Archive for the ‘საქართველოს ეკლესია’ Category

ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას – 2011

მამუკა გიორგაძე: “ყველაფერი კეთდება, რომ ქართულ ეკლესიას პრობლემები შეექმნას” სახალხო პარტიის ლიდერის მამუკა გიორგაძის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, დაყოს ერთიანი მართმადიდებლური სივრცე და ამ გზით მოახდინოს ეკლესიის დისკრედიტება-რღვევა და დასუსტება. _სააკაშვილი სწორედ იმიტომ მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ მან ყოველივე ქართული უნდა დაშალოს და გაანადგუროს. მათ შორის, საქართველოს ეკლესია, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომელიც არის შემკვრელი ქართლი საზოგადოებისა და [...]

SONY DSC

პარლამენტში ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა ბუნაგია – 2011.03.23

სხვადასხვა სოციალური გამოკითხვებით ბევრჯერ დამტკიცდა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ავტორიტეტით ეკლესია სარგებლობს. ეს კი ჩვენი ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. დღეს ყველა ამბობს, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის. ამტკიცებენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების სათავეში ნაციონალების მოსვლის შემდეგ დაიწყო. ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. მას ის [...]

gerbebi_Page_6

რა იწვევს ანტიეკლესიურ კამპანიას საქართველოში? – 21.10.2009

ქართველი საზოგადოერიობა გაოგნებულია იმ მიზანმიმართული კამპანიით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი საჭისმპყრობლის წინააღმდეგ, რომელსაც მედიაში ხედავს. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, გავუზიაროთ მას არსებული ვითარების ჩვენეული ანალიზის რამდენიმე ხაზი. საქართველოს იდეოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს ეკრანზე ბატონობს (თუმცა ვერ იბატონებდა, ეკრანზე რომ აზრთა და არგუმენტთა თავისუფალი მეტოქეობა სუფევდეს), ორ მახინჯ მომენტს შეიცავს. პირველია ის, რომ აქ სუფევს ყოვლად [...]

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სიონის ეზოში შეიქმნა

ეროვნულ მოძრაობაში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამორჩეული ადგილი ეკავა. პარტია ძალიან ძლიერი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული და მათ ყველა ანგარიშს უწევდა. ედეპეს ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მერე ყველაფერი აირია და დღეს იმ პარტიისგან ფაქტიურად არაფერი აღარ არის დარჩენილი. რატომ იყო ედეპე დასავლეთისა და რუსეთისთვის მიუღებელი, რა რჩევებს აძლევდა მათ პატრიარქი, როგორ გადაიქცა სიონის [...]

ვულოცავ სააკაშვილს: მან მართლმადიდებლობისათვის დევნილი პატიმრები გაიჩინა!

გვესაუბრება სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე: _ იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა მოხდა 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში”, უნდა გავიაზროთ, როგორ ებრძოდნენ მართლმადიდებლობას საქართველოში. საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში მორწმუნეებს პირდაპირ ხვრეტდნენ! შემდეგ მრევლს, მართალია, კედელთან არავინ აყენებდა, მაგრამ თუ ღიად მორწმუნე იყავი, ვერც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდი, ვერც სამსახურეობრივ კარიერას მოიწყობდი, უცხოეთში გამგზავრებაზე რომ არაფერი ითქვას!

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს   საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში   ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი

Powered by WordPress