ენერგეტიკის სამინისტროს შევახსენებთ: – წინა პერიოდის ლარის გაუფასურების გამო ,,სემეკმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა დენის ტარიფი, თუმცა ამ ტარიფში გაზის მომხმარებელ ერთადერთ მდგენელს, თბოელექტროსადგურს გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ფასი არ გაუზარდა; ,,სოკართან“ დადებული ახალი ხელშეკრულებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მოწოდებული სოციალური გაზის ფასი, თუმცა არ სახელდება რამდენით (ჩვენი იფორმაციით 50 ა.შ.შ. დოლარი).
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
ნატოს სამიტზე ელოდებიან საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელს და არა თინა ხიდაშელს.
14 აპრილსს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა „რესპუბლიკელ“ ვახტანგ ხმალაძის განმარტება, რომელშიც იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოსდა თინა ხიდაშელის მონაწილეობა ნატოს ვარშავის სამიტზე სახელმწიფო აუცილებლობას, „რათა იქ გატანილი იყოს ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და მონაწილეობით მომზადდა“, თითქოსდა შესაძლებელია გაჩნდეს რაიმე კითხვები თუ მან ეს იქ არ წარადგინა (იგივეს გვიმტკიცებდა “თავისუფალი დემოკრატები ი. ალასანიასთან მიმართებაში).
თუ პარლამენტი ძილს არ მიეცემა
(“სამხრეთ ოსეთის” არსებობის იურიდიული საფუძველი ნულის ტოლია) საქართველოში “ოსეთად” სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტებისა და არეალების მოხსენიება დღემდე მომხდარია მხოლოდ რუსი ოკუპანტების მიერ, დაწყებული 1802 წლიდან (გენერალი კნორინგი). მათი ტენდენცია იყო ზედსართავი სახელის `ოსური~ (Осетинский (ая)) წოდება ადმინისტრაციული ერთეულებისათვის, ხოლო საბოლოო მიზანი _ საქართველოში თავის საყრდენად ოსი მოსახლეობის მასივის შექმნა. 1. პირველმიზეზი ამ პოლიტიკისა ის იყო, რომ [...]
ოცნებას მისი “თავმოყვარე და თავმომწონე უთავოები” დაღუპავს
2016 წლის 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე, ქართული ოცნების “წარმატებულმა და გამორჩეულმა სახემ” – ზაქარია ქუცნაშვილმა – დააანონსა 2050 წლამდე საქართველოს ჰარმონიული განვითარების სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია 31 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგება. ამ პერსონამ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უამრავ სიბრიყვესთან ერთად, საკუთარი შეფასებებიც მოგვართვა კოალიციაში მიმდინარე პროცესებისა თუ საერთო პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ. რესპუბლიკელთა მოუზომელი ამბიციების შეფასებისას კი [...]
მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს! მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებ¬ზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ [...]
სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით სახალხო პარტია ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს წერილით მიმართავს
ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბ-ნ იანოშ ჰერმანს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ქ-ნ ბეტინა კადენბახს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბ-ნ რენო სალენსს ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში ბ-ნ ჰანს ჰორბახს საქართველოს სახალხო პარტია გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისადმი და აქვს პატივი მიმართოს შემდეგი განცხადებით.
ტრაგი-კომედია პირობითი სახელწოდებით _ “სიტყვის თავისუფლება თუ სამართლიანობის აღდგენა”.
განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა ცხადად დაგვანახა, რომ ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია, თავის სატელიტ პოლიტიკურ, არასამთვრობო თუ მედია ორგანიზაციებთან ერთად ცდილობენ ქართველი ხალხი მოწყვიტონ რეალურ პრობლემებს, ქმნიან ხელოვნურ დაძაბულობას და ცდილობენ ამ ფონზე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი, ანუ განიმტკიცონ ძალაუფლება, გავლენა და უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა, ისევ ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე – რომელიც, როგორც ყოველთვის, დაზარალებულის როლში აღმოჩნდება.
საარჩევნო სისტემა სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს!
„ქართული პალტფორმის“ განცხადება მიუხედავად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, დღემდე გაურკვეველია, როგორი საარჩევნო სისტემით აპირებს მის ჩატარებას კოალიცია „ქართული ოცნება“. ნიშანდობლივია ისიც, რომ ისევ აქილევსის ქუსლად რჩება საარჩევნო სიების დაზუსტება-მოწესრიგების პრობლემაც, რაც მმართველ ძალას არჩევნების ტოტალურად გაყალბების საშუალებას აძლევს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: სახელმწიფო სტატისტიკა დღემდე „ამუშავებს“ 2014 წლის ნოემბრის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, რაც [...]
აჭარის დედა-სამშობლოში დაბრუნებისთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის გახსნის გამო
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე, მიხეილ ჯიბუტი სამშობლოს დაცვა ადამიანის წმინდა მოვალეობათა რიცხვს ეკუთვნის. სამშობლო, ანუ თავისი ერის სახელის მატარებელი ქვეყანა, რომელშიც ხორციელდება და უნდა ხორციელდებოდეს ამ ერის მარადიული თავდამკვიდრება, როგორც წარსული და მომავალი ისტორიის პრინციპულად თანასწორუფლებიანი სუბიექტისა და როგორც კაცობრიობის ერთობლივი სადღეისო სისტემის მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტისა, ადამიანისათვის ერთ-ერთი ე.წ. აბსოლუტური, ანუ [...]
,,სახალხო პარტია” სფფ-ის არჩევნებთან დაკავშირებით — წრეზე ტრიალით განახლება შეუძლებელია!
,,სახალხო პარტია” კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა რა საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მართველობის ძველი საბჭოურ-ბოლშევიკური სისტემა, არ შეცვალა წინა ხელისუფლების მართვის სტილი და შედეგად ვღებულობთ გაუგებარ, ხელოვნურად შექმნილ და წინააღმდეგობით აღსავსე ქვეყანის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც არც მთლიანად ქვეყნის და არც სხვადასხვა კონკრეტული სფეროს განვითარების საშუალებას არ იძლევა.