სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში რუსული ხელისუფლებაა – 2009

mamuka
  • 18 მარტი 2009
    შორენა კოწოწაშვილი.
    ინტერვიუ `სახალხო პარტიის~ ლიდერ მამუკა გიორგაძესთან. 
        _ ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს?
    ფაქტია, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. . .
    _ შეგვიძლია ბოლო 20 წლის პერიოდს გადავხედოთ და მივხვდებით, რომ რაიმე ახალი ნამდვილად არ ხდება. უკვე მერამდენედ მეორდება იგივე. ერთსა და იგივე მდგომარეობაში ვართ და შემდეგ გვიკვირს, რომ საშველი არ გვაქვს. ხდება ვითარების მაქსიმალური დაძაბვა. ხდება საზოგადოების პოლარიზაცია არა პოლიტიკური პრინციპე-ბის, არა კონცეპტუალური ხედვების, არამედ იმის მიხედვით, თუ ვის რა დამოკიდებუ-ლება აქვს ერთ ან ორ კონკრეტულ პიროვნებასთან, შემდეგ ხდება მათი დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, უკვე იოლი სამართავი ხდება მასა, რომელსაც თვითმიზნად აქვს ქცეული ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლა. დღესაც იგივე ხდება. იმდენად დიდია ზიზღი და წინააღმდეგობა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, რომ უკვე საზოგადოება არც პოლიტიკურ კონცეფციებს ითხოვს, არც პროგრამებსა და პრინციპებს. პრაქტიკუ-ლად, ხდება ის, რომ ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და მერე თუ გინდა ყველაფერი დაქცეულა.
    _ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მთავარია პირველი პრობლემა მოგვარდეს, პრეზიდენტი გადადგეს და დანარჩენი შემდგომში მოგვარდება.
    _ უბედურება ის არის, რომ ცხოვრება ასე ეტაპებად არ არის დაყოფილი: ჯერ ამ ეტაპს გადავლახავ, მერე _ იმ ეტაპს. პოლიტიკური ცხოვრება ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც დღეს ვსვამთ მთავარ საკითხს, თუ რა არის მთავარი ამოცანა, ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ. მთავარი ამოცანა სააკაშვილის წასვლაა? _ მთავარი ამოცანა არ არის სააკაშვილის წასვლა. სააკაშვილის წასვლა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ შევასრულოთ მთავარი ამოცანა. მთავარი ამოცანა აქ არის ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. სააკაშვილის წასვლა არის აუცილებლობა და არა მიზანი, მიშა სააკაშვილის წასვლა გვჭირდება იმისათვის, რომ დავიწყოთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. სააკაშვილი არა თუ არ იძლევა ამის შესაძლებლობას, არამედ პირიქით, მას ხელს უშლის და ანგრევს, რამდენადაც ეს ხელეწიფება. ამიტომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სააკაშვილს, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, ამავდროულად არ უნდა გადაიწიოს ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრა დღეს. რადგან ეს შემდგომ პლანზე იწევს, მინიმუმ, კარგავს დროს. დაახლოებით 2 წლით ვშორდებით მიზანს. შეიძლება ვინმემ თქვას, როგორ უნდა დაიწყონ სახელმწიფოს მშე-ნებლობის საფუძვლების ჩაყრა, სააკაშვილი ხელს უშლისო. შეიძლება, ის ხელს უშლის, მაგრამ პროექტების მომზადებაში ვინ გვიშლის ხელს?!ვინ გვიშლის ხელს იმაში, რომ დავდოთ კონცეპტუალური ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი საქართველო. დავდოთ კონცეპტუალური ხედვები იმ ძირითადი საფრთხეების შესახებ, რომელიც შეიძლება ხვალ ზეგ დაგვიდგეს. ამ საფრთხეების მოგვარების გზები დღესვე უნდა განვსაზრვროთ. ესეც ხომ დროს ითხოვს. ამასაც ხომ მუშაობა სჭირდება. რატომ ვკარგავთ ამ დროს, ეს ჩემთვის გაუგებარია.
    _ რას ნიშნავს ოპოზიციის მხრიდან აქცენტების გაკეთება მხოლოდ სააკაშვილის წასვლაზე?
    _ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მეტზე არაფერზე ვილაპარაკოთ, გარდა სააკაშვი-ლის წასვლისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ან მზად არა ვართ იმისათვის, რომ ასეთ სერიო-ზულ და კონცეპრუალურ საკითხებზე ვილაპარაკოთ, ან, ელემენტარულად, არ ვიცით, ხვალ რა პასუხის გაცემა მოგვიწევს პატრონებისათვის. შესაბამისად რასაც პატრონი გვეტყვის, ის უნდა გავაკეთოთ. მესამე არის ის, რომ უბრალოდ არ ვიცით და ტვინი არ გვყოფნის.
    _ ფაქტია, რომ ოპოზიციის სხვადასხვა ძალას განსხვავებული სამოქმედო ნაბიჯები აქვს და ერთიანი ძალით ოპოზიცია არ მოქმედებს. ამ დროს ჩნდება ინფორმაციები რუსულ სცენარსა და რუსულ დაფინანსებაზე. ამ ფონზე რამდენად სესაძლებელია, ოპო-ზიციამ ვერ გათვალოს რეალური საფრთხე და რას უნდა ველოდეთ, ახალ რევოლუციას?
    _ თქვენს შეკითხვაში მთავარი ფრაზა არის სასურველი ამოცანა. რა არის ეს სასურველი მიზანი. აი აქ დგება საუბარი ამ სიტყვაში ყველა სხვადასხვა მონაცემს დებს. რა არის სასურველი მიზანი _ სააკაშვილის წასვლა? ეს აუცილებლად მოხდება დღეს თუ არა ხვალ. ბოლოს და ბოლოს, მისი პატრონი მოჰკიდებს ხელს და წაიყვანს. თუ სასურველ მიზანში ქართული სახელმწიფოს მშენებლობას ვდებთ, მაშინ ეს გაურკვევლობა, რომელზედაც ზემოთ ვსაუბრობდი, ხელს უშლის ამ მიზნის მიღწევას. თვითონ სიტყვებში _ სასურველი მიზანი _ იდება თითოეული პოლიტიკური პარტიის ხედვა და გარკვეულწილად ამით ხდება საზოგადოების მოტყუება. თუ სააკაშვილის წინააღმდეგ არის, ასე ვთქვად, ერთჯერადი ამოცანა, მაშინ ერთჯერად ამოცანას ოპოზიციის გაუერთიანებლობა ხელს როგორ არ უშლის. ვის ატყუებენ ამით? თუ ეს არ არის ერთჯერადი ამოცანა  და უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ უნდა ჩამოაყალიბო, რა კონცეპტუალური განსხვავებებია. ვინმემ ხომ უნდა აგვიხსნას, რა კონცეპტუალური განსხვავებებია ალასანიას ალიანსს, გაერთიანებულ ოპოზიციას, ნინო ბურჯანაძის ჯგუფს შორის? აღარაფერს ვამბობ სააკაშვილთან მიმართებით. რატომ ვერ ერთიანდებიან ეს ადამიანები? მათი მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია რაიმე კონკრეტული პროგრამული შეხედულებები, ისეთი, როგორიც არის საქართველოს მომავალი კონფედერაციულ მოწყობასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითად ინტერესს წარმოადგენს, როგორიც არის საქართველოს ფედერირე-ბასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე რუსეთის ინტერესებშია. ნეიტრალიტეტი უფრო მეტად არის პროპაგანდირებული, მაგრამ კონცეპტუალურად არც ერთ რაიმე მნიშვნელოვან დოკუმენტში ჩვენ ეს ვერ ვნახეთ, ვერ ვნახეთ დამოკიდებულება ქართულ ღირებულებებთან. არ ვიცით, ამ ფრაზის მიღმა რას თვლიან, როგორც წესი, საუბრობენ
    გენდერულ თავისუფლებასა და სექსუალური უმცირესობის დაცვაზე. არა მგონია, ქართულ ღირებულებებში გენდერული თანასწორობა ან სექსუალური უმცირესობების დაცვა შედიოდეს, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ზოგადად დემოკრატიული საარჩევნო
    კანონი კარგია, რას დებენ ამ ცნების მიღმა? თორემ სააკაშვილიც დემოკრატიულ საარჩევნო კანონზე საუბრობს. დემოკრატიულ კანონებზე საუბრობდა ე. წ. გაერთიანებუ-
    ლი ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა, ხელისუფლებასთან ერთად გაეყო საარჩევნო ადმინისტრაცია და მოეპოვებინა პრივილეგირებული მდგომარეობა საარჩევნო ადმინისტ-რაციაში. ეს არის დემოკრატიული საარჩევნო კანონი ან დამოკიდებულება თუნდაც არსებულ რეჟიმთან? თითქმის Yყველა ლანძღავს ამ რეჟიმს, მაგრამ როგორც შემდგომ ვიგებთ, ამ ძალებს აქვთ არა მხოლოდ კონტაქტი ამ ხელისუფლებასთან, არამედ მჭიდრო კონსულტაციებიც, რაც ასევე გაოცებას იწვევს. არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ოპოზიციის ლიდერების პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. თუ მოვისმინეთ _ ისეთი შემაშფოთებელი, რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ ხელისუფლებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის. ორივე მხარე ითხოვს, რომ აღიარებულ იქნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ფედერაციული სახელმწიფოს მოწყობა. ჩვენ ვერც პრაქტიკულ მოქმედებაში ვნახეთ განსხვავებები, იმიტომ, რომ ამ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი _ ალასანია, ბურჯანაძე, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები _ კრიმინალი სა-ნაკოევის მოსვლას პარლამენტში მიესალმებოდა, მიესალმებოდა მის ჩართვას საერთაშო-რისო ურთიერთობებში, პრაქტიკულად, ხელს უწყობდა სააკაშვილს საქართველოს ძირძველი კუთხის შიდა ქართლის მთიანეთის ჩამოცილებასა და იქ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაში. კიდევ ვიმეორებ ამ პოლიტიკურმა ძალებმა ან საერთოდ არ იციან, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო, ან იციან და დღეს ვერ ბედავენ ამის თქმას და მხოლოდ რესპუბლიკური პარტია ბედავს ცალსახად განაცხა-დოს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ეს აზრი საზოგადოებაში არაპოპულარულია და მესამე _ ელოდებიან, პატრონი რა შეკვეთას მისცემს.
    _ რას ვერ ბედავს ოპოზიცია?
    _ სწორდ ამ თემაზე საუბარს. დღეს, ელემენტარულად, ძირითადი პოლიტიკური პარ-ტიების წარმმართველი, გარე ფაქტორი მაქვს მხედველობაში, არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. როგორც ჩანს ეს პოლიტიკური ძალები ვერ ბედავენ ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია. არ ეწყინოს რუსეთს, იმიტომ, რომ საკმარისია განაცხადოს ამ თემაზე რუსეთისათვის მიუღებელი პასუხი, რომ ბევრ პოლიტიკურ ჯგუფს, დაწყებული სააკაშვილით და დამთავრებული თუნდაც ე.წ. ოპოზიციით, შეუწყდება მხარდაჭერა. ამიტომ საუბრობენ ზოგადი ტერმინოლოგიით, ისეთ თემებზე, რომელიც რუსეთს არ გააღიზიანებს, ანუ არ საუბრობენ ქართული პრობლემატიკისათვის დამახასიათებელ თემებზე. ამიტომ ბევრი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ჩნდება ეჭვი, რომ ეს ადამიანები,
    როგორც სააკაშვილის ხელისუფლება, ერთი რეჟიმისაგან იმართება. როგორ შეიძლებოდა 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად დაჯდომა?! ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. რატომ აძლევს ოპოზიცია დროს სააკაშვილის ხელისუფლებას? ვის ატყუებენ, რას ატყუებენ? ბრძოლა უნდათ _   ვიბრძოლოთ, გავიდეთ. 20 იანვარს ხალხი თითქოს იმიტომ არ წაიყვანეს რუსთაველზე, რომ შესაძლებელი იყო სროლა. რა გარანტიაა, რომ სროლა არ იქნება 9 აპრილს?! ჩემთვის ეს თემები ცოტა გაუგებარი და გაურკვეველია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ
    ბრძოლაა, ბრძოლა იყოს. მთელი უბედურება ის არის, რომ დღეს, სამწუხაროდ, ვირტუ-ალური სატელევიზიო პოლიტიკა მიმდინარეობს და არა რეალური პოლიტიკური ცხოვრება.
    _ ბატონო მამუკა, ფაქტია, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მილოდინი იყო ირაკლი ალასანიას მიმართ. რა მოხდა, რეალურად ბურჯანაძემ ჩააჩოჩა ალასანია?
    _ არაფერი არ მომხდარა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ რეალური პოლიტიკური პროცესებით არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ ვირტუალურ პოლიტიკურ სამყაროში, მოსახლეობა კი ელოდება, რომელიმე სერიოზული პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც შეძლებს ამ ვითარების შეცვლას ხალხი მზად არის, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდეს ქუჩაში, იმის გამო, რომ ქართული პოლიტიკური ძალები ვერ თვლიან სწორ პოლიტიკურ სვლებს და ვიღებთ იმ თამაშს, რომელიც ნამდვილად აწყობს რუსეთს, სა-ქართველოს მტრებს იმისათვის, რომ აქ არ დაიწყოს ქართული სახელმწიფოს მშენებ-ლობა. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. თუ  ეს არ შეიცვლება, ჩვენ შევასრულებთ იმ ამოცანას, რომ სააკაშვილი წავა ბოლოს და ბოლოს, პატრონი წაიყვანს. მოვუწოდებ, ყველას სწორედ ამ პრინციპებითა და ღირებულებებით დავდგეთ. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს, ქართული სახელმწიფო ავაშენოთ და ამ რეჟიმის წასასვლელად დრო არ დავკარგოთ. დღესვე უნდა გავიდეთ ქუჩაში და არ უნდა ველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსკოვში. რა გვიშლის ხელს, დღეს რომ არ გავდივართ ქუჩაში? რატომ ვაძლევთ სააკაშვილს იმის საშუალებას, კიდევ ბევრი უბედურება ჩაიდინოს? თუ სხვა გზა არსებობს, ისიც უნდა თქვან. ოღონდ ეს გზა უნდა იყოს ქმედითი და რეალისტური. ჩვენ ვიქნებით ყველგან, ყველა სიტუაციაში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
    _ ანუ 9 აპრილის აქციაზე მიხვალთ?
    _ რა თქმა უნდა, ჩვენ მივალთ ყველგან, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელმა ადამიანმა გა-მართოს აქცია. ჩვენ მივალთ და ჩვენს ადგილს დავიკავებთ. ამავე დროს მოვუწოდებ ამ ხალხს, კეთილი ინებონ და მტრის წისქვილზე ნუ დაასხამენ წყალს, მაგრამ მანამდე იმ ძირითად პრინციპებზე მაინც შევთანხმდეთ, რომ გადადგეს სააკაშვილი, მერე როგორ ხდება პარლამენტის დაშლა, ძალაუფლების გადანაჭილება. შევთანმხდეთ თამაშისა და ცხოვრების წესებზე, ეთიკის კოდექსზე. სამწუხაროდ ეთიკის კოდექსისა და ასეთი პრინციპული საკითხების დამუშავება ძალიან ბევრს, ვინც თავის თავს ოპოზიციას უწო-დებს, არ აწყობს. ამიტომაც ვიღებთ ასეთ სურათს.
    _ რატომ არ აწყობს?
    _ რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი _ მაშინ მან უნდა აღიაროს, რომ თვითონაც ის გზა გაიარა, რაც თარგამაძემ, ბოკერიამ და მერაბიშვილმა. ეს გზა გაიარეს ალასანიამ, ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა და სხვებმა. მეორე _ აქ მთავარია, პატრონი რა ამოცანას დაუსახავს. გამომდინარე აქედან, არ უნდათ თავი შეიზღუდონ და მესამე _ ისინი არ არიან კონკურენტუნარიანები. თავისუფალი, ნორმალური კონკურენცია თუნდაც ოპოზი-ციაში არ არსებობს. სადღაც ქვეყნის გარეთ შეუთანხმდებიან, რომ დაშვებულ იქნენ სატელევიზიო სივრცეში, პოლიტიკურ სივრცეში და როგორც პარტონი გადაწყვეტს მერე ისე ხდება.
    _ დაბოლოს, იქნება თუ არა ნინო ბურჯანაძე ახალი რევოლუციის სათავეში? ბოლო პერიოდში მას რუსულ კაპიტალსაც უკავშირებენ. . .
    _ ერთი რამ ცხადია, დღეს რუსული კაპიტალი ქართულ პოლიტიკაში სერიოზულად მონაწილეობს. სააკაშვილის რეჟიმი არის რუსული ხელისუფლება საქართველოში. ბუნე-ბრივია რუსეთი შეეცდება მოძებნოს მისი ალტერნატიული ძალა და მოვლენები ხელიდან არ გაუშვას. აქედან გამომდინარე, მოუწოდებ ყველა ეროვნული ცნობიერების საზოგადო ჯგუფებს, გაემიჯნონ ამ თამაშებს, რუსულ გეგმას. ქართული გზით ვიაროთ. რუსეთი როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას აკონტროლებს, ასევე აკონტროლებს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს. თუ ასე არ არის, გამოვიდნენ და ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოზიცია დააფიქსირინ. რაც მოხდა 1991-92 წლებში და 2003 წელს, ზუსტად იმის გამეორება ხდება. უბრალოდ, აქ არის საუბარი იმაზე, რუსეთს დასჭირდება ამის ხავერდოვანი გზით გაკეთება თუ სისხლის დაღვრით, დასჭირდება ქაოსი თუ ხავერდოვანი გზა. სამწუხაროდ, ეს რუსეთის გადასაწყვეტი ხდება. რუსეთის გადასაწყვეტი, რომ არ გახდეს, ამიტომ ვეუბნები ამ პოლიტიკურ ჯგუფებს _ გავემიჯნოთ ამ თამაშს, ჩამოვყალიბდეთ ქართულ გზაზე და მივხედოთ საქმეს.
    _ 9 აპრილს სააკაშვილის ხელისუფლება დასრულდება?
    _ ეს ძალიან ძნელი სათქმელია, თუმცა, თითოეულმა ქვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ასე მოხდეს. ვიმეორებ, თუ ჩვენ ჩავეწერეთ რუსეთის სასურველ სცენარში, მაშინ შედეგი ისეთი არ იქნება, როგორც ქართველ ხალხს უნდა.
    _ რუსეთს დღეს ქაოსი და ამბოხება აწყობს?
    _ სცენარი იქითკენ მიდის, რომ მას დღეს ქაოსი უფრო მეტად აწყობს ამიტომ ძალის დემონსტრირებას არ გამოვრიცხავ. შეიძლება ძალისმიერი ქაოსი არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ საკითხი მართვადი ანარქიისაკენ მიჰყავს. თუ პირველ ეტაპზე ვერ მოახერხა სააკაშვილის ჩანაცვლება მისთვის მისაღები კანდიდატურით, ამ ქაოსის მერე შეეცდება იმავეს გამეორებას.
    18 მარტი 2009 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress