Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category

gerbebi_Page_6

გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე აქციებით და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით

1-07-2014, 13:19 საყდრისთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ. ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ:“საქართველოს გზა”, “თავისუფალი საქართველო”,  ”ქართული დასი”, “პატრიოტთა ალიანსი”,„სახალხო პარტია“,   ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია”, “ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია”, “მწვანეთა პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “ქართული იდეა”, “ახალი მემარჯვენეები” და “ზვიად განმანთავისუფლებლის პარტია”.

gerbebi_Page_6

საქართველოს მთავარ პროკურორს

საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს გიორგი ჭანტურიას და სახალხო პარტიის თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ბატონო არჩილ! საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას მიმართ განხორციელებული იქნა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ [...]

gerbebi_Page_6

“ნაცმოძრაობის” აქტიურობის სტიმულირების შესახებ

 სახალხო პარტიის განცხადება      01.05.2013 ბოლო პერიოდში ქვეყნის  მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაში  აშკარად იკვეთება  “ნაცმოძრაობის” და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა “პატრიოტულ” და “პროდასავლურ” ღირებულებათა დამცველის ამბიციური ტონით საუბრის გააქტიურების ტენდენცია.

gerbebi_Page_6

მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი

ორი წლის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართ¬ველოს კანონში არსებული შეზღუდვა მიწის გაყიდვაზე უცხოელებისათვის (არამოქალაქეებისათვის). ეს გადაწყვეტილება იყო და არის თვალში საცემად ყალბი _ სახელდობრ, მიზანმიმართულად (კრიმინალურად და არა უცაბედად) ყალ¬ბი. თავისი ამ ყალბი პოზიციის დამოწმებით ამავე სასაამრთლომ რამდენიმე დღის წინ გააუქმა საქართველოში დღეს არსებული დროებითი ნორმა (მორატო¬რიუ¬მი) მიწის ამ [...]

gerbebi_Page_6

“სახალხო პარტია” მოსახლეობას “აფხაზეთობას” ულოცავს

23-05-2014 “სახალხო პარტია” საზოგადოებას “აფხაზეთობას” ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშიებით “სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს , რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “გასულ წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, 23 მაისი – სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედაც გამოცხადდა.

gerbebi_Page_6

ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო

კანონში დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ `სქესობრივი ორიენტაციის~ ხსენება, რაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რამდენიმე დღის წინ, ჩემის აზრით, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის საზიანოა, სხვა გარემოებათა შორის, შემდეგ გარემოებათა გამოც: 1. სიტყვა `დისკრიმინაცია~ ანუ `გასხვავება~, `გარჩევა~ არის მიმართებითი ში-ნაარსის (მნიშვნელობის) სიტყვა, ისევე, როგორც სიტყვები `უდრის~, `მეტია~, `ნაკლებია~ და ა.შ. უაზროა გამოთქმა `ხუთი პლუს შვიდი უდრის~, თუ არ დაუმატეთ იმის [...]

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“ ილჰამ ალიევს საინგილოში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვის თხოვნით მიმართავს

NEWS.GE 06 მაისი  2014 „სახალხო პარტია“ საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს საინგილოში მცხოვრები ქართველების შევიწროებასთან დაკავშირებით მიმართავს. „მივესალმებით ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მეგობრულ ვიზიტს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ მისი ეს ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას, მაგრამ, აქვე გვინდა დავაყენოთ ერთი მეტად საჭირბოროტო საკითხი და მივმართოთ მას განცხადებით:

gerbebi_Page_6

„ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის მიზნით შეთითხნილი კანონია“

29 აპრილი 2014 NEWS.GE “სახალხო პარტია” ”დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებით საქართველოში  ახალი პრივილეგირებული კასტის  უპირატესი მდგომარეობა დაკანონდება. “სახალხო პარტიამ” ასევე მოუწოდა პარლამენტის წევრებს რომ გაითვალისწინონ პატრიარქის მოწოდება და გადაიდონ კანონპროექტის მოცემული სახით მიღება. news.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მრავალი კანონი, დებულება თუ მუხლი [...]

gerbebi_Page_6

„სახალხო პარტია“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის შესახებ განცხადებას ავრცელებს

23 აპრილი 2014 „რუსეთის მიერ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის  შემოღებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აგრესიული მისწრაფება საქართველოს სახელმწიფოს მიმართებით.  რუსეთის პოზიცია და ქმედებები გასაგებია, ის არ მალავს თავის ზრახვებს და ღია აგრესიას ეწევა უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის მიერ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის  შემოღებას, როგორც ისტორია და პრაქტიკა ამტკიცებს, აუცილებლად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც.

gerbebi_Page_6

ფედერალიზმის გაძვრენას ნუ ეცდებით!

ღია წერილი  (08.04.2013) დიდი ხანია, რაც საქართველოს პოლიტიკის ასპარეზზე ფიგურირებს ანტისახელმწიფოებრივი (დივერსიული) პროექტი საქართველოს ფედერალიზაციისა ანუ მისი დაყოფისა ფედერალურ ერთეულებად, რომელთა საზღვრები, არსებითად, საქართველოს ისტორიული პროვინციების (სამეფო-სამთავროების) საზღვრებს ემთხვევა (ამ პროექტს ლობირებს ძირითადად საქართველოს რესპუბლიკური პარტია). ამჟამად დღის წესრიგშია ამ პროექტის (შენიღბული სახით) პარლამენტის მიერ მიღება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მოწყობისა და მასში მესამე რგოლის – [...]

Powered by WordPress