გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას

gerbi
გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, შინაარსს გამოცლილ პოლიტიკურ სპექტაკლს უფრო გავდა, ვიდრე რეალურად ეროვნული შერიგებისთვის მოწადინებული ადამიანების შეკრებას, სადაც მასპინძელი ცდილობდა საკუთარი პერსონის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. მიწვეულები კი თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით აკეთებდნენ მოვლენის ინტერპრეტირებას.
☑️როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია საერთო ეროვნულ საკითხზე აპირებს მსჯელობას და ძირითადად პოლიტიკურ თამაშში ნებადართულ სახეებს იწვევს, თავს უფლებას მივცემთ და ვიტყვით, რომ ეს შეხვედრაც მიმდინარე პოლიტიკური ფარსის ნაწილად აღიქმება და მხოლოდ რეალური პრობლემებიდან, მოქალაქეების სხვა საკითხზე ყურადღების გადატანას ემსახურება.
☑️აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საერთოდ გაუგებარი იყო პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკოსების მიწვევის კრიტერიუმები?! სახეზეა პოლიტიკური პარტიების სეგრეგაცია – გასული არჩევნების შედეგის მიხედვით სახალხო პარტიამ იქ მყოფ ბევრ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა.
☑️ეროვნული თანხმობის მიღწევა, რომ მხოლოდ პროცესში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით არის მიღწევადი, ამას ჩვენი აზრით მტკიცება არ ჭირდება
☑️გვიჩნდება განცდა, რომ რასაც პრეზიდენტის ინიციატივა ეროვნულ შერიგებას ეძახის, რეალურად ნიშნავს როგორც, ყველა იმ უწესობის და უზნეობის ჩამოწერას, რაც ხდებოდა საქართველოში 1990 წლიდან დღემდე ასევე, მიმდინარე ნაც-ქოცური სპექტაკლის მორიგი აქტის „ლამაზად“ დასრულებისა და ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ გაბითურების მცდელობას.
☑️ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეროვნული თანხმობა იწყება “სიმართლის დამდგენი” კომისიის შექმნით, დროის ამ მონაკვეთში მიმდინარე პროცესების სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებითა და სხვა ქვეყნის აგენტურის საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაყვანით. მსგავსი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ყველა მათგანი წარმატებულად აგრძელებს განვითარებას.
☑️ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანაში ხელოვნური და მართვადი პოლიტიკური პოლარიზება შემცირდეს და საერთო ეროვნული პოლიტიკური თანხმობის აქტი გაფორმდეს.
სახალხო პარტია.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress