ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი დისიდენტი, “სახალხო პარტიის” მთავარი კომიტეტის წევრი მარიამ (მარიკა ) ბაღდავაძე. 80 იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი მარიკა ბაღდავაძე დისდენტურ მოძრაობაში ახალგაზრდა,17 წლის ასაკში ჩაერთო. რთულ გზას - დაპატიმრებებს, რეპრესიებს ისე გაუძლო არ დაუწუწუნია, პირიქით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების, რეჟიმთან ბრძოლის, შეუპოვრობის და გაუტეხლობის მაგალითს [...]
Archive for March 9th, 2020
რატომ არის საქართველოს საზღვრის მიმდებარე მიწები გაყიდული კერძო პირებზე და რატომ შემცირდა 25 კილომეტრიდან 500 მეტრამდე საზღვრის პერიმეტრზე მიწაზე არსებული საგანგებო რეჟიმი
March 9th, 2020 shalva chkhaidze
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაბამის კანონში შედის ცვლილება, რის თანახმადაც ეკლესია-მონასტრებს ზოგ ადგილას გადაეცემა მიმდებარე ტყის მასივები, არასამთავრობო სექტორიც ამოძრავდა და საქართველოში არსებულმა ზოგიერთმა კონფესიამაც გამოთქვა პროტესტი – არათანაბარ პირობებში ვართო. უნდა შევნიშნოთ ერთი უცნაური ტენდენცია – პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოელთა ნაწილი, რომლებიც კონკორდატს აპროტესტებენ, მიიჩნევენ, რომ