ნოდარ ნათაძე, მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი ჩვენს მოვალეობად ვრაცხთ, საქართველოს საზოგადოებას მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ერთი ასპექტის შესახებ და იმ საშვილიშვილო უბედურების შესახებ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის შეგნებული ან შეუგნებელი მტრები გვიმზადებენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს განვითარების ჰუმანისტური პროცესი, რომლის რიგითი მონაწილენი ჩვენც, ქართველი პატრიოტები და ადამიანის ადამიანურ უფლებათა (Human Rights) [...]