სოციალურ ქსელით მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერის გავრცელებამ, რომელშიც, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორი ნაცმოძრაობის ლიდერებს ესაუბრება “რევოლუციურ სცენარზე”, ქართულ მასმედიაში „მწვავე დისკუსიის“ საბაბი გახდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მასალის აუთენტურობას დაეთმო.
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
საარჩევნო ბლოკი ჩვენები – სახალხო პარტია N23 – 23 ამოცანა და მათი გადაწყვეტის ვადები
ჩვენი ძალა სიმართლეშია!!! საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის და მისი სწორი გზით განვითარებისთვის საჭიროა ყველა ეროვნული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ჯგუფების გაერთიანება და ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი საზოგადოებრივ – პოლიტიკური [...]
საქართველოში პოლიტიკური კაზინოს ადგილი არ არის!
ხელისუფლების წაუგებელი თამაში კაზინოს პრინციპით წინასაარჩევნო პერიოდი, თითქოსდა, უჩვეულოდ მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან პენსიონერთა გულის მოგებაში, მეტი პენსიის დაპირებით. არც ახალგაზრდებს ივიწყებენ და ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციის პირობას დებენ. სექსუალურ უმცირესობებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ჰპირდებიან, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებს გარანტიას აძლევენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებას შეიტანენ და ოჯახად მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობას აღიარებენ. [...]
მამუკა გიორგაძე პუტინის თაყვანისმცემელ ნინო ბურჯანაძესთან დებატებზე თანახმაა.
30 აგვისტოს „რუსთავი-2“-ის ეთერით გასული გადაცემის მსვლელობისას „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზაციის ლიდერმა, საკუთარ პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით გარკვეული კომენტარები გაკეთა. ჩვენი შეფასებით, ქალბატონი ნინო, რბილად რომ ვთქვათ, ეშმაკობს და ცდილობს საკუთარი ცოდვები სხვას გადააბრალოს. მის პოლიტიკურ ცუღლუტობას ყურადღებას არ მივაქცევდით, იგი რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ერთ-ერთ პოსტულატს რომ არ აჟღერებდეს. . ქ-ნი ნინოს განმარტებით, იგი იყო [...]
საქართველო იმსახურებს სრულფასოვან ხელისუფლებას
ჩვენ ვართ ქართველ პატრიოტთა ჯერჯერობით არაფორმალური კავშირი, რომელთაც მიზნად გვაქვს ბრძოლა საქართველოს გადარჩენისათვის. ჩვენი კავშირი მოიცავს მხოლოდ ისეთ ადამიანებს, სრულწლოვნების ასაკიდან და ზევით, რომელნიც ნაბრძოლნი ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დაცვისათვის ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, ან, ასაკის შესაბამისად, თავს ამ ადამიანთა მორალურ მემკვიდრეებად ვრაცხთ. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში გამოგვყავს ჩვენი კავშირის წევრები ახალგაზრდობიდან [...]
კიდევ ერთხელ – სისტემა უნდა დაინგრეს.
საქართველოში კვლავ მუდმივ პრობლემად რჩება ხელისუფლების მიერ ძალოვანი უწყებების პოლიტიკურ პროცესებში გამოყენება. წინა და დღევანდელი ხელისუფლებები თავს იწონებდნენ სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზაციის წარმატებული განხორციელებით, თუმცა, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. ბოლო დღეების განმავლობაში სხვა და სხვა უმაღლესი თანამდებობის მქონე ფიგურისგან, უკვე მერამდენედ, ხდება ძალოვანი სტრუქტურებისა და ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობის დადანაშაულება პოლიტიკურ ზეწოლაში. მათი განცხადებები (მოგვწონს ჩვენ თუ არა [...]
ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოუძიებლობა ხელისუფლების, არა მხოლოდ უნიათობაზე, არამედ მავნებლობაში თანამონაწილერობაზე მიგვანიშნებს, რაც ბევრად უფრო უარესია.
ქართული “პოლიტელიტა” ჭირს კი მალავს, მაგრამ ჭირი არ მალავს თავს. თურქეთში მომხდარმა ტერაქტმა, რომელმაც მსოფლიო შეძრა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა 2012 წლის ლაფანყურის მოვლენები. დაგვაფიქრა ვინ მართავდა და მართავს საქართველოს და მათ ხელში რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.
ქართული ოცნების ახდენილი ოცნება – ნაცები ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩებიან.
1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია იმართება. დამთავრდა კამათი სესიაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაზე, მაგრამ არ ცხრება ვნებათაღელვა გიგი წერეთლის ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რუსული დელეგაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიგი წერეთლის კანდიდატურას. „ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – [...]
,,სახალხო პარტიის” განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანტისახელმწოფოებრივ ქმედებებზე.
როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ, დემონსტრაციულად და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას - სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ. ჩვენი აზრით, ეს თავდაცვის მინისტრის მორიგი დემარშია ,,ვიღაცის” ყურადღების მისაპყრობად, რადგან ნატო არცერთ დოკუმენტში არ ითხოვს სავალდებულო გაწვევის გაუქმებას და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები, მაგ. პოლონეთი, უკვე ნანობს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას და სერიოზულად ფიქრობს საკუთარი [...]
ხიდაშელის მიხედვით რუსეთის კი არა “ჩუტყვავილასი” უნდა გვეშინოდეს
თავდაცვის მინისტრ თ. ხიდაშელის უპასუხისმგებლო ქმედებების შესახებ “სახალხო პარტიას” მრავალჯერ აღუნიშნავს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა (ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილები) მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ქმედებებისა და გამონათქვამების შესახებ. ეს დღეებია შემსწრენი ვართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მორიგი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განცხადებების კასკადის. ჯერ ვაშინგტონში კვლევითი ცენტრის – ,,ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებულ [...]