გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს

თქვენო აღმატებულებავ
2008 წლის აგვისტომდე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე აფხაზეთი იხსენიება, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ‘აფხაზეთი, საქართველო~ და ექსპლიციტურად აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ამავე დროს, იხმარება გამოთქმა ‘კონფლიქტის მხარეები~ და დაკონკრეტებულია, რომ ეს მხარეები არიან ‘აფხაზური მხარე~ და ‘ქართული მხარე~. ეს გამოთქმა შეიძლება გაგებულ იქნას ორი სრულებით სხვადასხვა აზრით: ან იმ აზრით, რომლითაც იგი შეიძლება მიყენებულ იქნას ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი  ინდივიდუალური ან კოლექტიური დაყოფის  ნებისმიერი მონაწილისადმი, განურჩევლად ამ დაპირისპირების შინაარსისა და მის მონაწილეთა უფლებრივი ან სხვა რამ სტატუსისა (ჩვენ ეს გამოთქმა გვესმის სწორედ ამ აზრით), ან იმ აზრით, რომ აღიარება ხდება კონფლიქტის მონაწილეების _ ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს, მეორეს მხრივ კი ჯგუფის, რომელიც იბრძვის აფხაზეთის გამოყოფისათვის დანარჩენი საქართველოსაგან _ პრინციპულად დაახლოებით თანასწორი უფლებისა მათი იურიდიული და პოლიტიკური სტატუსის მიხედვით, რის გამოც ‘მხარეებს~ ენიჭებათ პრინციპულად დაახლოებით თანაბარი უფლება, რომ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე გამოდიოდნენ, როგორც სუბიექტები, პრინციპულად დაახლოებით თანასწორი ხმის უფლების მქონენი გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შორის _ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ეხება მოცემული ტერიტორიის სამართლებრივი სტატუსის საკითხს. ის გარემოება, რომ ხსენებულ რეზოლუციებში იხმარება ზემოთ ციტირებული გამოთქმა ‘აფხაზეთი, საქართველო~, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ერთგულების კონსტატაცია, გამორიცხავს ხსენებული გამოთქმების გაგებას ამ მეორე აზრით.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს 2009 წლის 12 ივნისს, არც ხსენებული გამოთქმა ‘აფხაზეთი, საქართველო~, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის აღიარების კონსტატაცია არ არის, ხოლო გამოთქმა ‘კონფლიქტის მხარეები~ კვლავ ფიგურირებს, ისევე, როგორც იგი ფიგურირებს გაეროს ეგიდით ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატის განსაზღვრაში. ამიტომ შესაძლებელია, სათანადო ნებისა და ზეწოლის სათანადო მექანიზმთა არსებობის პირობებში (რუსეთს აქვს ერთიც და მეორეც), რომ ხსენებული ტექსტის გამოთქმის ‘კონფლიქტის მხარეები~ ასო და სულისკვეთება ინტერპრეტირებულ იქნას ზემოხსენებულ ორ გაგებათაგან მეორის შესაბამისად, მით უფრო, რომ სიტყვები ‘ქართული მხარე~ და ‘აფხაზური მხარე~ არ აკონკრეტებენ, ვინ იგულისხმება მათში _ პირთა ორი ურთიერთდაპირისპირებული მაკროჯგუფი თუ ორი ტერიტორიულ-პოლიტიკური ერთეული, იმის უფლების მქონე, რომ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე წარდგნენ ცალკე სუბიექტების სახით.
თქმულიდან გამომდინარე, ჩვენს უფლებად და მოვალეობად ჩვენი ქვეყნის წინაშე და მისი ხალხის წინაშე მიგვაჩნია, რომ გაეროს გენერალური მდივნის წინაშე წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები განსახილველი პრობლემის გამო შემდეგი თეზისების სახით:
1. ომი, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის იმპერიის მიერ, სრულებით უსაფუძვლოდ, ‘სამხრეთ ოსეთად წოდებულში~ (ოსეთი მდებარეობს კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ მხარეს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში), არ იყო და არ არის ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური, მით უმეტეს, იგი არ არის ‘ეთნიკური კონფლიქტი~ ქართველებსა და ოსებს და ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ იგი არის რუსულ-ქართული ომი, რომელშიც რუსეთის მიერ გამოყენებულია აფხაზეთის აფხაზი მოსახლეობის ნაწილი და ცხინვალის რეგიონის ოსი მოსახლეობის ნაწილი. რუსეთის მონაწილეობა ამ ომში მდგომარეობდა და მდგომარეობს სეპარატისტული მოძრაობის სტიმულირებასა და ორგანიზებაში, სეპარატისტული ძალების ორგანიზებასა, შეიარაღებასა და გაწვრთნაში, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და არტილერიის პირდაპირ მონაწილეობაში ოპერაციებში, საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის სამხერდო მოსამსახურეების მონაწილეობაში ‘დაქირავებულების~ სახით, მათ შორის, გადამდგარი ოფიცრებისაც, რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისაგან შემდგარი და პარამილიტარული ჯგუფების შექმნაში და მათს გადმოსროლაში საქართველოს ტერიტორიაზე, სეპარატისტების უზრუნველყოფაში სადაზვერვეო ონფორმაციითა და საომარი მასალებით და მათს საინფორმაციო-საპროპაგანდო და დიპლომატიურ დახმარებაში. რუსეთის მონაწილეობა ამ ომში არ შეცვლილა არც ხასიათის, არც ინტენსივობის მხრივ. რუსეთის მიერ სამშვიდობო მანდატების, მათ შორის გაეროს მიერ (დსთ-ს გზით) მიღებულის ჩათვლით. მხოლოდ გალის რაიონში ამ ტერიტორიაზე მყოფი მემშვიდობეების დასწრებით მოკლული იქნა 2000-ზე მეტი მაცხოვრებელი, ანუ გალის რაიონში დარჩენილი მოსახლეობის 4%, სხვა სიტყვით _ გრძელდება ქართველი მოსახლეობის გენოციდი. აქვს რა სამშვიდობო მანდატი, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მიერ არ არის რეკომენდებული სამშვიდობო მანდატით მეზობელი ქვეყნების აღჭურვა, რუსეთი არის ქართველთა გენოციდისა და ქართველებისაგან ეთნიკური წმენდის ავტორი, ამავე დროს მას აქვს გაეროს მიერ აღიარებული სტატუსი ‘ფაცილიტატორისა~ ‘ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში~. ამგვარად, რუსეთი იყო და ა რ ი ს მხარე აფხაზეთში, საქართველო მიმდინარე კონფლიქტში.
2. არც აფხაზი, არც ოსი სეპარატისტები, რომლებიც აწარმოებდნენ და აწარმოებენ ომს საქართველს სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ ექცევიან ცნების ‘კონფლიქტის მხარე~ ქვეშ, რამდენადაც მათი მოქმედება განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნებით, და არა მათი საკუთარი ნებით.
3. 2008 წლის აგვისტოს ომის მსვლელობაში რუსეთი თავის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ ღიად ამოტივირებდა იმით, რომ იგი იძულებულია ‘დაიცვას თავისი მოქალაქეები~ (ოსური და აფხაზური ეროვნებისა), ანუ ამოტივირებდა მას თავისი  კ ე რ ძ ო  ინტერესით, რითაც, ტაციტურად (გამოუთქმელად), თავს ცნობდა კონფლიქტის მხარედ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არა აქვს უფლება, აღნიშნულ ‘კონფლიქტებთან~ დაკავშირებით გამოდიოდეს არბიტრის _ კაცობიობის ბედზე პასუხისმგებელი სუპერსახელმწიფოს _ სახით. ამიტომ რუსეთის მონაწილეობა რაგინდარა ფორმატის მოლაპარაკებებში აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შესაძლებელია და დასაშვებია მხოლოდ მხარის, სახელდობრ, აგრესორი მხარის სახით და არა არბიტრისა და ფაცილიტატორის სახით. გარდა ამისა, რუსეთის მიერ კონფლიქტში თავისი კერძო დაინტერესებულობის აღიარების შედეგად რუსეთი კარგავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს უშიშროების საბჭოში კენჭისყრაში საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების თაობაზე და ვეტოს უფლებას გადაწყვეტილებების მიმართ  ამ საკითხებზე (გაეროს წესდების პუნქტი 27,3).
გამოვხატავთ რა უდიდეს მოწიწებას გაეროს პრინციპებისადმი და იმ ადამიანებისადმი, ვისაც მათი იმპლემენტაციის ტვირთი აწევს, გამოვთქვამთ იმედს, რომ
_ რუსეთს, როგორც დაინტერესებულ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს აგრესიულ ომს საქართველს წინააღმდეგ, უარი ეთქმის მონაწილეობაზე რაგინდარა მოლაპარაკებებში საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე, მათ შორის _ აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პრობლემებზე სხვაგვარად, თუ არ როგორც მხარეს და არა როგორც არბიტრს.
_ რუსეთს, გაეროს წესდების 27,3 მუხლის შესაბამისად, უარი ეთქმის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებაზე აღნიშნულ საკითხთა განხილვის დროს.
ჩვენს უფლებად და მოვალეობად მიგვაჩნია ვაცნობოთ გაეროს გენერალურ მდივანს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსათვის და გაეროს მდივნისათვის იმის არშეტყობინების ფაქტი, რომ აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი არის რუსეთის აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეიცავს რეგიონის დესტაბილიზაციის პერსპექტივას, აგრეთვე ფაქტი საქართველოს სახელმწიფოს მიერ თავისი გაეროს წესდებით გათვალისწინებით (მუხლი 35,1)  უფლების გამოუყენებლობისა, რომ აცნობოს გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალურ მდივანს `ყველა კამათი და ყველა სიტუაცია~, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილობა რეგიონში, აიხსნება არა რუსეთის მიერ შექმნილი საშიშროების უმნიშვნელობით ან მისი ილუსტრაციისთვის საჭირო ფაქტების უკმარისობით, არამედ მხოლოდ იმით, რომ საქართველოს ადმინისტრაცია 1992 წლიდან დღემდე სხვა არა არის რა, თუ არ რუსული ადმინისტრაცია საქართველოში.

საქართველოს ეროვნული პარტიების ალიანსი და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა
5 ივნისი, 2009
დაიბეჭდა  ‘რეზონანსი”   8.06.2009

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress