„საქართველო“, 1917, №269 ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია, მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსკენ ძლევამოსილებით გაფენილი, მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ვერცერთს [...]