ჟურნალ ,,საბჭოთა ხელოვნების” ამა წლის მეექვსე ნომერი თითქმის მთლიანად მიძღვნილია დიდი ქართველი მამულიშვილის საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის მამამთავრის ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი. ჟურნალი იხსნება ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას სტატიით ,,ილია ჭავჭავაძე და სალიტერატურო ქართული ენის ერთიანობის საკითხი.” აკადემიკოსი ა. ჩიქობავა მოგვითხრობს თუ როგორ და ვისი მეოხებით მოხდა ქართული ენის რეფორმა მეცხრამეტე საუკუნეში და ამბობს, რომ საკითხი გადაწყდა [...]
Archive for March 18th, 2018
ნოე ცინცაძე – ივერია #20 11 1978 პარიზი – მიხეილ ქავთარაძე
ოცდაცხრა სექტემბერს ლევილის სასაფლაოზე სასაფლაოზე დაიკრძალა ოთხმოცდაათი წლის ასაკში გარდაცვლილი ნოე ცინცაძე. განსვენებული, განათლებით ფიზიკოს _ მათემატიკოსი იყო. დამოუკიდებლობის ხანაში მას განათლების მინისტრის თანაშემწის თანამდებობა ჰქონდა. ახალგაზრდა სემინარისტობის დროიდან სოციალისტურ მოძრაობაში ჩართულმა, მან თავის თანამოაზრეთა მსგავსი ცხოვრება განვლო.
ელიზბარ ვაჩნაძის მოგონებანი
ივერია #20 11 1978 პარიზი ქვემოთ მოყვანილ მოგონებას თავისი პატარა ისტორია აქვს, რომელიც საჭიროა მკითხველმა იცოდეს. აქ მოყვანილი ტექსტი ელიზბარს არ დაუწერია, არამედ ჩემს მიერ არის ჩაწერილი მისი ნაამბობის მიხედვით. 1945 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში, ელიზბარ ვაჩნაძე, მიტო სინჯიკაშვილი, ვინმე ქარდავა და მე, რადგან დაბომბვისა გამო მატარებლები არ მოძრაობდნენ, ზალცბურგიდან ფეხით მოკლე გზით გადავედით იტალიაში. [...]
წ ა რ ს უ ლ ი ს ს უ რ ა თ ე ბ ი – გივი გაბლიანი
ივერია #20 11 1978 პარიზი ამერიკელმა მოგზაურმა მაინარდ ოუენ ვილიმსმა 1918 წლის ოქტომბრის ამერიკულ გეოგრაფიულ ჟურნალში ვრცელი ნარკვევი მოათავსა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ის დასწრებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის და კათალიკოსის კურთხევის ზეიმს მცხეთაში, 1917 წლის 12 ოქტომბერს. იგი ამ ზეიმის მომხიბლავ სურათებს აღწერს: ქალ-ვაჟთა გუნდს და ჩვენი რელიგიის ,,ჩემპიონებს” _ [...]