საქართველომ თავისი ერთ-ერთი უდიდესი შვილი, გურამ დოჩანაშვილი დაკარგა

dochanashvili
“სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს…”
სიცოცხლეშივე კლასიკად ქცეულმა მწერალმა, რომლის მიერ შექმნილი პერსონაჟების ნათქვამი ფრაზები სიცოცხლეს გვილამაზებდა და მოქმედების მიმართულებას გვაძლევდა.
დაგვტოვა საოცრად თბილმა, უბრალოებით შემკულმა და სიკეთის მასხივებელმა ადამიანმა. რომელმაც თავისი ცხოვრებით გვაჩვენა როგორი უნდა იყოს ქართველი კაცი და შემოქმედებით შეგვაყვარა საქართველო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
სავანესა მართალთასა დააწესოს უფალმა, ბატონი გურამ დოჩანაშვილის, უკვდავი სული
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress