- 02 ივნისი 11:24 news.ge
“სახალხო პარტიის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიდი დიღმის საარჩევნო ოლქიდან, ავთანდილ იმნაძის განცხადებით, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის უბნების და ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით თბილისში სავალალო მდგომარეობაა.
„მიმაჩნია, რომ ახალი მოწვევის თბილისის საკრებულოს ინიციატივით უნდა შეიქმნას წარმომადგენლობითი სპეციალური კომისია, ქალაქის ხელისუფლების, პროფესიონალების და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისში ისტორიულ-რელიგიური მნიშვნელობის ზონები. მოახდინოს მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს პასპორტიზაცია და შემუშავდეს ამ ზონების განვითარების კონცეფცია”, – აცხადებს ავთანდილ იმნაძე.