ყოფილ პარლამენტართა ჯგუფმა, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა ცოტა ხნის წინ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო კითხვით ,,რატომ უნდა გაიყიდოს, თქვენის აზრით, უცხოელებზე საქართველოს მიწა?“ პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან ამ კითხვას პასუხი არა აქვს. ხელისუფლების ლიდერებმა და პარლამენტარებმა არაპირდაპირ – ანუ დასმული შეკითხვის უხსენებლად, მაგრამ მის კონტექსტში – გააჟღერეს ორი დებულება, რომლებშიც ცადეს თავისი ანტისახელმწიფოებრივი პროექტის – [...]
Archive for the ‘გამოსვლები – წერილები’ Category
კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო წლების რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და კონიუქტურული აუცილებლობის მიხედვით ცვლიდა და „ირგებდა“ ქვეყნის მთავარ დოკუმენტს. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონსტიტუციის ტექსტზე მომუშავე „პროფესიონალ კონსტიტუციონალისტთა“ ძირითადი ნაწილიც უცვლელია. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის „განხილვაც“ [...]
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ქართველი მოსახლეობის გარეშე ძირშივე მცდარი პროექტია
პაატა კოღუაშვილი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი მეჩაიეობა საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაის მწვანე ფოთლის (ნედლეული) წარმოებასა და ჩაის სამრეწველო გადამუშავებაში დასაქმებული იყო 170-180 ათასი კომლი. ჩაის პლანტაციების ფართობი 73.0 ათას ჰექტარს შეადგენდა. მეჩაიეობაზე მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქტის 18%, მიღებული მოგების 40%, ხოლო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში ჩაის პროდუქციის წილი [...]
კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით საგანგაშოა ორმაგი მოქალაქეობის დაშვება
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის პროექტში განსაკუთრებით საგანგაშოა მუხლი 32. პუნქტი 2 – ორმაგი მოქალაქეობის დაშვება. ამ მუხლის მიღება გამოიწვევს დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ტერიტორიებოკუპირებულ ქვეყანაში საშიშია იმ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სხვა, უფრო დიდი ან დაინტერესებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებით არიან დატვირთული. ორმაგი მოქალაქეების, მით უმეტეს, საქართველოს გარეთ მცხოვრებთა პოლიტიკური ინტერესი და მათი მონაწილეობა საქართველოს [...]
კონსტიტუციის პროექტი ფუნდამენტურ გადამუშავებას საჭიროებს
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ გამოაქვეყნა კონსტიტუციის პროექტის სამუშაო ვერსია. კომისიამ, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებითა და ხელისუფლებისადმი ლოიალური „ესპერტებით“ იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ 4 თვე იმუშავა და ოფიციალურად გამოცხადებულ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების ნაცვლად კონსტიტუციის ახალი რედაქცია შემოგვთავაზა. საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს რიგით მეოთხე საკონსტიტუციო პროცესია. რამდენი ხელისუფლებაც გვყავდა ზუსტად იმდენი. ყოველი ხელისუფლება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) [...]
დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან – რა წერია მიართვაში პარლამენტის თავჯდომარის მიმართ?!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით `რატომ უნდა გაიყიდოს სა-ქართველოს მიწა უცხოელებზე?~. შეკითხვასთან ერთად გაახელით განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ: 1. საქართველოში მსოფლიოს ღია ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს [...]
საქართველოს პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ფაქტის გამო
მამუკა გიორგაძე fact2.ge მთელი საქართველო შეძრწუნდა უწმინდესი პატრიარქის მოწამვლის ფაქტის აღკვეთის შესახებ გენერალური პროკურატურის განცხადების შემდეგ – ნუთუ არსებობს საქართველოში ადამიანი, სასულიერო პირი, რომელმაც შეიძლება ხელყოს ქვეყნის ყველაზე საყვარელი და ღვაწლმოსილი ადამიანის, ერის სულიერი მამის სიცოცხლე! ნუთუ ასეთი ზნედაცემული და უმადური ხალხი ვართ!!! ნუთუ მეორდება საუკუნის წინანდელი ტრაგედია?! ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზარზეიმით გვაუწყეს უდიდესი საფრთხის
ეკლესია მხოლოდ გაერთიანებისათვის ზრუნავს
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ჩვენთან არს ღმერთი! საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ღვთის მადლითა და წყალობით ახალი სასწავლო წელი იწყება. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვფიქრობთ იმიტომ, რომ წარსულისა და აწმყოს ანალიზით ხვალინდელი დღის განჭვრეტა გვმართებს, კერძოდ, რა სჭირდება ჩვენს [...]
რატომ გამოიწვევს საქართველოს ეკლესიაში განხეთქილება სახელმწიფოს შეუქცევად რღვევას და რა ძალები არიან დაინტერესებული ამით
2017-01-09 ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან ნინო ხაჩიძე თბილისელები #2 საქართველოს ეკლესიის ლანძღვა (კრიტიკაზე ვინ დაიჩივლებდა?!) კვლავ რჩება ერთ-ერთ აქტუალურ თემად (სხვათა შორის, ქართული ეკლესიის მოწყობის საკითხზე მსჯელობენ ათეისტებიც და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც). ამ ბოლო დროს ამ მიმართულებას კიდევ ერთი სეგმენტიც დაემატა: ამჯერად თავად სასულიერო პირების ნაწილი დაუპირისპირდა ერთმანეთს თვით სატელევიზიო ეთერში და ეს ფაქტი ძალაუფლებისთვის ბრძოლადაც შეირაცხა. [...]
მამუკა გიორგაძე: ,,გაუგებარია, რატომ არის ხსენებული ნაბიჯი ერთადერთი სწორი, ვინ მისცა „ქართულ ოცნებას“ ერთადერთ სიმართლეზე და აბსოლუტური ჭეშმარიტების გამოხატვაზე მონოპოლია? ვითარებაში, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო სრულად ფლობს ინფორმაციას, ცხადია, რომ საუბარია მის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისაგან გასაიდუმლოებაზე”
საქართველოს ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის დადებულმა ხელშეკრულებამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მრავალი დასაფიქრებელი და შემაშფოთებელი ხარვეზი გამოააშკარავა. ნებსით თუ უნებლიედ ხელისუფლებამ თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ დაანახა ქართველ ხალხს თუ მსოფლიო საზოგადოებას.