არაკომპეტენტური, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების ქმედება, ქვეყანას ზარალის მეტს არაფერს მოუტანს დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას, როცა ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხთა გარშემო დასმულ შეკითხვებზე დუმილის პოზიციას ირჩევს, რითაც არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკუთარ უნიათობასა და არაქმედითუნარიანობაში იმხელს თავს. თუმცა, ამით ეს თემები საზოგადოების ყურადღების არედან მაინც არ იხსნება. [...]
Archive for the ‘განცხადებები – მიმართვები’ Category
მივიღოთ მიწათსარგებლობის ახალი რეალისტური კანონი
საქართველოს პარლამენტს თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების – კერძოდ, საკვები რესურსების შემცირების – პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს პირველ რიგში ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება, და ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. დამახასიათებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ, [...]
“სახალხო პარტია” – რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ მინსკის მოლაპარაკების შედეგებიდან
“ივერიონი” 13-02-2015, 13:15 ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო მინსკში გამართული მეტად დაძაბული მოლაპარაკებისკენ. მოლაპარაკებათა შედეგების შეფასებისას, აუცილებელია აღინიშნოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლები, რომელიც, არა მარტო უკრაინის შემდგომ ბედზე მოახდენს გავლენას, არამედ, ბუნებრივია, აისახება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც. მისასალმებელია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ტყვეთა უპირობო გაცვლის შესახებ შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ ზოგი მნიშვნელოვანი (მაგალითად ყირიმი) [...]
“სახალხო პარტიის” განცხადება საყდრისის ოქროს საბადოს გამო
რუსული კომპანია რმჯ-ი გოლდი ხელისუფლების მხარდაჭერით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საყდრისის უძველესი ოქროსმომპოვებელი საბადოს ვანდალურ განადგურებას, რომლის უკან იმდენად დიდი მატერიალური ინტერესი და ძალები დგას, რომ ისინი არ ითვალისწინებენ არც ქართველი და არც უცხოელი მეცნიერების, არც საქართველოს ეკლესიის და არც სამოქალაქო საზოგადოების, არც ახალგაზრდებისა და არც უფროსი თაობის, ერთი სიტყვით საქართველოს და საქმეში ჩახედული მსოფლიოს მოქალაქეთა [...]
განცხადება – გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშრებით
,,სახალხო პარტია“ პროტესტს აცხადებს მთავრობის გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების – გაზის ტარიფის კომერციული სექტორისათვის გაზრდის გამო, რაც გაახმოვანა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვინმე მ. ვალიშვილმა, ქალბატონმა რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც ამ პოლიტიკურ თანამდებობაზე იყო მოკალათებული. ქალბატონის განცხადებით, ეს ცვლილება მოხდება აპრილის თვიდან და მიზეზად ლარის კურსის ვარდნა დაასახელა. ანუ, მინისტრის მოადგილემ წინასწარ დაანონსა ლარის კურსის კიდევ [...]
განცხადება – ტერმინი – “სამხრეთ ოსეთი”-ს გამო
რადიო ,,თავისუფლების“ ევროპის ბიუროსთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ცხინვალის რეგიონი მოიხსენია ,,სამხრეთ ოსეთად“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სხვა და სხვა ოფიციალური პირები ამ დასახელებით მოიხსენიებენ ოფიციალურად სხვა სახელწოდების რეგიონს. ყველა და ყველა და ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მაინც კი უნდა იცოდეს ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილება, ამ ტერმინის ხმარებაში აკრძალვის შესახებ. ,,სახალხო [...]
ლეოპოლდის სინდრომი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული დილემა!
3-02-2015, 13:37 “ივერიონი” 2014 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილ იქნა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (http://www.parliament.ge/ge/law/7964/16269), რომლის ავტორები განმარტებითი ბარათის მიხედვით არიან საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. იქვე განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი „შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებით [...]
სახალხო პარტიის განცხადება ე.წ. „არასამთავრობოების“ საქმიანობის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით
„სახალხო პარტია“ დადებითად აფასებს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ე.წ. „არასამთავრობოების“ საქმიანობის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა 28 იანვრის სატელევიზიო ინტერვიუს დროს. სამოქალაქო საზოგადოების იმიჯს ამოფარებული გარკვეული ჯგუფები და პიროვნებები სხვადასხვა სახელისუფლებო ძალებისა და ხშირ შემთხვევაში საეჭვო წარმოშობის ფინანსების მეშვეობით დროთა განმავლობაში (მინიმუმ 15 წლიან პერიოდში) ჩამოყალიბდნენ სამოქალაქო და მედია სივრცეში მონოპოლისტ კასტად. ამა თუ [...]
“სახალხო პარტია” განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს.
-”რამოდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, მეორეს მხრივ, “თავისუფალ დემოკრატების” შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური ფაქტის შეფასებაა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობიერებელმა ადამიანმა, შეიძლება, საქმის კეთების [...]
პლასტელინი სიცივეში მაგრდება, მაგრამ “მიჯირყვნის” შემდეგ კვლავ მორჩილი ხდება
“სახალხო პარტია” სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. -”პრეზიდენტადწოდებულმა მარგველაშვილმა გამოთქვა მზაობა რუსეთთან ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის განსახილველად პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად. ,,სახალხო პარტიამ” წერილობით მიმართა, რომ ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში წარუდგენდა პარტიის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხზე, რომელთა ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებებშიც აისახა, მაგრამ მისი რეალიზება არ [...]