“საქართველო და მსოფლიო” 17 07 2013 ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მრავალ განსახილველ საკითხთა შორის მთავარი დისკუსიის საგანი გახდა. საზოგადოების აზრი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა, რამაც განსხვავებული ვარაუდები გააჩინა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ამ განცხადებაში თითქოს მწვავედ მიმდინარე მოვლენებისადმი ივანიშვილის ფარული შიში აღმოაჩინა, ზოგმა ის, უბრალოდ, «დემოკრატიის შუქურად» მონათლა, რომელიც პოლიტიკიდან არა ხალხის იძულებით, არამედ საკუთარი [...]