ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და რთულ ისტორიაში, შეუძლებელი თუ არა, ფრიად ძნელია ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის თარიღების დადგენა როგორიც არის 1918 წლის მაისი და 1921 წლის 21 თებერვალი. 26 მაისს, საქართველო, რომელიც არც იურიდიულად, არც გეოგრაფიულად არ არსებობდა, არამედ უბრალოდ, რუსეთის იმპერიის გუბერნიების სახელს ატარებდა, ვით სასწაულებრივ მკვდრეთით ამდგარი, ყოველმხრივ ორგანიზებულ ერის სახით, მსოფლიოს წინაშე წარსდგა და [...]
Archive for May 26th, 2016
კ ლ დ ე # 1 – 1912 წინასიტყვაობის მაგიერ
May 26th, 2016 shalva chkhaidze
„გააჩაღეთ ეკონომიური მუშაობა, მოაწყეთ სახალხო ეკონომიური ორგანიზაციები, ჩაუყარეთ ამ შენობას მკვიდრი საფუძველი; მასთან ერთად ეცადეთ, რომ ეს მუშაობა უსათუოდ ნაციონალურ ფარგლებში ისახებოდეს, შემდეგში თვითონ გაძლიერებული ხალხი მოიპოვებს დროს და საშუალებას, გამოიჩინოს თავი“… აი, მოკლედ, მძლავრი შინაარსი პოლონეთის ხალხის მოძრაობისა მე-XIX საუკუნის დამლევს.