რუსეთის ანუ კრემლის (ეს სახელწოდება შინარსს უკეთ გამოხატავს) იმპერიის გეოპოლიტიკურ არსს და მისიას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კავკასიის კონტროლი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ საქართველოს ფლობითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ამას ყოველთვის აცნობიერებდნენ კრემლის იდეოლოგები. საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო არა მარტო იმპერიის გარე ველის, ე.წ. სოციალისტური ბანაკის რღვევა და საბჭოთა კავშირის დაშლა, არამედ ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სუვერენიზაციის ტენდენციით. ეს პროცესები დაიწყო და განვითარდა კავკასიაშიც. ამგვარი ტენდენცია კრემლის იმპერიას გაქრობასა და მის ადგილზე მრავალი დამოუკიდებელი ეთნიკური სახელმწიფოს წარმოქმნას უქადდა.
კრემლის იმპერიის მდგრადი წონასწორობისათვის კავკასიაში არ არის საკმარისი ჩრდილოეთ კავკასიის ფლობა. ასევე აუცილებელია საქართველოს ანექსია. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ერთგულ ხელშემწყობად და თანამონაწილედ ტრადიციულად გვევლინება კავკასიის ჩრდილოეთში მცხოვრები ოსი ხალხი, რომელთა მცირე ჯგუფები საქართველოს ისტორიის ძნელბედობის პეიოდში შემოიხიზნენ ქართულ გაპარტახებულ ტერიტორიებზე და დასახლდნენ ნასოფლარებზე. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გააძლიერა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის – დვალეთის განადგურებამ და დაკარგვამ. ოსებმა კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგ თავისი ერთგული სამსახურისათვის რუსეთისაგან გასული საუკუნის დასაწყისში ჯილდოდ ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” მიიღეს, რამაც უფრო გააძლიერა მათი მადა – რუსი იდეოლოგების დახმარებით მათ შექმნეს დიდი ალანიის მითი, რომელშიაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილიც მოიაზრება. ამ მითის მაგალითზე იზრდება ოსთა ბოლო რამდენიმე თაობა. მოცემულ ფონზე უკანასკვნელი 20-30 წლის მანძილზე ჩრდ. ოსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ღიად და აგრესიულად დაიწყეს პროპაგანდა არა მარტო ე.წ. “სამხრეთ ოსეთის,” არამედ ხევის, მთიულეთისა და თრიალეთის ტერიტორიების მითვისებისა. საქართველოს ისტორიულ ძეგლებსაც წარმოაჩეენენ თავისად, წუხან იმაზე, რომ ეს ძეგლები ქართველთა მიერ ნადგურდება და მოუწოდებენ მოსახლეობას დროულად დაეპატრონონ “თავიან ისტორიულ მიწა-წყალს”. ეს მზაობა განსაკუთრებით გაძლიერდა გასული წლის აგვისტოს რუსული ოკუპაციის შემდგომ. მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის და არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შემზადება ომის განახლებისათვის და ყაზბეგის რ-ნის და ნაწილობრივ დუშეთის რ-ნის ტერიტორიის ოკუპაციისათვის. რუსული სამხედრო მანქანა კვლავ ოსური სცენარით აპირებს ახალი ქართული ტერიტორიების მითვისებას.
მივმართავთ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, გავითვალისწინოთ საქართველოს უახლოესი წარსულის მძიმე გამოცდილება და არ დავუშვათ მტრისთვის დარიალის კარების საკუთარი ნებით გახსნა, მტრისთვის რომელთანაც ამჟამად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს აუცილებლად გამოიწვევს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის დაპყრობას და ეთნიკურ წმენდას, რასაც მოჰყვება სახელმწიფოს დაშლა და განადგურება.
მოხევეთა მიმართვა ქართველი ერისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი 2012
March 1st, 2014 shalva chkhaidze