რეზონანსი 25.02.2015 თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ კი, საკვები რესურსების შემცირების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. პირველ რიგში ეს ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება. თანაც ეს ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური [...]