„ივერიონს“ საარჩევნო სისტემაში შეტანილ ცვლილებებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი,მამუკა გიორგაძე ესაუბრა. -ბატონო მამუკა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებას ეხება, ანუ იცვლება ადრე არსებული ტერიტორიალური პრინციპი და საარჩევნო ოლქები იქმნება არა რაიონების, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, რაც სრული აბსურდია… -უკვე მერამდენედ, საარჩევნო სისტემა გამოიყენება იმ პოლიტიკური ძალის გემოვნების მიხედვით, რომელიც წარმართავს ვითარებას. ხელისუფლება [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
პუტინმა გაახმიანა საქართველოს კონფედერაციის ძველი იდეა
“რუსეთს არ უნდა სამხრეთით ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს არსებობა” მარიამ მჭედლიშვილი ”ახალი თაობა” 19.12.2015 საქართველოში ხმაური მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მიმართ. პუტინის თქმით, კონფლიქტები საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების გზით. მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლადაც. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე რუსეთის ამ გზავნილებში [...]
ჩვენ დასავლეთს და ამერიკას ვუყურებთ არა როგორც პარტნიორს, არამედ, პატრონს!
„არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს“- აღნიშნული განცხადება, „ივერიონის“პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის საშინაო აქტუალური პრობლემების განხილვისას,„სახალხო პარტიის“ ლიდერმა მამუკა გიორგაძემ გააკეთა. 11-12-2015 მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს: „არავინ არ მიიყვანს თინა ხიდაშელის განცხდებების გამო საომარ მოქმედებებამდე საქმეს. ეს უბრალოდ სჭირდებათ პიარისთვის და დაძაბული სივრცის შესაქმნელად. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, თუ როდის და რა [...]
ეკლესიას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი პატიმრების შეწყალების საქმეში მაგრამ, ეს არ ნიშნავს პატრიარქმა პოლიტიკური თანამდებობა შეითავსოს!
„ივერიონს“ პატრიარქის განცხადებაზე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებთ და საზოგადოებაში გავრცელებულ აზრთასხვადასხვაობაზე, „სახალხო პარტიის“ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. -ბატონო მამუკა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაკეთებულ პატრიარქის განცხადებას, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. როგორც გუშინ, საპატრიარქომ განაცხადა, მისმა უწმინდესობამ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ეს იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის გამოხატვა და არა მოთხოვნა – საკანონმდებლო დონეზე დაწყებულიყო ამ [...]
სახელმწიფო ფსიქოლოგიურად არ არის მზად ანტიტერორისტული ღონისძიებების განსახორციელებლად!
„ივერიონს“ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე და შესაძლო გართულებებზე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა. 18-11-2015 -ბატონო მამუკა, მსოფლიო შეძრულია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებით. სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის და სავსებით შესაძლებელია სხვა სახელმწიფოებსაც მოედოს. საინტერესოა თქვენი აზრი, საიდან მოდის ტერორიზმის ფესვები და როგორ შეიძლება მისი შეჩერება? -ერთი ადამიანის ძალადობა მეორეზე – ეს სამყაროს წარმოშობიდან მოდის და [...]
ივანიშვილმა მარგელაშვილი პრეზიდენტად „პლასტელინისგან“ გამოძერწა და ახლა თავს ყველაფრის უფლებას აძლევს!
„ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე„სახალხო პარტიის“ ლიდერი, მამუკა გიორგაძე ესაუბრა. -ბატონო მამუკა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლაში ისევ ამოტივტივდა პრეზიდენტის რეზიდენციის თემა. კატეგორიული იყო ივანიშვილის სიტყვები, „მას სურს თუ არ სურს, ეს ასე უნდა მოხდეს“, ანუ საუბარია მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის აუცილებლობაზე. სხვათაშორის, საზოგადოება კიდევ ერთხელ გააღიზიანა ამ თემის ხელახლა წამოწევამ. ვინაიდან საქმე ეხება პრეზიდენტს და სახელმწიფოს უმაღლეს მთავარსარდალს. როგორია [...]
მამუკა გიორგაძე: ვერ ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელია, მაგრამ ხელისუფლების უკანონო ქმედებები აშკარაა
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ნაბიჯები შემაშფოთებელია. “INFO 9 “ 14:29 / 06.11.2015 როგორც გიორგაძემ „ინფო 9“-ს განუცხადა, ტელეკომპანია წლებია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უკანონობა შეშფოთების საფუძველს იძლევა. „წლების განმავლობაში, „რუსთავი 2“ ჩამოყალიბდა არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება, არამედ როგორც ჩვეულებრივი, ბოლშევიკებისდროინდელი სააგიტაციო, პროპაგანდისტული მანქანა, [...]
,,ხელისუფლება თავიანთი არასწორი მოქმედებებითა თუ უმოქმედობით რუსეთის ინტერესებს ატარებს“
,,ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანა დაპირისპირებამდე მიჰყავს. თავის მხრივ, ნაცმოძრაობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ დესტაბილიზაცია და ოპოზიციის განადგურება მმართველი კოალიციის ინტერესებშია. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არეულობისა და ქაოსისკენ ნაბიჯები მიზანმიმართულად იდგმება. მამუკა გიორგაძე: - საქართველოს საზოგადოებას აყენებენ არჩევანის წინაშე: ან უნდა აღმოვჩნდეთ ქაოსის მორევში, იმიტომ, რომ ეს [...]
ქართული პლატფორმა: „ქოცურ“-„ნაცური“ ალიანსი ენერგეტიკაში და „სემეკი“ მარეგულირებელი სტატუსის და ფუნქციის გარეშე?
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოფიციალურად დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა. განვლილმა სამწლიანმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველა სფეროშინაცვლად პოზიტიური მოლოდინისა, ადგილი აქვს სრულ რეგრესს და უკანდახევას, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ მმართველი ელიტის უმოქმედობას უკავშირდება. მეტიც, ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებაა. ამ ეტაპზე მიმოვიხილავთ ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობის მთავარ დარგს - ენერგეტიკას და [...]
„ქართული პლატფორმა“: რატომ თხოვს საქართველოს მთავრობა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას საქართველოს პარლამენტს?!
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარადგინა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომში: კანონპროექტი). კანონპროექტით (მუხლი 15) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების ჩამონათვალში საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდით 44 00 დასახელებულია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“, 2016 წლისათვის 3,500.0 ათასი ლარის დაფინანსებითა და მომუშავეთა 90 კაციანი შტატით. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ტექსტში მოცემულია ბრჭყალების გარეშე, ე.ი. საქართველოს მთავრობა ცნობს [...]