⭕ „ოცნებამ“ ჯერ გაურკვეველ და ბუნდოვან დოკუმენტზე მოაწერა ხელი, შემდეგ ორი თვე საკუთარ „სიმართლესა“ და „პრინციპულობაში“ არწმუნებდა მოსახლეობას და ბოლოს, დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააწნა სილა❗ ⭕ ქართველი ხალხის გაბითურების მორიგი პროცესი დაიწყო❗ 16 მაისი 2020
Archive for May 18th, 2020
ნაცები“ და „ქოცები“ ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ერთად ებრძვიან საქართველოს მომავალს❗
️ხელისუფლება აშანტაჟებს ქართველ ხალხს❗
️საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვითარდება მორიგი ტრაგი-კომიკური ფარსი. „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(თავისი განაყოფებით) ბრალს სდებენ ერთმანეთს ხელმოწერილი შეთანხმების ინტერპრეტირებაში. ორივე “მხარე” აპელირებს დოკუმენტზე, რომლის ტექსტი ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ დღეს იხილა. დიპლომატიური კორპუსი, რომლის ხელშეწყობითაც შედგა და მიმდინარეობდა შეხვედრა, როგორც გამოჩნდა, კარგად ვერ ერკვევა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთ სპეციფიკურ ასპექტში და აღმოჩნდა უხერხულ [...]
,,ოქროს თაობა“ ანუ, ,,ჩარეცხილ“-„გარიყულები“
90-იანი წლებისთვის ჩამოყალიბებული თაობა (ასაკობრივად 30 წ. და მეტი) მოსახლეობის ის ფენა იყო, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, განათლება მიიღო კოსმოსის ათვისების, სამხედრო-სამრეწველო მანქანის განვითარების თუ ამერიკასთან შეჯიბრში მყოფ განათლების სისტემაში. საბჭოთა განათლების სისტემა მთლიანად იდეოლოგიზირებული იყო და უპირისპირდებოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თუმცა, ამ კონკურენციაში, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა ფუნდამენტალური მეცნიერებების განვითარებას. ამ თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლასა [...]
ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში
⭕ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში, მნიშვნელობა არ აქვს ეს მხოლოდ მისი “დამსახურებით” მოხდა, თუ იმ ხალხის “მუხლჩაუხრელი მოღვაწეობით”, ვინც ამ ვირუსით მანიპულირებს. ფაქტი უდავოა – ახალი რეალობაა! ⭕ეს ვითარება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე თითოეული ადამიანისგან, მოითხოვს ყველაფრის ახლებურად გააზრებას, ახალი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას. მიუხედავად დიდი ნეგატივისა, პროცესს გააჩნია დადებითი მხარეც – დაგვანახოს სისუსტეები, [...]
ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელების მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ?“
წინასააღდგომო დღეებში ბევრი მორწმუნე დადგა არჩევანის წინაშე, რა არის ქრისტიანის მოვალეობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე – იზრუნოს სხვა ადამიანზე, ანუ ბიბლიურად რომ ვთქვათ, იზრუნოს მოყვასზე, თუ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის გარისკოს ეკლესიაში წასვლა და ზიარება?! უნდა დაირღვეს თუ არა კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს? ამის შესახებ For.ge „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.