აბიტურიენტთა კასტინგის შემდეგ პოლიტიკოსთა კასტინგმა ჩვენი საზოგადოება გაახალისა. გაჩნდა სხვადასხვანაირი ვერსიები, მათ შორის, ისეთიც, რომ პოლიტიკურ ლიდერად შექმნას პოლიტიკური ქარტეხილი სჭირდება და არა მიმინოშვილის ტრენინგები. ცალკეულმა ექსპერტებმა მაია მიმინოშვილის ჩართვა ამ საქმეში იმით ახსნეს, რომ „ქართული ოცნება“ შვიდ წელიწადში დაბერდა და მას მომავალი აღარ აქვს. ამიტომაც ახალი სახეების მოზიდვას მიმინოშვილის მეშვეობით ცდილობენ, თუმცა პარტიაში მხოლოდ მედროვეები და ფულზე [...]