ორი წლის წინ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართ¬ველოს კანონში არსებული შეზღუდვა მიწის გაყიდვაზე უცხოელებისათვის (არამოქალაქეებისათვის). ეს გადაწყვეტილება იყო და არის თვალში საცემად ყალბი _ სახელდობრ, მიზანმიმართულად (კრიმინალურად და არა უცაბედად) ყალ¬ბი. თავისი ამ ყალბი პოზიციის დამოწმებით ამავე სასაამრთლომ რამდენიმე დღის წინ გააუქმა საქართველოში დღეს არსებული დროებითი ნორმა (მორატო¬რიუ¬მი) მიწის ამ წესით გადაცემის აქტებზე. ზემოხსენებული ყალბი გადაწყვე¬ტი¬ლების მიღება მოხდა, არსებითად, იმ ერთადერთი არგუმენტით, რომ, საქართვე¬ლოს მოქმედი კონსტი¬ტუციის თანახმად, ადამიანები `თანასწორნი~ ვართ. შეზღუდ¬ვებისაგან გათავისუფლდა მიწის მიყიდვა ნებისმიერი სტატუსის არამოქა¬ლა¬ქეთათვის _ როგორც ფიზიკურ პირთათვის, ისე იურიდიულთათვის. ხსენებული არგუმენტი ყალბია ორი რამის გამო:
1. მსოფლიოს მიერ დღესდღეობით აღიარებული ნორმა (წარმოშობით მორალური),
რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში იკითხება შემდეგნაირად ~ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”
შეიცავს ადამიანის იმ მახასიათებელთა სრულ ჩამონათვალს, რომელთა `განურ¬ჩევ-ლადაც~ ადამიანები თანასწორნი ვართ. არანაირ დამატებას გამოთქმის `და სხვა~ სახით ეს ნორმა არ გულისხმობს (მაგალითად, იმას, რომ ორი პირი _ ერთი ამ კონკრეტული სახლის პატრონი და მეორე სხვა _ თანასწორნი არიან ამ სახლის გამოყენების უფლებაში) და ვერ იგულისხმებს. ამგვარად, კონსტიტუციის ციტირებული დებულებიდან იმის დასკვნა, რომ ადამიანები თანასწორნი ვართ მოქალაქეობის განურჩევლადაც, ელემენტარული შეცდომაა.
2. კანონის წინაშე ინდივიდთა თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ კანონს არა აქვს უფლება, ერთმანეთში განასხვავოს ინდივიდები იმ პარამეტრთა მიხედვით, რომლებიც ზემოთჩამოთვლილთა რიცხვში არ შედიან, მაგალითად, განსხვავებული უფლებები მიანიჭოს საშუალო სკოლის ატესტატის მქონეებს და არმქონეებს იმ უფლებაში, რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხონ. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუ¬ციის საწინააღმდეგოდ და მასთან შეუთავსებადად ვერ ჩაითვლება საქართველოს ისეთი კანონი, რომელიც ზღუდავს (ან კრძალავს) საქართველოს მიწის მიყიდვას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. ამ მხრივაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ზემოხსენებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, უფრო ზუსტად, აბსურდულია.
დამოწმებული ორი შეცდომა ლოგიკურთა რიცხვს ეკუთვნის, ანუ შეცდომათა იმ კატეგორიას, რომელთა დაშვებაც საკმარისია, რათა აბიტურიენტს უნივერსი¬ტეტში შესვლაზე უარი ეთქვას (ანუ ჩაჭრილ იქნას საგანში, რომელსაც ~უნარ-ჩვევებს~ უწოდებენ). თქმული იწვევს ეჭვს, რომ პლენუმის გადაწყვეტილება უცაბედი არ არის, არამედ წინასწარ განზრახულია რაღაცა კანონსაწინააღმდეგო (კრიმინალური) მოტივით, რომელიც ექვემდებარება (და საჭიროებს!) გარკვევას პროკურატურის მიერ.
საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო კონტროლი მიწის გაყიდვაზე მოხსნა ტოტალურად, ანუ სრულად. ეს იმას ნიშნავს, რომ პრინ¬ცი¬პულად გზა გაეხსნა საქართველოს მიწის მთლიანად გადასვლას უცხოელთა ხელში (რასაც ალბათ, დასჭირდება მხოლოდ რამდენიმე წელი იმ ახალი ანტისახელმწიფოებრივი კანონის პირობებში (`ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი~), რომელიც დღევანდელი პარლამენტის უმცირესობამ და უმრავლესობამ ერთხმად მიიღეს ტაშის გრიალში ორიოდე თვის წინ.
Aუცილებელად დგება კითხვა: ვისი დაკვეთით არის დაშვებული ეს მიზანმიმართულად დივერსიული გაყალბებები საქართველოს კონს¬ტი¬ტუციის ასოსა და სულისკვეთების ინტერპრეტაციაში? ერთი კანდიდატი თეო¬რიუ¬ლად არის რუსეთის დავალება, რომელიც საქართველოში ყველა სახის დივერსიას პოზიტივად თვლის. მეორე შესაძლო წყარო დავალებისა არის განვითა¬რებული ქვეყნების სფეროში არსებული ვიღაცის ან რაღაცის ინტერესები, ვისაც საქართველოს მიწის მუქთად ხელში ჩაგდება ჰსურს (ასეთნი, იმედია, მხოლოდ და მხოლოდ მაფიური ძალები არიან). მესამეა პირადი უკანონო მატერიალური დაინტერესება შეცდომათა დამშვებებისა, მაგრამ ამ მესამე ვარაუდს სჭირდება კონკრეტული წარმოდგენა კორუფციის ამ სახის ორგანიზაციული ფორმისა.
შეგნებული სიყალბე, როგორც ქცევის მოტივი, თვალსაჩინოა აქ ყველა შემთხ¬ვე¬ვაში. ჩვენ, 1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია, არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას წაართ¬მევ¬და ყველა იურიდიულ ბერკეტს თავისი ძირითადი სიმდიდრის _ მიწის _ შესა¬ნარ¬ჩუნებლად თავისი ერის ხელში. მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტი¬კაში განუყოფლად გაბატონებულია მოცემული ქვეყნის მიწის უცხოელებზე გაყიდ¬ვის შემზღუდავი ნორმების გამოყენება _ ზოგჯერ სრული აკრძალვაც. აშშ-ში, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსთან ყველაზე ახლო კონტაქტში მყოფი ერთ-ერთი ქვე¬ყანაა, მიწის 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხოელებს. უგნური ამ მიმართულებით არავინ არის. უგნურად საქართველოს ქცევა უნდათ მხოლოდ იმ თაღლითებს, რომელთაც ქართული კონსტიტუციის შინაარსის ზემოხესენებული გაყალბების მეთოდს მიჰმართეს.
ჩვენ ვითხოვთ და მივაღწევთ (იგულისხმება: საერთაშორისო სასამართლოს მონაწილეობით) ამ პირთა მთელი შემადგენლობით წარდგომას კანონის წინაშე. მიგ-ვაჩნია, რომ საქართველოს მოქმედ პარლამენტს (პირველ ყოვლისა, მის თავ¬მჯ¬დო¬მარეს, რომელიც სპეციალობით იურისტია), და იურიდიულ კომისიას, პირდაპირ ევალებათ დაიცვან საქართველოს კონსატიტუცია მისი აზრის მიზანმი¬მარ¬თული გაყალბებისაგან. თუ ისინი ამას არ იზამენ, შედეგი იქნება მხოლოდ ის, რომ ისინიც ჩაითვლებიან საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ინტერესების წინააღმ¬დეგ მიმართული შეთქმულების (კონსპირაციის) თანამონაწილეებად.
ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს საშუალება შევარბილოთ დაშვებული შეცდომის შედეგი – ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც უშვებს უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებად ქონას, მაგრამ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით.
მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი ან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიტანოთ რიგი ცვლილებები, რომელშიც თანამედროვეობასთან მორგებუ¬ლად ასახული იქნება ის რეგულაციები, რომლებიც ეხება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებას.
საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს უცხო ქვეყნის მოქა¬ლაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეს¬ყიდვის და იჯარით აღების ყოველ კონკრეტულ განცხადებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სახალხო პარტია 25.06.2014