უფალს მადლობას უნდა სწირავდეს, სიამაყით ივსებოდეს და ბედნიერად მიაჩნდეს თავი იმ ერს, რომელსაც უფალმა ძნელბედობის ჟამს ბრძენი, დამთმენი და კაცთმოყვარე პატრიარქი მომადლა. ეკლესიის წინამძღოლი, რომლის აზროვნების დიაპაზონის სიდიდემ, მოვლენების შეფასების სიზუსტემ და ერის ცხოვრების კრიტიკულ მონაკვეთებში აქტიურმა მონაწილეობამ ურთულეს პერიოდში ბეწვის ხიდზე გამოატარა საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი. მან განკუთვნილ სიმაღლეზე აიყვანა ეკლესიის ავტორიტეტი არა [...]
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
როგორ დაკარგა თურქეთმა თავისი ისტორიული ფუნქცია, რის გამოც დამეგობრდა რუსეთთან და ირანთან და რატომ ცდილობს რუსეთი, გამოთიშოს საქართველო გლობალური თამაშიდან
ჟურნალი “თბილისელები” ნინო ხაჩიძე 04/10/2019 ანკარაში უკვე მერამდენედ შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები, კვლავ სირიაზე ისაუბრეს და ერთობლივი დოკუმენტიც მიიღეს, რომლის პათოსიც შემდეგნაირია: მხარი დაუჭირონ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, არ დაუშვან სეპარატიზმის ზეობა, გაეროს პრინციპების თანახმად და ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას ახლო აღმოსავლეთში. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა თავადაც აღიარა ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონი, აღიარების პოლიტიკის სხვა [...]
ცოდვას ადამიანის ჩვეულებრივ მდგომარეობად ვერ ვაღიარებთ!
ნოდარ ნათაძე, მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, საქართველოს საზოგადოებას მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ერთი ასპექტის შესახებ და იმ საშვილიშვილო უბედურების შესახებ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის შეგნებული ან შეუგნებელი მტრები გვიმზადებენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს განვითარების ჰუმანისტური პროცესი, რომლის რიგითი მონაწილენი ჩვენც, ქართველი პატრიოტები და ადამიანის ადამიანურ უფლებათა (Human Rights) [...]
სამყაროში ყველაფერი მეორდება!
საინტერესო ისიცაა, რომ 23 წლის შემდეგ ხელისუფლება იგივეს იმეორებს და ,,სახალხო პარტიას” სხვებისგან განსხვავებით ღირებულებები არ შეუცვლია. ინტერნეტმა 23 წლის წინანდელი მოვლენა გაგვახსენა. სახელმწიფო ვართ თუ გუბერნია? გაზეთი შანსი #33 დეკემბერი 1996 ჟურნალისტი – ეკა გაგუა. `მსგავსი შეურაცხყოფა, ასე პირდაპირ კარგა ხანია ჩვენთვის არავის მოუყენებია.
მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს: – მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა
მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს.
ღია წერილი აზერბაიჯანელ მეგობრებს
ქრისტიანობამდელი, ადრეული შუა საუკუნეების, შუა საუკუნეებისა და ყქ|-ყქ|| საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლი გარეჯის უდაბნო დღეს ქართველი მლოცველებისთვის, ტურისტებისა და დიპლომატებისთვის მიუღწევადია. მას დარაჯობს აზერბაიჯანის მესაზღვრეთა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, გზას გაათავისუფლებს 5 მაისამდე (თამარ მეფის სულ 4 ფრესკული პორტრეტი არსებობს: ვარძიაში, ყინწვისში, ბეთანიასა და გარეჯის უდაბნოში – ბერთუბნის ლავრაში. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩვენ გვიკეტავენ [...]
კიდევ ერთხელ, აფხაზეთისათვის ელექტრონერგიის მიწოდების შესახებ
,,სახალხო პარტიამ“ 25 წლის განმავლობაში არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გაესაჯაროებინა გასაიდუმლოებული კაბალური შეთანხმება აფხაზეთის ელქტრომომარაგების შესახებ და შეეცვალა არსებული დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც, ფაქტობრივად, ომში დამარცხებულის ხარკს წარმოადგენს.
ჩამოვყალიბდეთ – საბჭოთა პროდუქტი ვართ თუ ისტორიულ მემკვიდრეობას ვეყრდნობით
დღეს საქართველო კვლავ დგას დამღუპველი მოცემულობის წინაშე: – ქვეყანაში არსებული მონოპოლიზირებული პოლიტიკური სივრცე და მისი უზრუნველყოფა მძაფრი (მონაწილეთათვის დრამატული) ხელოვნური პოლიტიკური სპექტაკლებითა და ფსევდობრძოლის იმიტაცია „შუას გაკრეფის“ ფილოსოფიის თეორიულ ბაზისზე დაყრდნობით. ჩვენს მიერ, დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ უკვე არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში, სახელმწიფოსთვის ამ საშიში სივრცის ჯანსაღი და კონკურენტული გარემოთი შეცვლის აუცილებლობა.
ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ტრაგი-კომიკური სპექტაკლის საფარქვეშ
გრძელდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აღვირახსნილი კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაცია, სამღვდელოებასა და მრევლს შორის ბზარის გაჩენა, საზოგადოებისა და ეკლესიის დაპირისპირება. რაც დრო გადის კიდევ უფრო ხშირდება ტყუილი, ლანძღვა, ბეზღობა, შანტაჟის მცდელობები. სიტუაცია გამოდის რეალისტური ჩარჩოებიდან და სულ უფრო ემსგავსება ერთიანი ანტისახელმწიფოებრივი სპეც- ოპერაციის მრავალმოქმედებიან აბსურდის თეატრს, სადაც, ბოლო პერიოდში, [...]
გათითოკაცებული ინდივიდების სიმრავლიდან ერთიანი კრებულისკენ
დამოუკიდებელი, თავისუფალი, თვითკმარი და თვითმართვადი სამოქალაქო სივრცე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდგრადი განვითარებისა და კონკრეტული პიროვნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი და საფუძველია. სწორედ ამ სივრცის სულისკვეთება განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას. ერისა და სახელმწიფოს აწმყო და მომავალი, საგარეო ფაქტორებთან ერთად, მის შინაგან სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ეს გარემოება კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიისთვის, ვინაიდან იგი მუდამ იყო არა მარტო რელიგიურ–აღმსარებლობითი [...]