დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობა !!!
შევიკრიბოთ 22 ნოემბერს 16.00 საათზე პარლამენტის შენობასთან
და უარი ვუთხრათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარს
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის VII კარით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების იდეა წარმოადგენს, საქართველოს ფედერალური სახელმწიფო მოწყობის შემოღების პირდაპირ მცდელობას.
VII კარი ნიშნავს საქართველოს პროვინციებად დაშლის პროვოცირებასა და რეგიონული ენების მოთხოვნის აქტუალიზაციას, ასევე, ერთი-ორი თაობის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების მოშლასაც.
VII კარში ადმინისტრაციულ–ტერიტორიული საკითხების „შემოპარების“ მცდელობა ამხელს ავტორთა არასახელმწიფოებრივ ზრახვებს, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, და ახალისებს სეპარატისტულ განწყობებს.
VII კარს არაფერი საერთო არა აქვს თვითმმართველობასთან
VII კარი აკანონებს გუბერნატორების და გუბერნიების არაკონსტიტუციურ ინსტიტუტებს და ახდენს პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებას.
VII კარი არ არის ჩვენი “კარი” ევროპაში და ევროპა არ გვთხოვს ამას.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოს სახელმწიფოს ბედ–იღბალზე, წინ აღვუდგეთ მავანთა ანტისახემწიფოებრივ ზრახვებს, დავდგეთ ერთად, უარი ვუთხრათ საქართველოს დაშლის მორიგ მცდელობას.
მოვთხოვოთ ხელისუფალებას რეალური თვითმმართველობა დაVII კარის გაუქმება!
სახალხო პარტიის სახელით, მამუკა გიორგაძე