9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთგვაროვანი თარიღია. ესაა უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამავდროულად, 9 აპრილი ჩვენს ცნობიერებაში სიმტკიცის, თავდადების, ერთიანობისა და სიამაყის სიმბოლოდ დამკვიდრდა. დღეს ხშირად მოისმენთ – როგორ გვიყვარდა ერთმანეთი იმ დროს, როგორ ერთად ვიდექით, რა ერთიანნი ვიყავით…
იმ ტრაგიკული და გმირული მოვლენების უშუალო და აქტიური მონაწილე მორაგბეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი იყო და მრავალი თვითმხილველი ამბობს, რომ სწორედ მორაგბეების დამსახურებაა, რომ 9 აპრილს მთავრობის სახლთან უფრო მეტი ხალხი არ დაიღუპა, ხოლო ტელევიზიის შენობასთან განხორციელებულ დარბევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მორაგბეთა ჯგუფმა სადამსჯელო რაზმების დარტყმა საკუთარ თავზე ვაჟკაცურად მიიღო და ამით უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. Worldrugby.ge-მ იმ დღეების კიდევ ერთხელ გახსენება გადაწყვიტა და რესპონდენტებად იმ მოვლენების ორი მონაწილე აირჩია: მამუკა გიორგაძე და გუგა (გიორგი) გეგენავა. ვრცლად »