქართული საზოგადოების წინაშე მორიგი საპასუხისმგებლო ამოცანა დგას – გამოიჩინოს მტკიცე ნება პოლიტიკურ პროცესებში – საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ქმედითი და ეფექტური [...]
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს !
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
„ჟორდანიას მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას ვერც შეძლებდა, რადგან ეროვნული სახელმწიფოს შექმნისთვის არ უბრძოლიათ“
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგნი დადებითად აფასებენ „სოციალ-დემოკრატების“ ნამოქმედარს, ზოგნი კი უწუნებენ არაეროვნულობას და იმას, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემქმნელნი კონსტანტინეპოლის გავლით პარიზში ემიგრაციაში გაიქცნენ, ხოლო ხალხი ბოლშევიკებს შეატოვეს. როგორია ამასთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების პოზიცია?! ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. მამუკა გიორგაძე: არც მე ვარ მაინცდამაინც აღფრთოვანებული „სოციალ-დემოკრატების“ ხელისუფლებით. მათ [...]
კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა გადაუდებელი აუცილებლობაა
პაატა კოღუაშვილი ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი დღეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია. ფინანსური პრობლემების გამო, ხალხს არ შეუძლია ამ ტექნოლოგიების შეძენა. ქართველი ფერმერებისთვის არ არსებობს, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და პირუტყვის დაზღვევის სრულყოფილი სისტემა, ამიტომ ბუნებრივ კატასტროფებს თუ სხვა არახელსაყრელ გარემო პირობებსაც კი შეუძლია კოოპერატივების დანგრევა.
ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს
პანკისის ხეობის ქართველების უახლოესად მონათესავე კავკასიური მოდგმის მოსახლეობისა და ავტოქტონი ქართველების 200-წლიანი თანაცხოვრება იშვიათი მაგალითია ორი ხალხის ინტეგრაციისა ასიმილაციის გარეშე. სახეზე გვაქვს პრაქტიკული ერთობა საკუთარი იდენტობის, საკუთარი ენისა და კულტურის შელახვის გარეშე, საკუთარი ერის, ეროვნული ცნობიერებისა და ცხოვრების საკუთარი წესის დაზარალების გარეშე. ძნელად საპოვნია სხვა მაგალითი მოსულთა მიერ ადგილობრივი ენის სრულყოფილი ათვისებისა , ისევე როგორც ორი [...]
ნიკა გვარამიას თავხედური შანტაჟი პირდაპირი ეთერით!
საქართველოს საპატრიარქომ მიმდინარე წლის 14 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო: „იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“. მეორე დღეს მის უწმინდესობასთან შეხვედრა ითხოვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, შეთავსებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლაგამოჩენილმა „მოხალისე ვექილმა“. [...]
ჩრდილოეთის როლი საქართველოს საგარეო მდგომარეობაში უწინ და დღეს
დ. ვაჩნაძე. სამშობლო #17-18 10 1935 პარიზი `უძველესი დროიდგან მოყოლებული საქართველოს იმიერ კავკასიაში მცხოვრებ ერებთან ჰქონდა დამოკიდებულება და ხშირად კავშირიც, არა ერთხელ იბერიის მეფეს თავის მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად ისინი გამოუყვანია და მათთვის მიუსევია. ასე მოიქცა, მაგალითად, ფარსმანი (395-404 წ. ქრ. შ. შ.), რომელსაც ე.წ. `თეთრი ჰუნნები~ (ამ სახელით იმ დროს იყვნენ ცნობილნი ჩრდილო კავ-ლნი) გამოუყვანია და [...]
არემჯი გოლდი – საქართველოს მიწის ძარცვა საქართველოს ხელისუფლების თანხმობით.
გარკვეული პერიოდულობით, ავადსახსენებელი „არემჯი გოლდის“ ირგვლივ, ქართულ ოქროს დახარბებულ ინტერესთა ჯგუფების „ციებ-ცხელების“ კამპანია იფეთქებს ხოლმე და დღესაც ამ პროცესის მოწმე ხდება ქართული საზოგადოება. „ციებ-ცხელების“ პერიოდულობა დროში და სივრცეში ყოველთვის ემთხვევა საქართველოს ხელისუფლებაში გავლენის სხვადასხვა ჯგუფების გაძლიერებას და ახალი სამთავრობო ვერტიკალის შექმნის პროცესებს. მაშინაც, როდესაც მოქალაქეთა კავშირი ჩაანაცვლა ნაციონალურმა მოძრაობამ და მას შემდეგაც, რაც ქართული ოცნება [...]