ეგრეთ წოდებული „ციანიდის საქმისადმი“ მედიის ინტერესი არ ნელდება და თუმცა სასამართლო პროცესი თითქოს დახურულია, ინფორმაცია მაინც გამოდის და უფრო გააფთრდა კიდეც დაპირისპირება საქართველოს ეკლესიისადმი, იმდენადაც კი, რომ ერთ-ერთი პარტია, თვით ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიისასაც კი, მთავარ მიზნად ეკლესიის სახელმწიფოსგან ჩამოშორებას ასახელებს (რადგან, მათი მტკიცებით, თურმე, სწორედ ეს აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას). ამის პარალელურად, კვლავ აქტუალურია სასულიერო პირების დისკრედიტაცია და საპატრიარქოში არსებული სიტუაციის აპოკალიპტურ კონტექსტში წარმოჩენა. მამუკა გიორგაძესთან ერთად, შევეცდებით, იმის გარკვევას, თუ რატომ მოექცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც შიდა, ისე გარე თვალის მახვილი მზერის ქვეშ და რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს ქართული ეკლესიის დასუსტება და მისი მხარეებად დაშლის მცდელობა.
– რატომ ექცევა „ციანიდის საქმეს“ ასეთი დიდი ყურადღება და რატომ იქცა ის ეკლესიაზე პერმანენტული თავდასხმის მორიგ საბაბად?
– შეკითხვაში ჩამოყალიბებულია ის ძირითადი პარამეტრები, რაზეც მთელი საზოგადოება უნდა ფიქრობდეს და აანალიზებდეს. თუ მართებულად განვავითარებთ ლოგიკას, ბუნებრივად გამოჩნდება, თუ რატომ ხდება ყოველივე ეს. მოდი, ჯერ ფაქტებზე ვილაპარაკოთ: ვრცლად »
ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს!
საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია (სააკაშვილის გამოძიების ფარსს თუ არ ჩავთვლით), რაც მრავალი საკითხის არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ჯგუფებს. ყველა იტოვებს შესაძლებლობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით დასვას აქცენტები, ჰქონდეს პრეტენზიები თუ იმართლოს თავი. სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ძირითად პრეტენზიად აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მან გასროლის ბრძანება [...]
“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!
ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო [...]
ევროპა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ გვთხოვს
მამუკა გიორგაძე: ‘ახალი თაობა” 07.01.2014 შორენა კოწოწაშვილი ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან _ ბატონო მამუკა, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის შეფასებისას ისმის კითხვა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. ამის წინააღმდეგ უფრო მეტად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. თქვენი აზრით, არის დღეს საქართველოში ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ეკლესიას უბიძგებს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად 2008
ვაქციოთ გარედან მართული ქართული პოლიტიკა შიგა დუღილის პროდუქტად I გაურკვეველ აწმყოში ვცხოვრობთ და არარსებული ბედნიერ მომავალს ველით ქართველ ერს თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლო- ბა გაიგივებული ჰქონდა ეროვნულ–სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან, დემოკ- რატიასთან, ადამიანის უფლებების, კერძო საკუთრების დაცვასთან, და ა. შ., მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დემოკრატიულს, მით უფრო _ თავისუფალს (1991-2008 წლების დამოუკიდებელი საქართველოს [...]
ვინ შეუკვეთა სერიალი სახელწოდებით „ციანიდის საქმე“ და რა ანტიქართული გეგმის განხორციელებას უშლის ხელს საქართველოს ძლიერი მართლმადიდებელი ეკლესია
საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით
ჩვენს რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილ რთულ, შეიძლება ითქვას, დაძაბულ და ფეთქებადსაშიშ ვითარებაში საქართველოსთან მიმართებაში მრავალი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესი პროეცირდება. ბევრ მათგანს არ აწყობს მოედანზე არსებობდეს ძლიერი სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს გამოხატავს და წყვეტს მის წინაშე მდგარ ისტორიულმასშტაბიან ამოცანებსა თუ პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს.
გამოცდილებით ვიცით, რომ ძნელბედობის ჟამს, როდესაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები ვერ ახერხებს საქართველოს ინტერესების დაცვას ან, მინიმუმ, ქართველი ერის პოზიციის გამოხატვას, დედაეკლესია ხდება მთავარი გოდოლი ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში. ვრცლად »
კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო წლების რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ (ერთი პარტიის წარმმართველი როლით) ერთი და იგივე ფორმატში მიმდინარეობს უკვე მრავალი ათეული წელია. როგორც ადრე, საბჭოთა პერიოდში (პარტიულ აქტივთან, მშრომელებთან, მწველავებთან, მეტალურგებთან და ა.შ), ისე დღესაც ე.წ განხილვებში (უფრო ზუსტად განხილვის იმიტაციაში) ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადმინისტრაციული რესურსია ჩართული. ვრცლად »
ეროვნული თანხმობა საქართველოს მიწის გადარჩენის აუცილებელი პირობაა
საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს (ხალხი), როგორც კაცობრიობის ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის, თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის საერთო მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის.
მიწის საკითხში ქართველი ერი ისტორიულად თვითგამორკვეულია, ვინაიდან ქართველმა ოდითგანვე იცოდა, რომ:
1. მიწა, ე.ი. მამული მისი იდენტობის (ვინაობისა და რაობის) დამდგენი მთავარი ღირებულებაა – წინაპართაგან საპატრონოდ მემკვიდრეობით მიღებული, შთამომავალთათვის დასატოვარი მარჩენალი და სამკვიდრო; ვრცლად »
დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან
აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 15.05.2017
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით “რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?”. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ: ვრცლად »
ხელისუფლების ახალი ინიციატივა სამშობლოს ღალატის ტოლფასია!
ღია მიმართვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს,ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი, თავმჯდომარევ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ კვლავ გადაუჭრელია ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსის – მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ რეგულირების ისეთ ძირითად პრობლემურ საკითხი, როგორიცაა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება.
ამდროს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში მსვლელობა მიეცა ერთი წლის წინ შეჩერებული კანონპროექტის – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – განხილვას. იმისათვის რომ ადგილი აღარ ჰქონდეს კიდევ ერთ მორიგ (მეთერთმეტე!) ცვლილებას მოცემულ კანონში, რომელიც ისედაც რამოდენიმე მუხლიღაა დარჩენილი, ჩვენი წინადადებაა – ვრცლად »
S O S ! სოციალური სახელმწიფო – ქართული ოცნების შენიღბული უპასუხისმგებლობა!
ქვეყნის კონსტიტუცია წარმოადგენს ფუძემდებლურ სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც უნდა ასახავდეს იმ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებსა და ნორმებს, რომელზეც დგას საზოგადოებრივი ცხოვრება. იგი განსაზღვრავს ქეეყნის სოციალური წესრიგის საფუძვლებს, ქმნის მოქალაქეების მიერ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის გარანტიებს.
საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. მასში იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური და სოციალური ფუნქციის განხორციელება.
ამის უმთავრესი მიზეზი არის ის სამწუხარო რეალობა, რომ კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს. ვრცლად »
მაღალი IQ („ინტელექტუალური ხარისხი“) პოლიტიკის აუცილებელი პირობაა
ყოფილ პარლამენტართა ჯგუფმა, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა ცოტა ხნის წინ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო კითხვით ,,რატომ უნდა გაიყიდოს, თქვენის აზრით, უცხოელებზე საქართველოს მიწა?“ პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან ამ კითხვას პასუხი არა აქვს. ხელისუფლების ლიდერებმა და პარლამენტარებმა არაპირდაპირ – ანუ დასმული შეკითხვის უხსენებლად, მაგრამ მის კონტექსტში – გააჟღერეს ორი დებულება, რომლებშიც ცადეს თავისი ანტისახელმწიფოებრივი პროექტის – საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვის – მიზეზთა ახსნა, თუმცა, რა თქმა უნდა, არა გამართლება. (ამ კრიმინალური დოკუმენტის შესახებ ჩვენი აზრი გამოქვეყნებული გვაქვს).
პირველი დებულება
მიწას ვყიდით და ვგეგმავთ მის შემდგომ გაყიდვას იმ ფონზე, რომ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომელმაც უცხოელების შეზღუდვა ქართული მიწის საკუთრების უფლებებში ჩათვალა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (პუნქტები 1-3) საწინააღმდეგოდ.
მეორე დებულება ვრცლად »
კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო წლების რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ (ერთი პარტიის წარმმართველი როლით) ერთი და იგივე ფორმატში მიმდინარეობს უკვე მრავალი ათეული წელია. ვრცლად »
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ქართველი მოსახლეობის გარეშე ძირშივე მცდარი პროექტია
პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
მეჩაიეობა საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაის მწვანე ფოთლის (ნედლეული) წარმოებასა და ჩაის სამრეწველო გადამუშავებაში დასაქმებული იყო 170-180 ათასი კომლი. ჩაის პლანტაციების ფართობი 73.0 ათას ჰექტარს შეადგენდა. მეჩაიეობაზე მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქტის 18%, მიღებული მოგების 40%, ხოლო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში ჩაის პროდუქციის წილი 12% აღწევდა. ჩაის წარმოებაში საქართველოს მსოფლიოში მე-5 ადგილი ეკავა, ეხლა კი მე-10 ადგილი გვიკავია. ქვეყანაში ფუნქციონირებდა 150 ჩაის პირველადი გადამუშავებისა და 22 გადამწონი ვრცლად »