ქართული ოცნების ხელისუფლებამ მორიგი შემაშფოთებელი და სახელმწიფო ინტერესებისთვის საშიში ნაბიჯი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. როგორც ცნობილია, აქამდე ქართული მხარე გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ახალი ხელშეკრულებით საქართველო სომხეთში
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
“გაზპრომთან” საზოგადოების ზურგსუკან მოლაპარაკებების პრაქტიკა საშიშია
ქართული ტელევიზიების ანტიეკლესიურ გამოხდომებთან დაკავშირებით
25 დეკემბერს შესრულდა უწმიდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელი სიხარულით ეგებება ამ თარიღს, ფიქრობს როგორ აღნიშნოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა შესაბამისი პატივითა და ღირსებით. ქართული ტელევიზიებში კი შეჯიბრია გამოცხადებული რომელი უფრო მეტად ატკენს გულს ამ ღვაწლმოსილ ადამიანს და რომელი უფრო მეტად შეურაცხყოფს ეკლესიას, სასულიერო პირებსა თუ მრევლს. [...]
მზადდება სახელმწიფო დანაშაული – საქართველოს მიწა განსაცდელშია
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. Aამის განსჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, [...]
მიწის კოდექსის მიღების აუცილებლობის შესახებ
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს შექმნის უპირველესი პირობაა ტერიტორიული იდენტობა, ხოლო სახელმწიფოს ტიპზე, მის სიძლიერეზე მეტყველებს, თუ ეს ტერიტორია როგორ იმართება და რამდენად დაცულია კანონის მიერ. ეს მდგომარეობა ავალდებულებს სახელმწიფოს დაარსოს ქვეყნის მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების (რეგულირება) მთელი სისტემა. ამ სისტემის შესაქმნელად: სახელმწიფოს მოვალეობაა – [...]
მოსაზრებები არჩევნების მეორე ტურის წინ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მთლიანად გააშიშვლა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ხასიათი (სხვა პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის ნებსითი თუ უნებლიე თანამონაწილეობით), რომლის დაფარვას ორივე მხარე დიდი მონდომებით ცდილობდა. ტანდემმა მოახერხა საერთაშორსო თანამეგობრობისა და საქართველოს მოსახლეობის ჩათრევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მეტად საშიშ ტრაგიკომიკურ ფარსში, რომელსაც, რატომღაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაერქვა.
„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები – I ნაწილი
საამაყო წარსულიდან – ღირსეული მომავლისკენ (სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის) სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ ბუნების კანონები “დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე” “გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ [...]
დანაშაულებრივი უმოქმედობა და ნორჩი ლენინელის იდეები
მოსაზრება “რეზონანსი” (06.08.2016) მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე ბ-ნ ვალერი კვარცხელიას პრორუსული გადაცემები “ობიექტივის” ეთერში და მათი შინაარსის თანდათანობითი ცვლის მიმართულება მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მზადდება ანტისახელმწიფოებრივი მასობრივი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. კვარაცხელია, რომელსაც ლენინიზმი ჯერ კიდევ ცოცხალ ბრძნულ “მოძღვრებად” მიაჩნია და ხალხთა საპყრობილის – საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული შემთხვევითობა ჰგონია, აშკარად [...]
რა საიდულოს ახადა ფარდა “შეწყალებულმა ბრალდებულმა” თემურ ხაჩიშვილმა
2016 წლის 17 ივნისს ტვ “პირველის” ეთერით გიორგი ჭანტურიას მკვლელობაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა:“2002 წელს საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი”. ეს ინფორმაცია უცნობი იყო გიორგი ჭანტურიას თანამებრძლობისთვის, რადგან მათ საქართველოს პროკურატურას რამოდენჯერმე მიმართეს, სადაც ითხოვდნენ გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას. [...]
ხელისუფლება ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს
ახალი თაობა 16.06.2016 მარიამ მჭედლიშვილი სახალხო პარტიის ლიერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პროცედურები ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს შეგნებულად დაირღვა. მამუკა გიორგაძე: ვანო მერაბიშვილის დაკავებისას პროცედურები სპეციალურად დაირღვა. პროცედურებს ჩვენში არ ექცევა ყურადღება, თორემ ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ [...]
ათონელი ბერი ერმოლაოსი: „დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?“
ჩემო საყვარელო მეგობრებო! თითქმის წელიწადია, რაც ჩემი ფეისბუკის გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ როდისმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე [...]