საქართველოს საპატრიარქომ მიმდინარე წლის 14 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო: „იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“. მეორე დღეს მის უწმინდესობასთან შეხვედრა ითხოვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, შეთავსებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლაგამოჩენილმა „მოხალისე ვექილმა“. [...]