“ნაციონალების“ აქციის უკან რუსეთი დგას

giorgadze_mamuka

Oct 31, 2014   kvira.ge

,ნაციონალების“ აქციის უკან რუსეთი დგას და საქართველოს შიდა პოლიტიკაში ვითარებას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ”, – ეს განცხადება სახალხო პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ “ახალ თაობასთან” გააკეთა.
,,ეს ფაქტობრივი მასალით არის დადასტურებული. მთელი რიგი პროცესები შეთანხმებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 1999 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჟვანია- სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი იყო რუსეთის ფსბ-ს პიარკამპანიის ჯგუფი, ვინმე სიტნიკოვის ხელმძღვანელობით, ეს სიტნიკოვი დღეს უკრაინის რადას არჩევნებში იყო მთავარი პიარორგანიზატორი. ეს ფაქტები დამალული არ არის”,-აცხადებს გიორგაძე. მისივე განმარტებით, 15 ნოემბერს ,,ნაციონალების“ მიერ დაანონსებული აქცია აფხაზეთის საკითხებზე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის დაგეგმილი და ორგანიზებული.
,,აფხაზეთის თემის შესახებ ყველაზე ხშირად საუბრობს ყველაზე დისკრედიტებული პოლიტიკური ძალა. ბევრი ღირსეული ადამიანი დგას აფხაზეთის თემის გარშემო მყარ და სწორ პოზიციაზე, ეს ხალხი უნდათ ჩაძირონ და გასვრილმა ხალხმა უნდა ილაპარაკოს ამაზე. კოდორის ჩამბარებელი ხალხი აფხაზეთზე საუბრობს? სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის მირთმეულია ის, რომ პროდასავლური განწყობები შემცირდა საქართველოში”,-აცხადებს სახალხო პარტიის თავმჯდომარე გამოცემასთან ინტერვიუში. როგორც ის ამბობს, ამას ისიც ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე და მისი წასვლის შემდეგ განწყობები შეიცვალა. ,,სანამ სააკაშვილი იქნება აფხაზეთის თემის მთავარი მედროშე, ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის თემა ყოველთვის იქნება იგნორირებული”,-აცხადებს გიორგაძე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress