უკრაინის ეკლესიამ, როგორც იქნა, მიიღო ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, რითაც ავტოკეფალია მიენიჭა, თუმცა ტომოსის ტექსტი საკმაოდ საინტერესოა, რადგან, ჯერ ერთი, უკრაინის ეკლესიამ უარი თქვა უკრაინის საზღვრებს გარეთ არსებულ ეპარქიებზე (უკრაინის ავტოკეფალურად წოდებული ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 20-ან წლებში შეიქმნა, საბჭოთა დროს დევნილობას ემსხვერპლა და უცხოეთში მოქმედებდა) და ფაქტობრივად, უკრაინის ეკლესიისთვის უპირველესი სასულიერო იერარქი მსოფლიო პატრიარქია. ცხადია, [...]
Archive for the ‘პუბლიკაციები – ინტერვიუები’ Category
რა პრობლემები უჩნდება საქართველოს ეკლესიას უკრაინის ტომოსის აღიარებით
რა უფლებებს უზღუდავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ახალ ეკლესიას და რატომ მოუწევთ უკრაინელ სასულიერო პირებს მოსკოვის საპატრიარქოსთან ბრძოლა უკრაინაში არსებული თითოეული ეკლესიისთვის
უკრაინის სასულიერო პირებმა, ანუ უკრაინაში მოქმედმა ორმა არაღიარებულმა ეკლესიამ, 15 დეკემბერს აირჩია წინამძღოლი, რაც იყო მსოფლიო პატრიარქის პირობა, მიტროპოლიტ ფილარეტისთვის ანათემის მოხსნის შემდეგ. ახლა კი უნდა დაიწყოს მსჯელობა უკრაინის ეკლესიის სახელწოდებაზე, შესაბამისად – მისი აღიარების პროცესიც. სახელწოდება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ავტონომიურ ეკლესიას უკვე ჰქვია უკრაინის ეკლესია. როგორ განვითარდება შემდგომ პროცესები და [...]
რატომ ამჯობინა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის ეგზარქოსმა ფილარეტმა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოყოფა უკრაინაში მოქმედ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან შეერთებას
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მხოლოდ დროის ამბავია, თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში არეულობა უკვე გამოიწვია: მოსკოვის საპატრიარქომ ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და რუსი სასულიერო პირები პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში აღარ მოიხსენებენ. თავის მხრივ, იერუსალიმის პატრიარქმაც არ მოუწონა გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქს და ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნებათ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, ოღონდ ფაქტია, რომ საკითხი უნდა [...]
მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2-ის” ხაფანგში
პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა! რუსთავი 2 კვლავ გაიხლართა თავისივე დაგებულ კაკანათში. ვინაიდან ხელისუფლებამ „ოპოზიციური აზრის“ მონოპოლიზებაზე ლიცენზია მისცა, მიაჩნიათ, რომ მათგან ტირაჟირებულ ნებისმიერ ფაქტს ყველა უაპელაციოდ და ერთმნიშვნელოვნად მიიღებს. ამჟამად, მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელების დროს მათი ინტერესი რუსეთის მთავრობისადმი ვანო ჩხარტიშვილის (ანუ დღევანდელი „ოცნების“) მიერ გაკეთებული შეთავაზების გამო საზოგადოების აღშფოთების გამოწვევა [...]
რატომ დაუჯდება ძვირად საქართველოს ეკლესიას უკრაინის ერთი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და როდის იყრიდა კენჭს ფილარეტი რუსეთის პატრიარქად
უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია მოქმედებს, მათ შორის, მრევლის რაოდენობით უპირველესი მოსკოვის საპატრიარქოს დამორჩილებული კიევის ეკლესიაა, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს, რიგით მეორე კი მისგან განდგომილი ფილარეტის ეკლესიაა, რომელიც კარგა ხანია, ცდილობს, მიიღოს ავტოკეფალია. როგორც ჩანს, მსოფლიო, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეს თხოვნა ისმინა და არ არის გამორიცხული, რომ მეუფე ფილარეტმა თავის მიზანს მიაღწიოს. ამ ფაქტისადმი ჩვენს საზოგადოებაში [...]
როგორ თაღლითობენ უცხოელი მიგრანტები საქართველოში ბინადრობის უფლების მარტივად მოსაპოვებლად და როგორ ითბობენ ხელს ქართული სამშენებლო კომპანიები სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე
საქართველოს ტერიტორიაზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების კერძო ქონების შესყიდვა ან თითქმის იმდენივე თანხის დაბანდება კარგა ხანია, ნებისმიერ უცხოელს აძლევს საშუალებას, რომ ინვესტორად მოინათლოს და ბინადრობის უფლება მიიღოს. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ჩათვლით, ბინადრობის უფლება 100 000-მა ადამიანმა მიიღო და ისიც გაირკვა, რომ ერთი უძრავი ქონების ყიდვით, ანუ ერთჯერადად 35 000 აშშ დოლარის დახარჯვით, [...]
რის საფუძველზე ითხოვენ საქართველოს ეკლესიასთან გათანაბრებას საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები
საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, „საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ“, „ქრისტეს ეკლესიამ“, „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“, „მეშვიდე დღის ქრისტიანთა და ვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიურმა იუნიონმა“, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციამ“, „ქართველ მუსლიმანთა კავშირმა“, „წმინდა სამების ეკლესიამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ მათი უფლებები ირღვევა, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დაწესებული [...]
რატომ ნიშნავენ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთის საპატრიარქოებში თავიანთ ოფიციალურ წარმომადგენლებს და როგორ გამოაცხადა საქართველოს წმიდა სინოდმა რუსეთის იმპერიისა და რუსეთის ეკლესიის ქმედებები დანაშაულად
14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მათი წარმომადგენელი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაინიშნა. ინფორმაციამ უსიამოვნო ნალექი დატოვა საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გულში (სავსებით ბუნებრივად) და მართლაც გააჩინა სსრკ-ს დროინდელი ცეკას მეორე მდივნის ასოციაცია, რომელსაც მოსკოვი ნიშნავდა. ცეცხლზე ნავთის დასხმა არც ჩვენმა თანამემამულე თეოლოგებმა და არათეოლოგებმა დაინანეს და ისეთი ამბავი შეიქნა, თითქოს რუსეთის ეკლესიამ [...]
„ჟორდანიას მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას ვერც შეძლებდა, რადგან ეროვნული სახელმწიფოს შექმნისთვის არ უბრძოლიათ“
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგნი დადებითად აფასებენ „სოციალ-დემოკრატების“ ნამოქმედარს, ზოგნი კი უწუნებენ არაეროვნულობას და იმას, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემქმნელნი კონსტანტინეპოლის გავლით პარიზში ემიგრაციაში გაიქცნენ, ხოლო ხალხი ბოლშევიკებს შეატოვეს. როგორია ამასთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების პოზიცია?! ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა. მამუკა გიორგაძე: არც მე ვარ მაინცდამაინც აღფრთოვანებული „სოციალ-დემოკრატების“ ხელისუფლებით. მათ [...]
„ვარდების მოედანს“ სახელს უცვლიან და ავიწყდებათ, რომ თბილისის რამდენიმე ქუჩას ტირანი ბოლშევიკების სახელი ჰქვია“
„რესპუბლიკის მოედანს“ სახელის ხშირი ცვლილება დაებედა. 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2005 წლიდან მოყოლებული, ამ მოედანს „ვარდების რევოლუციის მოედანი“ ეწოდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ამ მოედნისთვის „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ სახელი დაებრუნებინათ, როგორც ეს იმთავითვე იყო, ოღონდ მაშინ ცოტა შეკვეცილი ფორმით მოიხსენიებოდა-„რესპუბლიკის მოედანი“. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ამ სურვილის განხორციელება კარგა [...]