მედვედევი სააკაშვილის გადარჩენას ცდილობს – 2012

giorgadze_mamuka

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
ახალი თაობა №112    12-13.05. 2012
-მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ  აფხაზეთი არასოდეს ყოფილა  საქართველოს შემადგენლობაშიო, ხმაური  გამოიწვია.  როგორია  თქვენი  კომენტარი სააკაშვილის ამ განცხადებაზე?
-სააკაშვილი გეგმაზომიერად ცდილობს საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხე  მოსწყვიტოს  საქართველოს, ამით აგრძელებს  ედუარდ შევარდნაძის კურსს, უმტკიცებს რუსეთს საკუთარ ერთგულებას  და საჭიროებას, სანაცვლოდ იღებს მაქსიმალურ დახმარებას  საკუთარი  ხელისუფლების გასამყარებლად.
-სააკაშვილი აკრიტიკებს პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას მაშინ როგორ ცდილობს დაუმტკიცოს მას ერთგულება?
_სიტყვები და საქმეები განსხვავდება ერთმანეთისაგან, შტირლიცი  ჰაილ  ჰიტლერს ყვიროდა  და არა  სლავა სტალინუს, მაგრამ აკეთებდა  რუსეთის საქმეს. ზუსტად ასევე სააკაშვილი დეკლარაციის დონეზე ისტერიკამდე  მისული ანტირუსული რიტორიკით  და ლექსიკით ვითომ  ებრძვის  რუსეთს, სინამდვილეში ამ რიტორიკის იქით ის ფარავს თავის პრორუსულ ქმედებებს და ეს რიტორიკა რომ არ იყოს, მსგავსი შეკითხვის დასმა ხომ არ დაგჭირდებოდათ. მაშინ ყველაფერი  გასაგები იქნებოდა. როცა კომპარტია იყო საქართველოს სათავეში, ღიად უმტკიცებდა რუსეთს ერთგულებას. ემსახურებოდა რუსეთს და ასრულებდა მის დავალებებს. დღეს ვითარება შეიცვალა, ასე ღიად  არა მარტო  საქართველოში მსოფლიოს თანამეგობრობაში შესაბამისი რეაგირება იქნებოდა ამაზე, ამიტომ მოიძებნა ფორმა, როცა სიტყვით ერთია, საქმით მეორე. სხვას რას უნდა ნიშნავდეს დაცლილი ცხინვალის დაბომბვა, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის  დარქმევა, სხვა რას უნდა ნიშნავდეს  ე.წ. სამხრეთ  ოსეთის  ადმინისტრაციის  აღდგენა, მთელი ენერგეტიკის რუსეთისთვის ჩაბარება, რუსეთის სახელმწიფო კაპიტალია წარმოდგენილი  საქართველოში უპრობლემოდ,  ეს სხვა  არაფერია  თუ არა რუსეთისადმი  სამსახური. ვერ დამისახელებენ რიტორიკის გარდა  სააკაშვილის  ანტირუსულ  საქმიანობას. ეს ისტერიკა  მას სჭირდება  იმისათვის, რომ გადაფაროს  მისი რუსული საქმიანობა. იგორ ივანოვი, აბა, რატომ  იყო ჩამოსული  საქართველოში.  რუსულმა დიპლომატიამ ასლან აბაშიძესთან კონფლიქტის დროს, რომელიც მიიჩნეოდა  რუსული პოლიტიკის ფორჰოსტად საქართველოში, მხარი დაუჭირა სააკაშვილს. რიტორიკის  რუსეთს არ ეშინია. მის ხელს ახლავს კიდეც ეს რიტორიკა. ეს სჭირდება მას შიდა მოხმარებისთვის, ვითომ მტრები ჰყავს. ვერ ძლებს ბოლშევიკური სისტემა რუსეთსა და საქართველოში მტრის ხატის  გარეშე. ყველა კრიტიკულ  მომენტში რუსეთი მხსნელად  ევლინება სააკაშვილს.
-დასავლეთის ქვეყნები სააკაშვილს ურჩევენ რუსეთთან ურთიერთობები მოაწესრიგოს და მერე გახდება საქართველო ნატოს წევრი, თუ რუსეთთან ურთიერთობას მოვაწესრიგებთ  და ის ჩვენი მტერი აღარ იქნება, მაშინ ნატო საქართველოს რაში სჭირდება?
_მნიშვნელობა აქვს იმას თუ ვინ რას გულისხმობს მოწესრიგებაში. ბევრი ამაში გულისხმობს  რუსეთის მიმართ სატელიტურ დამოკიდებულებას, როცა დასავლეთი ამას გვეუბნება  პირდაპირ  მიგვანიშნებს, რომ  თავი დავანებოთ  ამ უაზრო რიტორიკას. კეთილი ინებეთ და თუ გინდათ  იყოთ საერთაშორისო  სამართლის სუბიექტი, თუ გინდათ იყოთ  ნატოს, ევროკავშირის საერთაშორისო  სისტემის წევრი, დაამყარეთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, სიტყვით ლანძღვას თავი დაანებეთ და საქმეზე გადადით.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რუსეთთან რაც შეიძლება მალე მოახერხოს ურთიერთობის დალაგება როგორც თანაბარი სუბიექტებისა. გაარკვიოს, სად არის მტრობა, სად არის ინტერესი და წინააღმდეგობა და თანმიმდევრულად დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესი. როგორ არ მინდა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ  არ ვფიქრობ, რომ ეს  უნდა მოხდეს  ჩვენი ტერიტორიებისა  და ჩვენი სატელიტობის ხარჯზე.
-მედვედევმა აღიარა, 2008 წლის  აგვისტოში ომი საქართველოსთან იმიტომ დაიწყო, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება  არ მომხდარიყო.
-ეს სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის პირდაპირი დახმარება, რომ გამოირიცხოს  სააკაშვილის ბრალეულობა ამ პროცესებში. მეორეც, საუბარია ნატოსთან მიმართებაში, რუსეთი გვიშლის ხელს, რომსაქართველოში ცხოვრების სხვა ასპექტებში ნატოს სტანდარტები დავამკვიდროთ? რუსეთი გვიშლის ხელს იმაში, რომ საქართველოში მედია, სასამართლო თავისუფალი იყოს, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართოს? რუსეთს აქ ვინ ეკითხება  ეკონომიკაში კონკურენტული გარემო რომ შეიქმნას? ნატოს თემა სპეციალურად არის ანგაჟირებული, რათა ქართველებმა მთელი ყურადღება ამაზე გადავიტანოთ და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ნატოსთვის  ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია  იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც არის დასავლეთის ქვეყნებში. განცხადებები, რომ ჩვენ ნატოსთვის  ვისჯებით, საქართველო დასავლური ორიენტაციის  ქვეყანაა და რუსეთი ამის გამო გვსჯის, ეს არის ბლეფი. საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება თავისი უნირობისა და  უვარგისობის გასასამართლებლად მოიყვანოს რუსეთის ექსპრეზიდენტის  განცხადება ნატოსთან დაკავშირებით  და ეს დააბრალოს  აღმოსავლეთ-დასავლეთ ს შორის არსებულ დაპირისპირებას და ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში პატარა ქვეყნების  როლზე წამოსწიოს თემა. ნატოსა და ევროკავშირს შორის  რა მთავარი მოთხოვნებიც აქვთ, ამის დამკვიდრებაში რუსეთი ხელს ვერ შეგვიშლის. გავხდებით თუ არა ნატოს წევრი, ეს არ არის რუსეთის  ნება-სურვილზე  დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია  ჩვენს ნორმალურ დამოკიდებულებასა და ჩვენს ურთიერთობაზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
-ქართველ სტუდენტებში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც სააკაშვილისთვის არასახარბიელო პასუხები იყო.  გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთს ყველაზე კეთილსაიმედო მეზობლად ასახელებს. ისეთი ტენდენციაა, რომ რუსეთთან მუდმივ  ომში ყოფნა ადამიანებს მობეზრდათ და ურთიერთობების დალაგებას ემხრობიან. როგორ ფიქრობთ. ხელისუფლებამ ხომ არ უბიძგა თავისი გაუთავებელი საომარი რიტორიკით საკუთარ მოქალაქეებს.?
-ეს არის ხელისუფლების რვაწლიანი მოქმედებების შედეგი. ხელისუფლება თანმიმდევრულად ქართველ საზოგადოებას მიაქანებს ასეთი განწყობისაკენ. პირველი იმით, რომ  არ აწვდის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას, მეორე იმით, რომ საქართველოში ხელოვნურად დასავლეთის სახელით ხდება ჩვენთვის მიუღებელი პოზიციების წარმოჩენა. მიჩნეულია, თითქოს დასავლეთი ითხოვს ჩვენგან ქართული ეკლესიის შევიწროებას, არ ითხოვს ამას  დასავლეთი, პირიქით, ეუთოს რეკომენდაციებში, ევროკავშირის ქვეყნების კონსტიტუციებში, საერთაშორისო დოკუმენტებში არის საუბარი იმაზე, რომ ყველა ეკლესიას უნდა ეკავოს ის ადგილი, რომელიც მან დაიმსახურა ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიულ განვითარებაში. არავინ ითხოვს ჩვენგან  ამა თუ იმ სექტის გათანაბრებას სამოციქულო ეკლესიის  სტატუსამდე, ჩვენგან ითხოვენ, ნუ გალახავთ და ნუ დაარბევთ სხვა აღმსავრებლობის წარმომადგენლებსო.  სააკაშვილის ხელისუფლება დასავლური ღირებულებების სახელით ახდენს დასავლური ღირებულებების დევალვაციას. არსად არც ერთ ევროპულ  ქვეყანაში უხამსობის პროპაგანდირება არ ხდება, როცა ჯენეტ ჯექსონს  მკერდი გამოუჩნდა, ის ტელევიზია, რომლის პირდაპირ ეთერში ეს სიუჟეტი გავიდა. დააჯარიმეს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ უხამსობის დემონსტრირება დასავლური ცხოვრების  წესია. არ არის ეს დასავლური ცხოვრების წეს  .დასავლეთიდან, რაც კარგია, უნდა ავიღოთ, მაგალითად, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, რეალური თვითმმართველობის განხორციელება, დამოუკიდებული სასამართლო და მედიის თავისუფლება, დემოკრატიულიარჩევნები და ა. შ.
-27 მაისს დაანონსებულია “ქართული ოცნების” აქცია თავისუფლების მოედაზე სააკაშვილმა სტადიონების ხელმძღვანელებს  მკაცრი გაფრთხილება  მისცა, რომ მათ  არ მიეცათ  სტადიონები ამ აქციის ჩასატარებლად, როგორ აფასებთ ხელისუფლების ქმედებებს “ქართული ოცნების”  მიმართ?
-ხელისუფლების სისუსტის გამოხატულებაა ის, რასაც ის ახორციელებს  კონკრეტულად  “ქართული ოცნების” და ზოგადად ოპოზიციის  მიმართ. უაზრობაც არის იმიტომ, რომ ნიაღვარს ვერანაირი ჯებირი ვერ შეაკავებს, რაც მეტად შეგუბდება წყალი, მით მეტი საფრთხეა, რომ წალეკოს შემგუბებელი, აზრი არა აქვს ხელისუფლების ასეთ ქმედებებს, ბრძოლის ასეთი მეთოდები არავისთვის ყოფილა სიკეთის მომტანი  და არც სააკაშვილისთვის იქნება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress