ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე აქტუალობას არ კარგავს და სხვადასხვა დროს ჩვენი საზოგადოების მიერ მეტ-ნაკლები პოლიტიკური სიმწვავით განხილვის საგანი ხდება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად დაგვანახა, რომ ანაკლიის პორტის ირგვლივ, ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა, ის ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ ხაზად აქცია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოების მთელ რიგ ასპექტებს.
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
სახალხო პარტიის განცხადება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ქ-ნ ანგელა მერკელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰუბერტ კნირშს
—08/01— ”-27-” აგვისტო 2019 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ქ-ნ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰუბერტ კნირშს საქართველოში, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ – აფხაზეთში, 2019 წ. 25 აგვისტოს არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი უკანონო და პროვოკაციული ქმედებაა, რომლის შემოქმედიც ოკუპანტი რუსეთის [...]
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით სახალხო პარტია განცხადებას ავრცელებს
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „შუაგაკრეფის“ პოლიტიკამ საბოლოო მარცხი განიცადა და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა: ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმისგან საქართველოს “განთავისუფლების” ექვსი წლის თავზე ნაცების კანდიდატმა უფრო მეტი ხმა აიღო ვიდრე 2012 წელს, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში. მთელი პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურად დისკრედიტირებული ძალის რეანიმაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის მართვის სტილს ეკისრება.
“სახალხო პარტიის” განცხადება
ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოსაყალიბებელი და შესათანხმებელი გვაქვს სახელმწიფოებრივი მდგრადობის ძირითადი პარამეტრები და ორიენტირები, რას უნდა ეფუძნებოდეს ის და რა ღირებულებები უნდა განსაზღვრავდეს ჩვენი ცხოვრების წესს: გვინდა თუ არა შევქმნათ სახელმწიფო, როგორ საზოგადოებად ვხედავთ საკუთარ თავს, ან როგორი გვინდა, რომ ვიყოთ? ვიქნებით კაცობრიობის პარტნიორი ერი, თუ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს [...]
ოკუპანტის თანამზრახველობა გონივრულ ნაბიჯად ვერ გასაღდება
სამი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ დააკავა და შემდეგ ციხეში წამებით მოკლა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. დღემდე ვერ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება. მარიონეტულმა რეჟიმმა და მისმა მფარველებმა კიდევ ერთხელ გაამჟღავნეს საკუთარი ნაცისტური ბუნება. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მისი ნაწამები გვამის გადამალვა არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის [...]
არემჯი გოლდი – საქართველოს მიწის ძარცვა საქართველოს ხელისუფლების თანხმობით.
გარკვეული პერიოდულობით, ავადსახსენებელი „არემჯი გოლდის“ ირგვლივ, ქართულ ოქროს დახარბებულ ინტერესთა ჯგუფების „ციებ-ცხელების“ კამპანია იფეთქებს ხოლმე და დღესაც ამ პროცესის მოწმე ხდება ქართული საზოგადოება. „ციებ-ცხელების“ პერიოდულობა დროში და სივრცეში ყოველთვის ემთხვევა საქართველოს ხელისუფლებაში გავლენის სხვადასხვა ჯგუფების გაძლიერებას და ახალი სამთავრობო ვერტიკალის შექმნის პროცესებს. მაშინაც, როდესაც მოქალაქეთა კავშირი ჩაანაცვლა ნაციონალურმა მოძრაობამ და მას შემდეგაც, რაც ქართული ოცნება [...]
კონსტიტუციის პროექტი ფუნდამენტურ გადამუშავებას საჭიროებს
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ 4 თვე იმუშავა და ოფიციალურად გამოცხადებულ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ნაცვლად კონსტიტუციის ახალი რედაქცია შემოგვთავაზა. საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) [...]
ბოროტთა ენერგიულობა თუ კეთილების უნიათობა?
საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია _ ერთი შეხედვით დაძაბული საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემა, გარკვეული ნაკლოვანებით, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის (ანუ ჯურღმულიდან ახლად გამოსულებისთვის) მეტ-ნაკლებად მისაღებად იქნა მიჩნეული. პარლამენტში გასულები კმაყოფილი არიან (ერთი გამოხატავს, მეორე – არა, მეტი მეკუთვნოდაო). პოლიტიკური სპექტრის კვალიფიციურად სახელდებული ჯგუფების ლიდერთა ნაწილი ჩხუბის შემდეგ გულზე [...]
N 23 სახალხო პარტიის მოწოდება
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთხელ და სამუდამოდ გატარებულია მსოფლიო სახელწიფოთა რეესტრში, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფო. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თავის მიერ არჩეული პარლამენტითა და მის მიერვე დამტკიცებული მთავრობის ხელით მართვის უფლება მოპოვებული აქვს. სახელმწიფოსა და ხელისუფლების გონივრული ორგანიზაციის უქონლობის გამო, დასასრული არ აქვს ქვეყნის [...]
„სახალხო პარტიის“ პოლიტიკური პროგრამის პრინციპები – I ნაწილი
საამაყო წარსულიდან – ღირსეული მომავლისკენ (სახალხო პარტიის 15 ყრილობის მასალებიდან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის) სახელმწიფო კანონებს არ შეუძლიათ უგულვებელყონ ბუნების კანონები “დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამაებმა სრულიად წარწყმინდეს ჩვენში თვითმოქმედების ძალ-ღონე” “გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარეთ [...]