“ივერიონს“ ესაუბრა “სახალხო პარტიის “ლიდერი მამუკა გიორგაძე -ბატონო მამუკა, რას ნიშნავს ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ქართული პოლიტიკური პარტიების ფორმირებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ? -უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ქვეყანას თავისი განვითარების მოდელი აქვს, რომელიც მისაღებია მისთვის თავისივე გენეტიკური, პოლიტიკური თუ კულტურული განვითარების მიხედვით. რომელიმე ქვეყნის მოდელის ბრმად გადმოღება, მით უმეტეს, მისი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ელემენტისა, არ გამოდგება!